ნივთიერებათა ნარევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნივთიერებათა ნარევი (ზოგ შემთხვევაში — ნაერთი) — ინდივიდუალურ ნივთიერებათა ერთობლიობა, რისგანაც შედგება ფიზიკური სხეული. ნარევი შეიძლება შეიცავდეს ორ ან მეტ სუფთა ნივთიერებას. ნარევში შემავალი ნივთიერებები ინარჩუნებენ მათთვის დამახასიათებელ თვისებებს. მაგალითად, თუ აურევთ გოგირდის ფხვნილს და რკინის ნახეხს, მაშინ რკინაც და გოგირდიც — ინარჩუნებენ თავის თვისებებს. რკინას მიიზიდავს მაგნიტი. ხოლო წყალში ჩაყრისას რკინა ჩაიძირება, გოგირდი კი წყლის ზედაპირზე დარჩება, რადგან გააჩნია ფლოტაციის (ტივტივის) უნარი. ამ მეთოდს იყენებენ ასეთი ნაერთებიდან სუფთა ნივთიერებების მისაღებად. ნივთიერებათა ნარევებს ყოფენ ერთგვაროვან (ჰომოგენური) და არაერთგვაროვან (ჰეტეროგენური) ნარევებად.

  • ერთგვაროვანი ნარევის შემადგენელი ნაწილაკების თვალით ან ოპტიკური ხელსაწყოებით აღმოჩენა ან განსაზღვრა შეუძლებელია, რადგან ნივთიერებები არიან მეტად დაქუცმაცებულ მდგომარეობაში. მაგალითად, ჰაერი — ეს არის აზოტის (78% მოცულობითი წილით), ჟანგბადის(20%) და სხვა აირების ერგვაროვანი ნარევი; ასევე ერთგვაროვან ნარევს წარმოადგენს — შაქრისა და წყლის ნარევი.

ლითონების ნარევებს იღებენ მათი შედნობით და შენადნობი ეწოდება.

  • არაერთგვაროვანი ნარევის შემადგენელი ნაწილაკების შემჩნევა შესაძლებელია თუ თვალით არა ოპტიკური ხელსაწყოებით მაინც. მაგალითად, წყალში არეული ცარცი, რძე და სხვა. ფიზიკური მეთოდებით შესაძლებელია არაერთგვაროვანი ნარევების გაყოფა შემადგენელ ნაწილებად.
ჭიქა ძროხის რძე

ნივთიერების წილის რაოდენობას ნაერთში — კონცენტრაცია ეწოდება.

არაერთგვაროვანი (ჰეტეროგენური) ნარევები აგრეგატული მდგომარეობის მიხედვით იყოფა:

  • 1) აირების ნარევები
  • 2) ხსნარები
  • 3) მყარი ხსნარები

ჰეტეროგენური ნარევები (2 ნივთიერებიანი) შეიძლება დაიყოს აგრეგატული მდგომარეობის მიხედვით შემდეგ ჯგუფებად:

ჰეტეროგენური ნარევების ჯგუფები
მყარი ნაწილაკები სითხის წვეთები აირის ბუშტუკები
მყარ სხეულში შენადნობი ? მყარი ქაფი
სითხეში სუსპეზია ემულსია ქაფი
აირში აეროზოლი ნისლი არამდგრადი
პურის ფქვილის სუსპენზია წყალში, ჰეტეროგენური ნარევი

ნარევების გაყოფის ხერხები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბურინსკაია ნ.ნ. "ქიმია" 1997 წ. კიევი, გამ. ირპინი.