ნინელი ჭანკვეტაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნინელი ჭანკვეტაძე
დაბადების თარიღი 24 ოქტომბერი, 1957 (1957-10-24) (66 წლის)
თბილისი
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1977 – დღემდე

ნინელი ჭანკვეტაძე (დ. 24 ოქტომბერი, 1957, თბილისი) — ქართველი მსახიობი. 1974 წელს დაამთავრა თბილისის 140-ე საშუალო სკოლა. 1979 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1979 წლიდან დღემდე მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის მსახიობია. 1983 წლიდან არის საქართველოს თეატრალური საზოგადოების, ხოლო 1986 წლიდან საქართველოს კინოკავშირის წევრი.

საქართველოს დამსახურებული არტისტი (1990). 1999 წელს დაჯილდოვდა „ღირსების ორდენით", 2006 წელს არჩეულია საქართველოს ხელოვნების მუშაკთა პროფკავშირის ვიცე–პრეზიდენტად. 1979 წელს მიენიჭა საქართველოს თეატრალური საზოგადოების ყოველწლიური პრემია ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის.

დაჯილდოებულია ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის პრიზით შემოქმედებითი მიღწევებისათვის. მიღებული აქვს პრიზები ნატო ვაჩნაძის სახელობის (1997), კიევის ახალგაზრდული კ/ფ (1993), პირველ ქართულ კინოფესტივალის „ოქროს არწივის" (1995). მონაწილეობდა – ბარსელონის (1987), ლათინური ამერიკის (1988), ედინბურგის (1988), ლონდონის შექსპირის სახელობის (1994) საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალებზე.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნათამაშები როლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თუმანიშვილის თეატრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯილდოები, პრემიები და პრიზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1979: საქართველოს თეატრალური საზოგადოების ყოველწლიური პრემია ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის;
  • 1980: ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის სპექტაკლში „დარაბებს მიღმა გაზაფხულია“
  • 1982: ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის სპექტაკლში „ადამიანის ხმა“
  • 1990 : საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი
  • 1994: ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის სპექტაკლში „ამფიტრიონი“
  • 1995: პირველი ქართული კინოფესტივალი „ოქროს არწივი“
  • 1996: „ოქროს ნიღაბი“ ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის სპექტაკლში „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“
  • 1999 : ღირსების ორდენი
  • 2003: „ოქროს ნიღაბი“ ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის სპექტაკლში„ჯულიეტა და რომეო“
  • დაჯილდოებულია ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის პრიზით შემოქმედებითი მიღწევებისათვის

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]