ბარსელონა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „ბარსელონა“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. ბარსელონა ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბარსელონა (მრავალმნიშვნელოვანი).
ქალაქი
ბარსელონა
კატ. Barcelona
დროშა გერბი

ქვეყანა ესპანეთის დროშა ესპანეთი
რეგიონი კატალონია
შიდა დაყოფა სიუტატ-ველა, ეშამპლე, სანტს-მონტჟუიკი, ლეს-კორტსი, სარია-სანტ-ჟერვასი, გრასია, ორტა-ჟინარდო, ნოუ-ბარისი, სანტ-ანდრეუ და სანტ-მარტი
კოორდინატები 41°22′57″ ჩ. გ. 2°10′37″ ა. გ. / 41.38250° ჩ. გ. 2.17694° ა. გ. / 41.38250; 2.17694
მერი Jaume Collboni Cuadrado
ფართობი 101.30 კმ²
ცენტრის სიმაღლე 9 მეტრი
ოფიციალური ენა კატალანური ენა[1] , ესპანური ენა და ოქსიტანური ენა
მოსახლეობა 1 660 122 (2023)[2]
სასაათო სარტყელი UTC+1 და UTC+2
სატელეფონო კოდი 93
საფოსტო ინდექსი 08001–08042
საავტომობილო კოდი B
ოფიციალური საიტი https://www.barcelona.cat
ბარსელონა — ესპანეთი
ბარსელონა

ბარსელონა (კატ. Barcelona [bəɾsəˈɫonə], ესპ. Barcelona [baɾθeˈlona]) — კატალონიის დედაქალაქი და მეორე უდიდესი ქალაქი ესპანეთში, მადრიდის შემდეგ. მის ადმინისტრაციულ საზღვრებში 1 621 537 ადამიანი ცხოვრობს, ფართობი კი 101,4 კმ²-ია. ბარსელონის ურბანული არეალი ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებს სცდება და 803 კმ² ფართობზე ვრცელდება, სადაც მოსახლეობა 4 200 000[3] - 4 500 000[4] ადამიანს აღწევს,[3] რის შედეგადაც იგი მეექვსე ყველაზე ხალხმრავალი ურბანული არეალია ევროკავშირში, პარიზის, ლონდონის, რურის რეგიონის, მადრიდისა და მილანის შემდეგ. ბარსელონის მეტროპოლიურ არეალში დაახლოებით 5 მლნ ადამიანი ცხოვრობს.[5][6][7] ამავე დროს, ის ევროპის უდიდესი მეტროპოლისია ხმელთაშუა ზღვაზე. იგი მთავარი კომპონენტია დიდი ბარსელონის ადმინისტრაციულ არეალში, რომლის მოსახლეობაც 636 კმ²-ზე 3 218 071 ადამიანს შეადგენს. ქალაქი გაშენებული ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, მდინარეების — ლიობრეგატისა და ბესოსის შესართავებს შორის, დასავლეთით შემოსაზღვრულია სერა-დე-კოლსეროლის ქედით (512 მ).

ბარსელონა რომაელებმა დააარსეს, მაგრამ შემდეგში ბარსელონის საგრაფოს დედაქალაქი გახდა. არაგონის სამეფოსთან შერწყმის შემდეგ, ბარსელონა არაგონების სამეფო ტახტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქალაქი ხდება. მიუხედავად იმისა, რომ ისტორიის მანძილზე მრავალჯერ ყოფილა მტრის ალყის მოწმე თავის გარშემო, ბარსელონას მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა გააჩნია და დღეისათვის მნიშვნელოვანი კულტურული ცენტრი და ტურისტული დანიშნულების ადგილია. განსაკუთრებით სახელგანთქმულია ანტონიო გაუდისა და ლუის დომენიკ ი მონტანერის არქიტექტურული ნამუშევრები, რომლებიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შესული. ბარსელონაში მდებარეობს ხმელთაშუა ზღვის კავშირის შტაბ-ბინა. ქალაქმა უმასპინძლა 1992 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს, ისევე როგორც მსოფლიო კლასის კონფერენციებსა და გამოფენებს, მათ შორის, 1888 წლის ბარსელონის მსოფლიო გამოფენას (Exposición Universal de Barcelona), 1929 წლის ბარსელონის საერთაშორისო გამოფენას (Expo 1929), 2004 წლის კულტურების საყოველთაო ფორუმს და 2004 წლის მსოფლიოს ურბანულ ფორუმს.

დღეისათვის, ბარსელონა მსოფლიოს ერთ-ერთი მოწინავე ტურისტული, ეკონომიკური, საგამოფენო და კულტურულ-სპორტული ცენტრია. მისი გავლენა ეკონომიკაში, განათლებაში, გართობაში, მედიაში, მოდაში, მეცნიერებასა და ხელოვნებაში მას მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი გლობალური ქალაქის სტატუსს ანიჭებს.[8][9] მართლაც, იგი სამხრეთ-დასავლეთ ევროპის (იბერიის ნახევარკუნძული) მთავარი კულტურული და ეკონომიკური ცენტრი, 26-ე მსოფლიოში (მოსკოვის შემდეგ და დუბაის წინ)[10] და მზარდი ფინანსური ცენტრია. 2009 წელს, ის ევროპაში მეოთხე საუკეთესო ქალაქად დასახელდა ბიზნესისთვის.[11] ბარსელონაში მდებარეობს ევროპის მთავარი ნავსადგური ხმელთაშუა ზღვაზე, ისევე როგორც ბარსელონის საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც წელიწადში 34 მლნ ადამიანს იღებს. ქალაქი ასევე ფლობს ფართო ავტოსტრადების ქსელს და წარმოადგენს ჩქაროსნული რკინიგზის კვანძს, რომელიც ესპანეთს საფრანგეთთან და დანარჩენ ევროპასთან აკავშირებს.

