შატბერდის კრებული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შატბერდის კრებული

შატბერდის კრებულიX საუკუნის ცნობილი ქართული ხელნაწერის სახელწოდება.

1888 წელს ნიკო მარმა აღწერა წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხელნაწერთა ის კოლექცია, რომელიც საოგადოებას დავით რექტორის ძმისშვილმა, მღვდელმა დიმიტრი ალექსი–მესხიშვილმა შესწირა. მათ შორის ყოფილა ის ხელნაწერიც, რომელიც დღეს „შატებრდის კრებულის“ სახელით არის ცნობილი. ნიკო მარის ნებართვის გარეშე კრებულის აღწერილობა გამოქვეყნებულა გაზეთ „ივერიაში“, 239–ე ნომერში. აღწერილობის გამოქვეყნებიდან მოკლე ხანში კრებულს წერილები და გამოკვლევები მიუძღვნეს თევდორე ჟორდანიამ, დიმიტრი ბაქრაძემ, ექვთიმე თაყაიშვილმა (სწორედ მან უწოდა კრებულს სახელწოდება „შატებრდის კრებული“), მოსე ჯანაშვილმა.[1]

შატბერდის კრებული დღეს დაცულია საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის S ფონდში (S-1141).

გადაწერის ადგილი და დრო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კრებული გადაწერილი უნდა იყოს შატბერდის ლავრაში, რომელიც გრიგოლ ხანძთელს აუშენებია ბაგრატ კურაპალატის შემწეობით. ხელნაწერი თარიღდება X საუკუნის 60–70-იანი წლებით. [1]გვ. 26

შედგენილობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

"შატბერდის კრებული" წარმოადგენს სხვადასხვა წიგნებიდან ამოკრეფილ ეგზეგეტიკური, აგიოგრაფიული და საისტორიო ხასიათის თხზულებების კრებულს. კრებულის შედგენილობა ასეთია:

ეპიფანე კჳპრელი, საზომთათჳს და საწყაულთა;

– დიომიდე, ფრაგმენტი დიონისიოს თრაკიელის გრამატიკის სქოლიოებიდან;

იპოლიტე რომაელი, ქრონიკონი;

  • იპოლიტეს განმარტებაჲ კურთხევათა მათთჳს მოსესთა ათორმეტთა მიმართ ნათესავთა;
  • წმიდისა იპოლიტეს თქუმული კურთხევათა მათთჳს იაკობისთა, ვითარ–იგი ათორმეტნი ნახპეტნი აკურთხა;
  • თქუმული იპოლიტესი დავითისთჳს და გოლიადისთჳს განმარტებაჲ;
  • ნეტარისა იპოლიტეს თქუმული თარგმანებაჲ ქებაჲ ქებათაჲ;
  • ნეტარისა იპოლიტეს თქუმული აღსასრულისათჳს ჟამთაჲსა, თქუმული წიგნთაგან წმიდათა ქრისტესთჳს და ანტექრისტესთჳს;
  • სიტყუაჲ წმიდისა იპოლიტჱსი სარწმუნოვებისათჳს;
  • თქუმული წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა იპოლიტესი მთავარებისკოპოსისაჲ სახეჱ აღთქუმისაჲ;
  • მოქცევაჲ ქართლისაჲ;
  • ცხორებაჲ და განგებაჲ წმიდისა იაკობისი, რომელი ებისკოპოს იქმნა ქალაქსა ნასიბინს;
  • ნეტარი თეოდორიტე კვირელი - თარგმანებაჲ დავითის ფსალმუნებისაჲ.

ცალკეულ თხზულებათა პუბლიკაციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გრიგოლ ნოსელი "კაცისა შესაქმისათჳს"[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ილ. აბულაძე, უძველესი რედაქციები ბასილი კესარიელის "ექუსთა დღეთაჲსა" და გრიგოლი ნოსელის "კაცისა აგებულებისათჳს", თბ., 1964.
  • ამ თხზულების ერთი () თავი გამოაქვეყნა მ. ჯანაშვილმა სათაურით – "შატბერდის სამეცნიერო ქრესტომათიიდამ ამოღებული სამკურნალო ტრაქტატი": მ. ჯანაშვილი, აღვადგინე, მწერლობა IX-X საუკუნისა, გვ. 89–117.

ეპიფანე კვიპრელის "თუალთაჲ"[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მ. ჯანაშვილმა გამოაქვეყნა თხზულების ნაწილი რუსული თარგმანითურთ: М. Джанашвили, Драгоценные камни, их названия и свойства. СМОМПК, вып. 24, Тифлис. 1898, с. 1–72.
  • ქართული ტექსტი მთლიანად, ინგლისური თარგმანითურთ, გამოაქვეყნა რ. ბლეიკმა: Epiphanus De Gemmis. The old Georgian Version and the Fragments of Armenian Version by R. Blake and the Coptic-Sahidic Fragments by Henri De Vis. Studies and Documents edited by K. Lake and S. Lake, London, 1934.

ბასილი დიდის “მჴეცთათჳს სახისა სიტყუაჲ“[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მარი, ნიკო, 'Физиолог', (Армяно-грузинский извод. Грузинский и армянский тексты изследовал, издал и перевел Н. Марр. Тексты и разыскания по армяно-грузинской филологии), книга VI, СПб., 1904.
  • Jost Gippert, Caroline Macé, ed., 'The Multilingual Physiologus. Studies in the Oldest Greek Recension and its Translations.' Turnhout, Brepols Publishers n.v. (coll. « Instrumenta Patristica et Mediaevalia », 84), 2021, XXIV plates, 661 p.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტარატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული ხელნაწერი წიგნი, V-XIX საუკუნეები, თბილისი, 2012, გვ. 29

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 შატბერდის კრებული X საუკუნისა, გამოსაცემად მოამზადეს ბ. გიგინეიშვილმა და ელ. გიუნაშვილმა, თბ., 1979, გვ. 15–17