დომენიკო სკარლატი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დომენიკო სკარლატი (1738, დომინგო ანტონიო ვალესკოს ნამუშევარი)

ჯუზეპე დომენიკო სკარლატი (Giuseppe Domenico Scarlatti; დ. 26 ოქტომბერი, 1685, ნეაპოლი, იტალია — გ. 23 ივლისი, 1757, მადრიდი, ესპანეთი) — ბაროკოს ეპოქის იტალიელი კომპოზიტორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სკარლატი დაიბადა კომპოზიტორ, ალესანდრო სკარლატის ოჯახში. პატარობიდანვე დაეუფლა ჩემბალოზე დაკვრას. მისი შემოქმედება მოიცავს ექვსასამდე სონატას ჩემბალოსთვის. სკარლატის სონატები დიდი პოპულარობით სარგებლობს დღევანდელი პიანისტების და ჩემბალისტების პროგრამებში. დომენიკო სკარლატი დაიბადა 1685 წელს იტალიის ქალაქ ნეაპოლში. ამავე წელს დაიბადა ორი დიდი ბაროკოს ეპოქის კომპოზიტორი - იოჰან სებასტიან ბახი და გეორგ ფრიდრიხ ჰენდელი. დომენიკო იყო მეექვსე ათი შვილიდან. მისი უფროსი ძმა პიეტრო ფილიპო სკარლატი ასევე კომპოზიტორი იყო. შესაძლოა მისი პირველი მასწავლებელი იყო მამამისი - ალესანდრო სკარლატი. შემდეგი კომპოზიტორები კი შესაძლოა დომენიკოს მასწავლებლები იყვნენ: გაეტანო გრეკო, ფრანჩესკო გასპარინი და ბერნარდო პასკვინი. ყოველმა მათგანმა შესაძლოა დიდად იმოქმედა დომენიკოს მუსიკალურ სტილზე.

1701 წელს დომენიკო გახდა ნეაპოლის სამეფო კარის კომპოზიტორი. 1704 წელს ამუშავებს კარლო ფრანჩესკო პოლაროლოს ოპერა Irene-ს ნეაპოლში შესასრულებლად. ამის შემდეგ მამა გზავნის მას ვენეციაში. მის შემდეგ 4 წელიწადზე არაფერი არ არის ცნობილი. 1709 წელს ჩადის რომში და ემსახურება პოლონეთის დედოფალ მარია კაზიმირს. იქ ის ხვდება თომას როზენგრეივს, რომლის დამსახურებითაც ლონდონში გაიცნეს და კარგად მიიღეს დომენიკო სკარლატის სონატები. დომენიკო ვირტუოზი კლავესინისტი იყო. ის მონაწილებას იღებდა შეჯიბრებაში, რომელიც რომში, კარდინალი ოტობონის სამეფო კარზე იმარტებოდა. ის აღიარებული იყო, როგორც ჰენდელზე უკეთესი კლავესინისტი, მაგრამ უარესი ორგანისტი.

ასევე, რომში ჩასვლის დროს სკარლატიმ დაწერა რამდენიმე ოპერა დედოფალი კაზიმირის კერძო ოპერისათვის. 1715-დან 1719-მდე იყო კაპელმაისტერი წმინდა პეტრეს სახელობის ეკლესიაში და ბოლო წელს წავიდა ლონდონში, სადაც სამეფო თეატრში დადგა თავისი ოპერა Narcisco.

1720 ან 1721 წელს გადადის ლისაბონში, სადაც მუსიკას ასწავლის პრინცესამარია მაგდალინა ბარბარას. ნეაპოლში ბრუნდება 1725 წელს. რომში ყოფნის დროს, 1728 წელს დაქორწინდა მარია კატერინა ჯენტილიზე. 1729 წელს ჩადის სევილიაში, სადაც ცხოვრობს შემდეგი 4 წლის განმავლობაში. იქ გაეცნო ფლამენკოს. მარია ბარბარა გახდა ესპანეთის დედოფალი, რის გამოც სკარლატის მოუწია ესპანეთში წასვლა სადაც ეყოლა 5 შვილი. ცოლოს სიკვდილის შემდეგ, 1742 წელს ის დაქორწინდა ესპანელ ანასტასია მახარტე ხიმენესზე. მადრიდში წერს 5 სონატას კლავიშებიანი ინსტრუმენტისათვის. ზუსტად ეს ნაწარმოებები არიან ყველაზე განთქმული დღეისათვის.

დომენიკო ჯუზეპე სკარლატი გარდაიცვალა მადრიდში, 71 წლის ასაკში. მის სახლში - Calle Leganitos-ში არის მემორიალური დაფა, მისი შთამომავლები კი ეხლაც ცხოვრობენ მადრიდში.

შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხ. სკარლატის სოლო ნაწარმოებები კლავესინისთვის

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]