ტამპერე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
ტამპერე
Tampere / Tammerfors
დროშა გერბი

ქვეყანა ფინეთის დროშა ფინეთი
რეგიონი დასავლეთი ფინეთი
პროვინცია პირკანმა
კოორდინატები 61°30′00″ ჩ. გ. 23°45′00″ ა. გ. / 61.50000° ჩ. გ. 23.75000° ა. გ. / 61.50000; 23.75000
ქალაქის მერი ტიმო ნიენიმენი
დაარსდა 1775
ამჟამინდელი სტატუსი 1779
ფართობი 687.9 კმ²
ოფიციალური ენა ფინური ენა[1]
მოსახლეობა 211,691 კაცი (2009)
სიმჭიდროვე 403.2 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+2, ზაფხულში UTC+3
საფოსტო ინდექსი 33100–33900
ოფიციალური საიტი tampere.fi
ოფიციალური ენები ფინური, შვედური
ტამპერე — ფინეთი
ტამპერე

ტამპერე (ფინ. Tampere, შვედ. Tammerfors) — ქალაქი სამხრეთ ფინეთში. ქალაქში ცხოვრობს 211,691 კაცი, ხოლო მის აგლომერაციაში 340,000 კაცი. ტამპერეს მოსახლეობის რაოდენობის მხრივ ფინეთში მესამე ადგილი უკავია, ის ჩამორჩება მხოლოდ დიდ ჰელსინკისა და ესპოოს. 2007 წელს პირკანმას რეგიონში ცხოვრობდა 470,000 ადამიანი, მოსახლეობის თითქმის ნახევარი სწორედ ტამპერზე მოდის.

ტამპერე მდებარეობს ნიასიარვისა და პიუხიარვის ტბებს შორის. დასახლებული პუნქტის საშუალო სიმაღლე შეადგენს 18 მეტრს. ქალაქში მიედინება მდინარე ტამერკოსკი, რომელიც მას ორ ნაწილად ჰყოფს. მდინარის სიგრძე 945 მეტრს შეადგენს, დინება საკმაოდ სწრაფია, სწორედ ამიტომ ის გამოიყენება ელექტროენერგიის მისაღებად.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1775 წელს შვედეთის მეფის გუსტავ III-ის ბრძანებით მდინარე ტამერკოსკის ნაპირებზე, სავაჭრო მიზნებისთვის დაარსდა პატარა დასახლება. თუმცა ოთხი წლის შემდეგ, 1779 წელს დაბა გახდა ქალაქი. თავდაპირველად ტამპერეს ფართობი რამდენიმე კვადრატულ კილომეტრს შეადგენდა.

ფინეთის დიდი საჰერცოგო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XIX საუკუნეში ტამპერე უკვე მნიშვნელოვანი სავაჭრო და ინდუსტრიული ცენტრი გახდა. XIX საუკუნის მეორე ნახევარში, აქ იწარმოებოდა ფინური სამრეწველო პროდუქციის თითქმის ნახევარი. სწორედ ამიტომ ამ დასახლებულ პუნქტს უწოდეს „ჩრდილოეთი მანჩესტერი“.

ტამპერეს ფართობი სულ უფრო იზრდებოდა, მის შემადგენლობაში შევიდა მეზობელი პატარა დასახლებული პუნქტები.

1905 წლის დეკემბერში, აქ გაიმართა პირველი ბოლშევიკური კონფერენცია, სწორედ აქ პირველად ერთმანეთს შეხვდნენ ლენინი და სტალინი.

დაძმობილებული ქალაქები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. http://www.stat.fi/meta/luokitukset/kunta/001-2012/luokitusavain_ks.html
  2. List of Twin Towns in the Ruhr Destrict. © 2009 Twins2010.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-11-28. ციტირების თარიღი: 2009-10-28.
  3. Twin Cities. The City of Łódź Office. (in English) © 2007 UMŁ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-10-09. ციტირების თარიღი: 2008-10-23.
  4. Trondheims offisielle nettsted - Vennskapsbyer. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-21. ციტირების თარიღი: 2010-06-29.
  5. Sister Cities of Guangzhou. Guangzhou Foreign Affairs Office. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-23. ციტირების თარიღი: 2010-02-10.