ყოველწლიურად რამდენიმე მილიონი სტუმრით, ბარსელონა მე-16 ყველაზე მონახულებადი ქალაქია მსოფლიოში და მეოთხე ევროპაში, პარიზის, ლონდონისა და რომის შემდეგ.[12] ჟურნალ „მონოკლის“ თანახმად, იგი მსოფლიოში მე-14 საუკეთესო საცხოვრებლად ვარგისი ქალაქია.[13] €177 მილიარდის ღირებულების პროდუქციის წარმოებით, ბარსელონა მეოთხე უმდიდრესი ქალაქია ევროპაში მშპ-ის მიხედვით და 35-ე მსოფლიოში.[14] შედეგად, ევროსტატის თანახმად, მისი მშპ ერთ სულ მოსახლეზე €39 859-ს შეადგენს, რაც 44%-ით მაღალია ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელზე, შემოსავალი ერთ სულზე კი €80 894.[15]. მსგავსი მონაცემებია სხვა სტატისტიკაშიც — ბარსელონა 29-ე ადგილზეა პერსონალური შემოსავლების მქონე ქალაქთა სიაში, რომელსაც ციურიხი პირველობს.[16] 2009 წელსვე, ბარსელონა დაასახელეს ევროპის მესამე ყველაზე წარმატებულ ქალაქ-ბრენდად.[17] რას შეეხება მოდას, ბარსელონა მოდის მეშვიდე ყველაზე მნიშვნელოვანი დედაქალაქია მსოფლიოში.[18] ამავე დროს, მას მიენიჭა ევროპის მეოთხე საუკეთესო ბიზნეს-ქალაქისა და ყველაზე სწრაფად გაუმჯობესებადი ევროპული ქალაქის სტატუსი წლიური 17%-იანი ზრდით.[19] მსოფლიო კომერციულ ცენტრებს შორის, ბარსელონა მეორე ადგილს იკავებს ეკონომიკური სტაბილურობის თვალსაზრისით.[20]

სახელები

სახელწოდება „ბარსელონა“ მომდინარეონს იბერიულ-ფინიკუირი სიტყვა „ბარკენოდან“ (Barkeno), რაც დამოწმებულია უძველესი მონეტის წარწერაზე იბერიული წარწერით Barkeno in Levantine Iberian script.[21] ძველ ბერძნულ წყაროებში მოხსენიებულია როგორც Βαρκινών, Barkinṓn,[22] და ლათინურში „ბარსინო“ (Barcino), „ბარსელონიუმი“ (Barcilonum) და „ბარსენო“ (Barceno).[23]

შუა საუკუნეებში, ქალაქი სხვადასხვაგვარად მოიხსენიებოდა: როგორც „ბარჩინოა“ (Barchinona), „ბარსალონა“ (Barçalona), „ბარჩელონაა“ (Barchelonaa) და „ბარჩელონა“ (Barchenona).

ზოგიერთი წყაროების მიხედვით, ქალაქს სახელი ეწოდა კართაგენელი გენერლის, ჰამილკარ ბარკასგან, რომელმაც ვითომ ეს ქალაქი ძვ. წ. III საუკუნეში დააარსა.[24]

ისტორია

ბარსელონის დაარსება ორ განსხვავებულ ლეგენდას უკავშირდება. პირველი მათგანი ქალაქის დაარსებას მითურ ჰერაკლეს მიაწერს, ჯერ კიდევ რომის აშენებამდე 400 წლით ადრე. მეორე ლეგენდის თანახმად კი ბარსელონა ძვ. წ. III საუკუნეში უშუალოდ ისტორიულმა პირმა, ჰანიბალის მამამ — კართაგენელმა ჰამილკარ ბარკამ დააარსა, რომელმაც ქალაქს თავისი გვარის მიხედვით ბარსინო უწოდა.[25]

დაახლოებით ძვ. წ. 15 წელს, რომაელებმა ქალაქი კასტრუმად (რომალეთა სამხედრო ბანაკი) გადააკეთეს, რომლის ცენტრშიც პატარა ბორცვი — „მონას-ტაბერი“ მდებარეობდა, თანამედროვე ქალაქის ჰოლის (წმინდა იაკობის მოედანი) სიახლოვეს. რომაელების მმართველობისას, იგი კოლონიას წარმოადგენდა და ზედმეტსახელად ფავენიტას,[26] უფრო სრულად კოლონია-ფავენიტა-ჟულია-აუგუსტა-პია-ბარსინოს (Colonia Faventia Julia Augusta Pia Barcino)[27] ან კოლონია-ფავენიტა-ჟულია-აუგუსტა-პატერნა-ბარსინოს (Colonia Julia Augusta Faventia Paterna Barcino) უწოდებდნენ. მას რაიონის პატარა ქალაქად მოიხსენიებენ,[28] რომელიც მეზობელ ტარაკოს (თანამედროვე ტარაგონა) გავლენის ქვეშ იმყოფებოდა, მაგრამ შემდგომი აღმწერლებისგან ირკვევა, რომ ქალაქი თანდათან გაიზარდა, აყვავდა, უპირველესად ულამაზესი მდებარეობისა და ბრწყინვალე ნავსადგურის წყალობით.[29] იმპერიული მძიმე გადასახადებისგან იგი თავისუფალი იყო.[30] ქალაქი საკუთარ მონეტებს ჭრიდა, რომელთაგან შემორჩენილია ზოგიერთი მათგანი, იმპერატორ გალბას დროინდელი.

