მექსიკის გეოგრაფია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მექსიკის ტოპოგრაფიული რუკა

მექსიკის გეოგრაფიამექსიკა მდებარეობს ჩრდილოეთ ამერიკის სამხრეთ ნაწილში და მოიცავს ცენტრალური ამერიკის უდიდეს ნაწილს. მას ჩრდილოეთიდან ესაზღვრება აშშ (შტატები:კალიფორნია, არიზონა, ნიუ-მექსიკო, ტეხასი) ამერიკის შეერთებულ შტატებთან საზღვრის სიგრძე 3141 კმ-ია. ქალაქ სიუდად-ხუარესიდან აღმოსავლეთით მექსიკის ყურემდე აშშ-მექსიკის სახელმწიფო საზღვარი მიუყვება მდინარე რიო-გრანდეს.

სამხრეთით და დასავლეთით მექსიკას ესაზღვრება წყნარი ოკეანე, აღმოსავლეთით – მექსიკის ყურე და კარიბის ზღვა. სამხრეთ-აღმოსავლეთიდან მექსიკას ესაზღვრება გვატემალა (871 კმ.) და ბელიზი (251 კმ.).

პრაქტიკულად მექსიკის მთელი ტერიტორია მდებარეობს ჩრდილოეთ ამერიკის ტექტონიკურ ფილაზე, მხოლოდ კალიფორნიის ნახევარკუნძულის ნაწილი მდებარეობს წყნარი ოკეანის ფილაზე და ასევე მცირე ნაწილი კოკოსის ტექტონიკურ ფილაზე.

ფიზიკური გეოგრაფიის თვალსაზრისით ტეუანტეპეკის ყელი, რომელიც ქვეყნის ტერიტორიის 12,1 % მოიცავს და სადაც მდებარეობს მექსიკის 5 შტატი, მიეკუთვნება ცენტრალურ ამერიკას. გეოლოგიური თვალსაზრისით იგი მიეკუთვნება ტრანს-მექსიკურ ვულკანურ სარტყელს და გამოყოფილია ქვეყნის ჩრდილოეთი ნაწილისაგან. გეოპოლიტიკური თვალსაზრისით კი მექსიკა ჩრდილოეთ ამერიკული ქვეყანაა.

მექსიკის საერთო ფართობია 1 972 550 კმ², მათ შორის 6 ათ. კმ² კუნძლებია წყნარ ოკეანეში, კარიბის ზღვაში, კალიფორნიისა და მექსიკის ყურეებში. ფართობის მიხედვით მექსიკას მსოფლიოში მე-14 ადგილი უკავია.

მექსიკის სანაპირო ზოლის სიგრძე შეადგენს 9330 კილომეტრს, საიდანაც 7338 კმ. წყნარ ოკეანეზე მოდის, ხოლო 2805 კმ. ატლანტის ოკეანეზე. მექსიკის განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა, რომელიც ვრცელდება 370 კმ-ზე ორივე სანაპიროდან, მოიცავს 2,7 მლნ კმ².

რელიეფი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვულკანი ისტაკსიუატლი, მდებარეობს მეხიკოს მახლობლად

მექსიკას ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებით კვეთს ორი მთიანი ქედი აღმოსავლეთი სიერა-მადრე და დასავლეთი სიერა-მადრე, რომლებიც წარმოადგენენ კლდოვანი მთების სამხრეთ გაგრძელებას. აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ ქვეყნის ცენტრში გადაჭიმულია ტრანს-მექსიკური ვულკანური სარტყელი, რომელიც ცნობილია ასევე სიერა-ნევადას სახელწოდებითაც. ამ ქედზე მდებარეობს მექსიკის უმაღლესი მწვერვალები: ორისაბა (5700 მ), პოპოკატეპეტლი (5462 მ), ისტაკსიუატლი (5286 მ) და ნევადო-დე-ტოლუკა (4577 მ).

მექსიკის ზეგანი მდებარეობს დასავლეთ და აღმოსავლეთ სიერა-მადრეს ქედებს შორის და გადაჭიმულია ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებით, აშშ-ს საზღვრიდან სამხრეთით სიერა-ნევადას ვულკანურ სარტყელამდე. დაბალი ქედებით იგი გაყოფილია ორ ჩრდილოეთის და სამხრეთის ნაწილებად.

კალიფორნიის ნახევარკუნძულის ქედი გადაჭიმულია 1430 კმ-ზე. მისი სიმაღლეა ჩრდილოეთით 2200 , ხოლო სამხრეთით 250 მეტრი.

რამდენიმე დიდი მთათა სისტემა მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. სამხრეთი სიერა-მადრე გადაჭიმულია 1200 კმ-ზე, მექსიკის სამხრეთ სანაპიროზე ტრანს-ვულკანურ ქედიდან, პრაქტიკულად, ტუანტეპეკის ყელამდე. ამ ქედის საშუალო სიმაღლეა 2000 მ. ტუანტეპეკის ყელის სამხრეთით იწყება სიერა-მადრე-დე-ჩიაპასის ქედი, რომელიც წყნარი ოკეანის სანაპიროზეა გადაჭიმული 280 კილომეტრზე ოახაკისა და ჩიაპასის შტატების საზღვრებიდან გვატემალის საზღვრამდე. ქედის საშუალო სიმაღლეა 1500 მ. მაქსიმალური 4000 მ. (ვულკანი ტაკუმა).

გეოლოგიური აგებულება და სეისმური აქტივობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მექსიკის მდებარეობა ლითოსფერულ ფილებზე

მექსიკის ტერიტორია მდებარეობს სამ მსხვილ ლითოსფერულ ფილაზე და წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთ ძლიერ სეისმოაქტიურ ზონას.

მექსიკის ისტორიაში მრავალი დამანგრეველი მიწისძვრა და ვულკანის ამოფრქვევაა ცნობილი:

ჰიდროგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მექსიკის მდინარეების 2/3 მიეკუთვნება წყნარი ოკეანის აუზს ხოლო დანარჩენი კარიბის ზღვისა და მექსიკის ყურის აუზს. ხუთი უდიდესი მდინარეა: უსუმასინტა, გრიხალვა, პაპალოაპანი, კოაცაკოალკოსი და პანუკო.

ქვეყნის უდიდესი ტბაა ჩაპალა.

ფლორა და ფაუნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტატისტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კლიმატი: ტროპიკულიდან უდაბნოს ჰავამდე.

რელიეფი: მთები, ზეგნები და სანაპირო დაბლობები. სიმაღლე:

  • ყველაზე დაბალი ადგილი: ტბა სალადა — −10 მ.
  • ყველაზე მაღალი წერტილი: ვულკანი ორისაბა — 5611 მ.

რესურსები: ნავთობი, ვერცხლი, სპილენძი, ოქრო, ტყვია, თუთია, ბუნებრივი გაზი და მერქანი.

მიწის გამოყენება:

  • დამუშავებული მიწა: 12,66 %
  • მრავალწლოვანი კულტურები: 1.28 %
  • სხვა: 86.06 % (2005 წ. შეფასება)

სარწყავი ტერიტორია: 63 200 კმ² (2003 წ. შეფასება)

ბუნებრივი საშიშროება:ცუნამი, მიწისძვრა, ვუკანების ამოფრქვევა და ტორნადო მექსიკის ყურეში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]