ისჩიგუალასტო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ისჩიგუალასტო და ტალამპაიის ეროვნული პარკი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა არგენტინის დროშა არგენტინა
ტიპი ბუნებრივი
კრიტერიუმები viii
სია [1]
რეგიონი** სამხრეთი ამერიკა
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2000  (24-ე სესია)
ნომერი 966
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 966
ინგლ.რუს.ფრ.

ისჩიგუალასტო (ესპ. Ischigualasto) – გეოლოგიური ფორმაციებით ცნობილი პარკი არგენტინაში, სან-ხუანის პროვინციის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ჩილეს საზღვართან. პარკს ჩრდილოეთით საზღვრავს ტალამპაიის ეროვნული პარკი (ლა-რიოხა), რომელშიც ასევე მრავლადაა გეოლოგიური ფორმირებები.

პარკის ფართობია 603,7 კმ², რომლის უდიდესი ნაწილია მდებარეობს სან-ხუანის პროვინციის ვალიე-ფერტილის დეპარტამენტში, ხოლო მცირე ნაწილი ამავე პროვინციის ხაჩალის დეპარტამენტში. პარკი მდებარეობს ზღვის დონიდან 1 300 მეტრზე.

კლიმატი ძალიან მშრალია. თავსხმა წვიმები იცის მხოლოდ ზაფხულის განმავლობაში. წლის მინიმალური ტემპერატურაა -10 ° C, მაქსიმალური 45 ° C. მუდმივად ქრის სამხრეთის ქარი 20-40 კმ /სთ სიჩქარით.

პარკმა ფორმაცია განიცადა ტრიასულ ერაში (230 მილიონი წლის წინ). აქ აღმოჩენილია ძუძუმწოვრების ის სახეობა, რომელიც, როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, წარმოადგენენ გარდამავალ საფეხურის ძველ დინოზავრებსა და თანამედროვე ძუძუმწოვრებს შორის.

2000 წელს პარკი შეიტნეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]