ლა-მერსეს ბაზილიკა

ზოგიერთი მნიშვნელოვანი რომაული ნანგრევი პლასა-დელ-რეის ქვეშაა მოქცეული, მისი შესასვლელი ქალაქის მუზეუმის სიახლოვეს მდებარეობს (Museu d'Història de la Ciutat). რამდენიმე რომაული გისოსებიანი გეგმარებების ნახვა დღესაცაა შესაძლებელი ისტორიული ცენტრის — Barri Gòtic-ის (გოთური კვარტალი) გეგმარებაში. რომაული კედლების ნაშთების ზოგიერთი ფრაგმენტი კათედრალშია გაერთიანებული.[31] როგორც ამბობენ, კათედრალი, რომელსაც ბასილიკა-ლა-სეუ (Basilica La Seu) ეწოდება, თავდაპირველად 343 წელს აშენდა. ადრეულ V საუკუნეში, ქალაქი ვესტგუთებმა დაიპყრეს და რამდენიმე წლით ის ჰისპანიის დედაქალაქი გახდა. ამის შემდეგ, VIII საუკუნის დასაწყისში, ქალაქს არაბები იპყრობენ, მაგრამ 801 წელს, არაბებს იგი კარლოს დიდის ვაჟმა, ლუიმ გამოჰგლიჯა, რომელმაც ბარსელონა ბუფერული ზონის — ბარსელონის საგრაფოს მმართველის მიერ მართული კაროლინგური „ესპანური მარკის“ ცენტრად აქცია.

ბარსელონის გრაფები თანდათან დამოუკიდებლები გახდნენ და ტერიტორია იმდენად გააფართოვეს, რომ მთელ კატალონიას მოიცავდა. 1137 წელს, რამონ ბერენგერ IV-ისა და პეტრონილია არაგონელის ქორწინების შედეგად, არაგონი და ბარსელონის საგრაფო დინასტიური უნიით გაერთიანდნენ.[32][33] მათი ტიტულები საბოლოოდ ერთ პერსონაში გაერთიანდნენ, როდესაც 1162 წელს ტახტზე მათი ვაჟი — ალფონსო II ავიდა. მისი ტერიტორიები მოგვიანებით არაგონის გვირგვინის სახელწოდებით გახდა ცნობილი, რომელმაც მრავალი ზღვისგადაღმა სამფლობელო დაიპყრო და მბრძანებლობდა დასავლეთ ხმელთაშუა ზღვაზე, XIII საუკუნეში ასევე ფლობდა დაშორებულ ტერიტორიებს ნეაპოლში, სიცილიასა და ათენშიც კი. არაგონის გვირგვინსა და კასტილიას შორის დინასტიური კავშირის წარმოქმნამ ბარსელონის დაკნინების დასაწყისი განაპირობა. 1401 წელს, ქალაქის მაგისტრატმა დააარსა ბარსელონის ბანკი, სავარაუდოდ უძველესი სახალხო ბანკი ევროპაში. მისი შექმნა განაპირობა სახელმწიფო საჭიროებამ, ისევე როგორც ეს მოხდა შემდეგში ვენეციისა (1402) და გენუის ბანკების (1407) შემთხვევაში.[34]

1469 წელს, ფერდინანდ II არაგონელისა და ისაბელ I კასტილიელის ქორწინების შედეგად, ორი სამეფო ხაზი ერთმანეთს დაუკავშირდა. პოლიტიკური ძალაუფლების ცენტრი მადრიდი გახდა მანამ, სანამ ამერიკის კოლონიზაციამ ხმელთაშუაზღვიური ვაჭრობის ფინანსური მნიშვნელობა შეამცირა. ბარსელონა ყოველთვის კატალონიური სეპარატიზმის საყრდენად რჩებოდა და სწორედ იგი იყო კატალონიური აჯანყების (1640–52) ცენტრი ესპანეთის მეფე ფილიპე IV-ის წინააღმდეგ. 1650–1654 წლებში მძვინვარე შავმა ჭირმა ქალაქის მოსახლეობა გაანახევრა.[35] შემდეგში, პროვინცია გაანადგურა ნაპოლეონის ომებმა, მაგრამ ომის შემდგომ პერიოდში ინდუსტრიალიზაციაც დაიწყო.

მონჟუიკის ციხესიმაგრე

XVIII საუკუნეში, მონჟუიკთან, რომელიც ნავსადგურს გადაჰყურებს, ციხესიმაგრე აშენდა. 1794 წელს, ამ ციხესიმაგრიდან დაკვირვებებს აწარმოებდა ფრანგი ასტრონომი პიერ მეშენი, რაც ზომის ერთეულ მეტრის ოფიციალური ბაზისი გახდა.[36] საბოლოო მეტრის ძე­ლა­კი პლატინისგან დამზადდა და 1799 წლის 22 ივლისს წარედგინა საფრანგეთის საკანონმდებლო ასამბლეას.

