ძვლოვანი სისტემა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია


ნებისმიერი მოდელის შექმნისას კონსტრუქტორი უპირველესად მის კარკასს აგებს, რომელსაც მთელი კონსტრუქცია ეყრდნობა და მხოლოდ ამის შემდეგ ამატებს მას სხვადასხვა ნაწილს. კარკასზეა დამოკიდებული მოდელის სიმტკიცე. ჩვენი ორგანიზმის ასეთ საყრდენს ძვლოვანი ჩონჩხი წარმოადგენს. ძვალი ერთი შეხედვით ცოცხალ ქსოვილს არ ჰგავს. ის თითქოს ქვასავით მაგარი და გამომშრალია. მაგრამ ესმხოლოდ ერთი შეხედვითაა ასე. ძვალი შემაერთებელი ქსოვილია, რომლის მყარ უჯრედშორის ნივთიერებაში გაფანტული და თითქოს მასში გამომწყვდეული უჯრედები მუდმივად იკვებება, სუნთქავს, იზრდება და მრავლდება.

ძვლოვანი ქსოვილის აგებულება კარგად ჩანს ილუცტრაციაზე წარმოდგენილ ბარძაყის ძვლის მაგალითზე . ძვალს გარედან ძვალსაზრდელა ფარავს. მის ქვეშ ძვლის მკვრივი ფენაა,რომლის ქვემოთ, ძვლის სიღრმეში, ღრუბლისებრი, ფოროვანი ქსოვილია. ძვალი მრავალრიცხოვანი არხებითაა დაქსელილი, რომელშიც სისხლძარღვები გადის ძვლის უჯრედებს სისხლით საკვები და ჟანგბადი მიეწოდება. ღრუბლისებრი ქსოვილი სისხლმბადი ქსოვი; ლითაა ამოვსებული,რომელსაც ძვლის წითელ ტვინს უწოდებენ. მასში სისხლის უჯრედები წარმოიქმნება. ბარძაყის ძვლის შუა ნაწილი ღრუიანია, ამიტომ მას ლულოვან ძვალს უწოდებენ. სიღრუეში ცხიმოვანი ქსოვილი-ძვლის ყვითელი ტვინია. ძვლის უჯრედშორისი მყარი ნივთიერება კალციუმის ფოსფატითა და აპატიტით არის შექმნილი, რომელიც მას სიმტკიცეს ანიჭებს, თუმცა ძვალი ამ მარილების კრისტალებივით მყიფე არ არის.