ბარსელონის წინააღმდეგობამ ფრანკოს სახელმწიფო გადატრიალებისადმი (coup d'état), რესპუბლიკური მთავრობის დამხობის შემდეგ, მძიმე შედეგები მოიტანა. გაუქმდა კატალონიის ავტონომიური ისნტიტუტები[37] და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აიკრძალა კატალანური ენის გამოყენება. მიუხედავად გამანადგურებელი სამოქალაქო ომისა, ბარსელონა ქვეყნის მეორე უმსხვილეს ქალაქად დარჩა, იმ რეგიონის შუაგულში, რომელიც შედარებით ინდუსტრიალიზებული და აყვავებული იყო. ამ ყველაფერმა შედეგად ის მოიტანა, რომ დაიწყო მსხვილმასშტაბიანი იმიგრაცია ესპანეთის ღარიბი რეგიონებიდან (განსაკუთრებით ანდალუსიიდან, მურსიიდან და გალისიიდან), რაც სწრაფ ურბანიზაციაში გადაიზარდა. 1975 წელს დიქტატორი ფრანკო გარდაიცვალა და ესპანეთში დემოკრატიზაციის პერიოდი დაიწყო. ცვლილებებისადმი მოთხოვნა ბარსელონაში განსაკუთრებით ძლიერი იყო, რომელიც მიიჩნევდა, რომ ფრანკოს ორმოცწლიანი მმართველობისას ის რესპუბლიკური მთავრობისადმი მხარდაჭერისთვის იყო დასჯილი. 1977 წლის 11 სექტემბერს, ბარსელონის ქუჩებში კატალონიის ავტონომიის აღდგენის მოთხოვნით მილიონზე მეტმა ადამიანმა მშვიდობიანი დემონსტრაცია გამართა. მოთხოვნა ერთ თვეზე ნაკლებ პერიოდში დაკმაყოფილდა.

1992 წელს ბარსელონამ ზაფხულის ოლიმპიური თამაშებს უმასპინძლა, რაც ქალაქს გამოცოცხლებაში დაეხმარა.[38]

ბარსელონის პანორამული ხედი
ბარსელონის პანორამული ხედი
ბარსელონის პანორამული ხედი, 2008 წ.
ბარსელონის პანორამული ხედი, 2008 წ.

გეოგრაფია

ბარსელონის ხედი კოსმოსიდან

ბარსელონა იბერიის ნახევარკუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარეობს, ხმელთაშუა ზღვაზე, დაახლოებით 5 კმ სიგანის ვაკეზე, რომელიც შემოსაზღვრულია სერა-დე-კოლსეროლის ქედით, სამხრეთ-დასავლეთიდან მდინარე ლობრეგატით და ჩრდილოეთიდან მდინარე ბესოსით.[39] ვაკის ფართობი 170 კმ²-ია,[39] საიდანაც ბარსელონას 101 კმ² უჭირავს.[40] ქალაქი პირენეის მთებიდან, კატალონია-საფრანგეთის საზღვრიდან 120 კმ-ით სამხრეთით მდებარეობს.

ბარსელონას გადმოჰყურებს 512 მ სიმაღლის ტიბიდაბოს მთა, საიდანაც ქალაქის გასაოცარი ხედი იშლება.[41] მთაზე აღმართულია 288,4 მ სიმაღლის სატელეკომუნიკაციო ანძა, რომელიც ქალაქის თითქმის ყველა კუთხიდან ჩანს. ბარსელონას სერავენ პატარა ბორცვები, რომელთა უმრავლესობაც ურბანიზებულია. ამ ბორცვების სახელები ჰქვიათ მათზე გაშენებულ დასახლებებს, მაგალითად ელ-კარმელი (267 მ), პუტშეტი (181 მ) და როვირა (261 მ). სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე მონჟუიკის ფერდობი ნავსადგურს გადაჰყურებს. ეს ციხესიმაგრე XVII-XVIII საუკუნეში აღმართეს ქალაქის კონტროლის მიზნით. დღეისათვის, ციხესიმაგრე მუზეუმს წარმოადგენს, მონჟუიკი კი რამდენიმე სპორტულ და კულტურულ ღონისძიებას მასპინძლობს, ასევე განთავსებულია ბარსელონის უდიდესი პარკი და ბაღები.

ქალაქს ჩრდილოეთით ესაზღვრება სანტა-კოლომა-დე-გრამენტისა და სანტა-ადრია-დე-ბესოსის მუნიციპალიტეტები, აღმოსავლეთით — ხმელთაშუა ზღვა, სამხრეთით — ელ-პრატ-დე-ლობერგატისა და ლ'ოსპიტალეტ-დე-ლობერგატის მუნიციპალიტეტები, სამხრეთით — სან-ფელიუ-დე-ლობერგატის, სან-ჟუტ-დესვერნის, ესპლუგეს-დე-ლობერგატის, სან-კუგატ-დელ-ვალესის, დასავლეთით კი მონტაკადა-ი-რეშაკის მუნიციპალიტეტები.

კლიმატი

ბარსელონაში კლიმატი ხმელთაშუაზღვიურია[42] (Köppen climate classification: Csa),[43] (კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციით), რბილი, ტენიანი ზამთრითა და თბილი, მშრალი ზაფხულით.

საშუალო წლიური ტემპერატურა დღისით 20 °C (68 °F)-ია, ღამით კი 11 °C (52 °F). ზღვის საშუალო წლიური ტემპერატურაა 18 °C (64 °F). ყველაზე ცივი თვეა იანვარი — ტემპერატურა დღის განმავლობაში 8 - 17 °C (46 - 63 °F)-ია, ღამით — 2 - 10 °C (36 - 50 °F), ზღვის საშუალო ტემპერატურა კი 13 °C (55 °F).[44] ყველაზე თბილი თვეა აგვისტო, ამ დროს ტემპერატურა დღის მანძილზე 25 - 31 °C (77 - 88 °F)-ია, ღამის დაახლოებით 20 °C (68 °F), ზღვის საშუალო ტემპერატურა კი 25 °C (77 °F).[44] როგორც წესი, ზაფხულის საკურორტო სეზონი დაახლოებით ექვს თვეს გრძელდება, მაისიდან ოქტომბრამდე. ორი თვე — აპრილი და ნოემბერი გარდამავალია; ტემპერატურა ზოგჯერ 20 °C (68 °F)-ს აჭარბებს, საშუალო ტემპერატურა კი დღისით 17–18 °C (63–64 °F)-ია, ღამით — 8–9 °C (46–48 °F). ყველაზე ცივი თვეებია დეკემბერი, იანვარი და თებერვალი, როდესაც საშუალო ტემპერატურა დღისით 14 °C (57 °F)-ია, ღამით კი 5 °C (41 °F). ტემპერატურის დიდი მერყეობა იშვიათია, ისიც ძირითადად ზაფხულის თვეებში. მზის ნათების ხანგრძლივობა წლის მანძილზე 2,524 სთ-ია, 138 (საშუალოდ 4,5 სთ დღეში) დეკემბერში და 310 (საშუალოდ 10 სთ დღეში) ივლისში.[45]

წლიური ამინდი — ბარსელონა
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ
საშუალო მაღალი °F 56 58 61 64 69 76 82 82 78 71 63 58
საშუალო დღიური °F
საშუალო დაბალი °F 40 42 44 47 54 60 65 67 62 55 47 42
ნალექი დუიმი 1.6 1.5 1.7 1.9 2.3 1.7 0.8 2.4 3.3 3.6 2.3 2
საშუალო მაღალი °C 13.4 14.6 15.9 17.6 20.5 24.2 27.5 28.0 25.5 21.5 17.0 14.3
საშუალო დღიური °C
საშუალო დაბალი °C 4.4 5.3 6.7 8.5 12.0 15.7 18.6 19.3 16.7 12.6 8.1 5.7
ნალექი მმ 41 39 42 49 59 42 20 61 85 91 58 51
წყარო: მეტეოროლოგიის მსოფლიო ორგანიზაცია (გაერო),[46] მეტეოროლოგიის სააგენტო[45] აგვისტო 2010

ძირითადი ღირსშესანიშნაობები

ანტონიო გაუდის შედევრი — საგრადა ფამილია

ბარსელონის ძველი ქალაქის ცენტრია ბარი-გოტიკი (კატალ. Barri Gòtic - გოთური კვარტალი). მრავალი შენობა შუა საუკუნეებით თარიღდება, ზოგიერთი კი ქალაქის რომაულ დასახლებამდელ პერიოდს მიეკუთვნება. 1885-1950 წლებში განვითარებულმა კატალონიური მოდერნიზმის არქიტექტურამ (დაკავშირებულია დანარჩენ ევროპაში არტ-ნუვოს სახელით ცნობილ მოძრაობასთან) ბარსელონას მნიშვნელოვანი მემკვიდრეობა შესძინა. რამდენიმე მათგანი შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში. განსაკუთრებით აღსანიშნავია არქიტექტორ ანტონიო გაუდის ქმნილებები, რომელთა ნახვაც მთელს ქალაქშია შესაძლებელი. მისი საქვეყნოდ განთქმული ნამუშევარია უზარმაზარი, მაგრამ ბოლომდე დაუმთავრებელი ეკლესია — საგრადა ფამილია, რომელიც 1882 წლიდან მშენებარე მდგომარეობაში იმყოფება და დღემდე ფინანსდება კერძო დონორების მიერ. 2007 წლის გათვლებით, მშენებლობა 2026 წელს უნდა დასრულდეს.

ბარსელონაში მდებარეობდა ლუდვიგ მის ვან დერ როეს ბარსელონის პავილიონი. იგი 1929 წლის საერთაშორისო გამოფენისთვის გერმანიის სახელით დაპროექტდა. ის განთქმული შენობაა, რომელიც თანამედროვე არქიტექტურას განასახიერებს როგორც ვან დერ როეს აფორიზმების ხორცშესხმას — „ნაკლები უფრო მეტია“ და „ღმერთი დეტალებშია“. ბარსელონის პავილიონი დროებით სტრუქტურას წარმოადგენდა და აგებიდან ერთ წელზე ნაკლებ დროში, 1930 წელს დაშალეს. დღეს ბარსელონაში იგი კვლავაც დგას, ოღონდ 1986 წელს ესპანელი არქიტექტორების მიერ შექმნილი.

1999 წელს, ბარსელონამ თავისი არქიტექტურისთვის ბრიტანეთის არქიტექტორთა სამეფო ინსტიტუტის (RIBA) სამეფო ოქროს მედალი მიიღო.[47] ეს ერთადერთი შემთხვევაა (2012 წლისთვის), როდესაც გამარჯვებული ქალაქია და არა კონკრეტული არქიტექტორი.

პლასა-რეიალი

მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები

ბარსელონის რამდენიმე ძეგლი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი:

კოდი სახელი წელი კოორდინატები სურათი
320-001 გუელის პარკი 1984 41°24′59″ ჩ. გ. 2°09′07″ ა. გ. / 41.416556° ჩ. გ. 2.152194° ა. გ. / 41.416556; 2.152194 (Parque Güell)
320-002 გუელის სასახლე 1984 41°22′45″N 2°10′28″E / 41.379183° ჩ. გ. 2.174445° ა. გ. / 41.379183; 2.174445 (Palacio Güell)
320-003 კასა-მილა 1984 41°23′51″ ჩ. გ. 2°09′46″ ა. გ. / 41.397583° ჩ. გ. 2.163028° ა. გ. / 41.397583; 2.163028 (Casa Milà)
320-004 კასა-ვისენსი 2005 41°22′50″ ჩ. გ. 2°10′30″ ა. გ. / 41.380694° ჩ. გ. 2.175167° ა. გ. / 41.380694; 2.175167 (Casa Vicens)
320-005 საგრადა ფამილიას თავდაპირველი ფასადი და აკლდამა 2005 41°24′19″ ჩ. გ. 2°10′30″ ა. გ. / 41.405500° ჩ. გ. 2.175056° ა. გ. / 41.405500; 2.175056 (Templo Expiatorio de la Sagrada Familia)
320-006 კასა-ბალიო 2005 41°22′00″ ჩ. გ. 2°09′59″ ა. გ. / 41.366750° ჩ. გ. 2.166389° ა. გ. / 41.366750; 2.166389 (Casa Batlló)
804-001 კატალონიური მუსიკის სასახლე 1997 41°23′16″ ჩ. გ. 2°10′30″ ა. გ. / 41.38778° ჩ. გ. 2.17500° ა. გ. / 41.38778; 2.17500
804-002 სანტ-პაუს ჰოსპიტალი 1997 41°24′50″ ჩ. გ. 2°10′30″ ა. გ. / 41.41389° ჩ. გ. 2.17500° ა. გ. / 41.41389; 2.17500 (Hospital de la Santa Cruz y San Pablo)

ისტორიული ნაგებობები და მონუმენტები

საგრატ-კორის კათოლიკური ტაძარი ტიბიდაბოს მთაზე
ბარსელონის საკათედრო ტაძარი
კატალონიის ხელოვნების ეროვნული მუზეუმი

მუზეუმები

ბარსელონა მუზეუმების განსაკუთრებით დიდი რაოდენობით გამოირჩევა, რომლებიც სხვადასხვა ადგილებშია განლაგებული და სხვადასხვა პერიოდებს მიეკუთვნება. კატალონიის ხელოვნების ეროვნული მუზეუმი საქვეყნოდაა ცნობილი თავისი რომანული ხელოვნების ნიმუშებით, ბარსელონის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი კი ფოკუსირდება 1945 წლის შემდგომ კატალონიურ და ესპანურ ხელოვნებაზე. მსოფლიო მასშტაბით ცნობილ ხელოვანთა კოლექციებს ფლობენ ჟოანა მიროს ფონდი, პიკასოს მუზეუმი და ანტონიო ტაპიესის ფონდი.

რამდენიმე მუზეუმი მოიცავს ისტორიისა და არქეოლოგიის ნიმუშებს, მაგალითად ქალაქის ისტორიის მუზეუმი, კატალონიის ისტორიის მუზეუმი, კატალონიის არქეოლოგიის მუზეუმი, ბარსელონის საზღვაო მუზეუმი და კერძო მფლობელობაში მყოფი ეგვიპტური მუზეუმი. განსაკუთრებით თავისებურია ბარსელონის ეროტიკული მუზეუმი, სამეცნიერო კოსმოკაიშის მუზეუმმა კი 2006 წელს ევროპის წლის მუზეუმის ჯილდო მიიღო.

პარკები

გუელის პარკი

ბარსელონას 68 მუნიციპალური პარკი გააჩნია, რომელთაგან 12 ისტორიული პარკია, 5 თემატური, 45 ურბანული და 6 ტყის პარკი.[48] ისინი რანჟირდება დაწყებული მიკრო ზომიდან, დამთავრებული ფართო რეკრეაციულ არეალებამდე. ურბანული პარკები ქალაქის 10 %-ს მოიცავენ (549,7 ჰა).[40] პარკების საერთო ფართობი ყოველწლიურად 10 ჰექტრით იზრდება,[49] პროპორციით პარკის 18.1 მ² ერთ მოსახლეზე.[50]

ბარსელონის პარკებს შორის, უდიდესია 203 ჰა ფართობის მონჟუიკი, რომელიც ამავე სახელწოდების მთაზე მდებარეობს. მას მოსდევს პარკ-დე-სიუტადელა (რომელსაც ძველი სამხედრო ციტადელის ტერიტორია უჭირავს და სადაც განთავსებულია კატალონიის პარლამენტის შენობა, ბარსელონის ზოოპარკი და რამდენიმე მუზეუმი), გინარდოს პარკი (19 ჰა), გაუდის დაპროექტებული გუელის პარკი (17.2 ჰა), ორენეტის ციხესიმაგრის პარკი (17.2 ჰა), დიაგონალ-მარის პარკი (13.3 ჰა), ნოუ-ბარისის ცენტრალური პარკი (13.2 ჰა), კან-დრაგოს სპორტული პარკი და პობლენოუს პარკი (ორივე ერთად 11.9 ჰა), ასევე ლაბირინთის პარკი (9.10 ჰა), რომელსაც სახელი მის შემადგენლობაში მყოფი ლაბირინთისგან ეწოდა. გარდა ამისა, ქალაქში ასევე არსებობს რამდენიმე უფრო მცირე პარკი, მაგალითად პარკ-დე-ლეს-აიგუესი (2 ჰა). ქალაქის საზღვრებში ასევე ექცევა კოლსეროლის პარკი. ბარსელონიდან 1 სთ სამანქანო გზის მანძილზე მდებარეობს ევროპის უდიდესი გასართობი პარკი პორტ-ავენტურა, რომელსაც ყოველწლიურად 3 000 000 მნახველი ჰყავს.[51]

პლაჟები

ბარსელონეტის პლაჟი

ბარსელონის პლაჟი პირველ ადგილზეა მსოფლიოს ქალაქების პლაჟების ათეულში, რომელიც National Geographic-მა[52] და Discovery Channel-მა[53] შეადგინეს. ბარსელონა შვიდ პლაჟს მოიცავს, რომელთა საერთო სიგრძეც 4,5 კმ-ია. ყველაზე დიდი, ძველი და ხალხმრავალია სანტა-სებასტიისა და ბარსელონეტის პლაჟები, რომელთა სიგრძე 1 100 მეტრია.[40] პორტ-ოლიმპიკი მათ სხვა პლაჟებისგან გამოყოფს, ისეთებისგან, როგორებიცაა ნოვა-იკარია, ბოგატელი, მარ-ბელია, ნოვა-მარ-ბელია და ლევანტი. ეს პლაჟები, ქალაქის რესტრუქტურიზაციის შედეგად გაიხსნა, 1992 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის სამზადისისას, რა დროსაც დანგრეულ იქნა სამრეწველო საწარმოთა დიდი რიცხვი. დღეისათვის, პლაჟის ქვიშა ხელოვნურად იყრება, რადგან შტორმები რეგულარულად რეცხავს დიდი რაოდენობით მასალას. 2004 წლის კულტურის საყოველთაო ფორუმის წყალობით, ქალაქს სანაპირო ზოლის უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში დარჩა ბეტონიანი საბანაო ზონა.

ბარსელონის პლაჟები

დემოგრაფია

დემოგრაფიული ევოლუცია 1900–2007 წლებში, ესპანეთის სტატისტიკის ეროვნული ინსტიტუტის მიხედვით

ბარსელონის ქალაქის საბჭოს მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობა 2006 წლის 1 ივნისისთვის 1 673 075 ადამიანს შეადგენდა,[54] მთლიანად ურბანული არეალის კი 4 210 000-ს, ზოგადად ბარსელონის მეტროპოლიურ არეალში კი 5083 000 ადამიანი სახლობს.[55]

მოსახლეობის სიმჭიდროვე 15 779-ს უდრიდა კმ²-ზე[56] და ყველაზე მჭიდროდ დასახლებული რაიონი იყო ეშამპლე. მოსახლეობის 62 % დაბადებულია კატალონიაში, 23,5 % დანარჩენ ესპანეთში. მოსახლეობის 13,9 % დაბადებულია სხვა ქვეყანაში; ეს მაჩვენებელი 2001 წლის შემდეგ გასამმაგებულია (შეადგენდა 3,9 %-ს[40]). მათი უმრავლესობა ჩამოსულია ეკვადორიდან, პერუდან, მაროკოდან, კოლუმბიიდან, არგენტინიდან, პაკისტანიდან და ჩინეთიდან.[57]

როგორც ოფიციალური ენა, ესპანურს ბარსელონაში ყველა თავისუფლად ფლობს. ასევე, 95%-ს ესმის კატალანური ენა, რომელზეც ლაპარაკი 74,6%-ს შეუძლია, 75%-ს კითხვა, 47,1%-ს წერა.[58] მიუხედავად იმისა, რომ პროვინციის აბსოლუტური უმრავლესობა რომანულ-კათოლიკური ეკლესიის მიმდევარია (208 ეკლესია), ასევე შეინიშნება სხვადასხვა რელიგიური ჯგუფები, მაგალითად ევანგელისტები (ძირითადად ბოშები), იეჰოვას მოწმეები (21 სამეფო დარბაზი), ბუდისტები[59] და, იმიგრაციის დამსახურებით, მუსლიმთა გარკვეული რაოდენობა.

1900 წელს, ბარსელონის მოსახლეობა 533 000 ადამიანს შეადგენდა;[39] რაოდენობა მუდმივად, მაგრამ ნელა მზარდი იყო 1950 წლამდე, როდესაც ქალაქმა ესპანეთის სხვა ნაკლებ ინდუსტრიალიზებული ნაწილების მოსახლეობის შთანთქმა დაიწყო. 1979 წელს, ბარსელონის მოსახლეობამ 1 906 998 ადამიანს მიაღწია; ტენდენცია 1980-1990-იან წლებში დავარდა, როდესაც ბარსელონის მეტროპოლიურ არეალში განაპირას მდებარე ქალაქის მაცხოვრებლებმაც მიაღწიეს ცხოვრების მაღალ დონეს. ტენდენციამ პიკს 2000 წელს მიაღწია, როდესაც მოსახლეობა 1 496 266 ადამიანი დარჩა, მაგრამ ამ ეტაპიდან რიცხვმა კვლავ ზრდა იწყო, რადგან ბინებზე ფასების ზრდის გამო ახალგაზრდებმა დაბრუნება იწყეს.[60]

ფორუმის პარკი

მოსახლეობის სიმჭიდროვე

შენიშვნა: ტექსტი მთლიანად ეყრდნობა ქალაქის საბჭოს მიერ წარმოებულ მუნიციპალურ სტატისტიკურ მონაცემებს.

ბარსელონა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქია. 2008 წლისთვის, ქალაქის საბჭოს გაანგარიშებით, 102,2 კმ² ფართობის მუნიციპალიტეტში 1 628 090 ადამიანი სახლობდა და შესაბამისად, ერთ კვადრატულ კილომეტრზე სიმჭიდროვე საშუალოდ 15 926 ადამიანს შეადგენდა.

ბარსელონის შემთხვევაში, მიწის გადანაწილება უკიდურესად არათანაბარია. მუნიციპალიტეტის ნახევარი, 50,2 კმ², რომელიც მუნიციპალიტეტის განაპირას მდებარეობს, ათი ყველაზე მეჩხრად დასახლებულ უბანს მოიცავს, სადაც ქალაქის მოსახლეობის 10 % სახლობს, ასევე დაუსახლებელ სამრეწველო არეალ სონა-ფრანკასა და მონჟუიკის ტყის პარკს. დანარჩენი 90 % ანუ 1,5 მლნ-ზე ნაკლები ადამიანი დარჩენილ 52 კმ²-ზე სახლობს, სადაც სიმშიდროვე 28 500 კაცია კმ²-ზე.

ქალაქის 73 კვარტალიდან, 45-ში სიმჭიდროვე 20 000 ადამიანზე მეტია, საერთო მაჩვენებლით კი 38,6 კმ²-ზე 1 313 424 მცხოვრებია და სიმჭიდროვე 33 987-ს შეადგენს.

30 ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ კვარტალში, რომლებიც ქალაქის ტერიტორიის მხოლოდ 22,7 %-ს იკავებენ, მთლიანი მოსახლეობის 57,5% ცხოვრობს ან სხვა სიტყვებით, 936 406 ადამიანის სიმჭიდროვე 40 322 კაცია კმ²-ზე. ქალაქის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ნაწილია ლა-საგრადა-ფამილიის კვარტლის გარშემო მდებარე კვარტლები, სადაც ერთმანეთის გვერდიგვერდ მდებარეობს ქალაქის ოთხი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული კვარტალი, რომლებშიც მოსახლეობის სიმჭიდროვე 50 000 კაცია კმ²-ზე.

ეკონომიკა

ბარსელონის ბიზნეს ცენტრი

ზოგადი ინფორმაცია

ფორუმების ცენტრი და ბარსელონის საფონდო ბირჟა

ბარსელონის მეტროპოლიურ არეალში ცხოვრობს სამხრეთ ევროპაში ყველაზე მდიდარი ხალხის 66% მშპ (მუპ) €30 300 მაჩვენებლით ერთ სულ მოსახლეზე, რაც ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელზე 21%-ით მეტია. მეტროპოლიური არეალის მთლიანი შიდა პროდუქტი $177 მილიარდია (მე-4 უმდიდრესი მშპ-ის მიხედვით ევროკავშირში და 35-ე მსოფლიოში), რაც $35 975-ის ექვივალენტურია ერთ სულ მოსახლეზე (44 %-ით მეტი ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელზე).[14] ევროსტატის თანახმად, თვითონ ქალაქ ბარსელონის მშპ ერთ სულ მცხოვრებზე €80 894-ია. გარდა ამისა, ბარსელონა ევროპის მე-4 საუკეთესო ბიზნეს ქალაქი და ყველაზე სწრაფად განვითარებადი ევროპული ქალაქია 17%-იანი წლიური გაუმჯობესებით. აგრეთვე, მსოფლიო კომერციის ცენტრებს შორის, მას მეორე ადგილი უკავია ეკონომიკური სტაბილურობის მხრივ.[20]

ცენტრი გრან-ვია, ფირა-დე-ბარსელონის ნაწილი

ბარსელონას ვაჭრობის საკმაოდ ხანგრძლივი ტრადიციები გააჩნია. ნაკლებ ცნობილია, რომ რეგიონი ერთ-ერთი პირველი იყო კონტინენტურ ევროპაში, რომელმაც ინდუსტრიალიზაცია დაიწყო, რასაც დასაბამი მისცა 1780-იან წლებში ტექსტილთან დაკავშირებულმა სამუშაოებმა, რაც ყველაზე მეტად XIX საუკუნის შუა წლებში მოძლიერდა. ამის შემდეგ, მის ისტორიაში მანუფაქტურა უდიდეს როლს თამაშობდა.

ბარსელონაში არსებობს საფონდო ბირჟა ბორსა დე ბარსელონა (Borsa de Barcelona). იგი ყველაზე მნიშვნელოვანი საფონდო ბირჟაა იბერიის ნახევარკუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში.

Mobile World Congress

კომერციული ბაზარი და გამოფენები

ბარსელონის მსოფლიო სავაჭრო ცენტრი

შემოქმედებით ხელოვნებასა და ხელოსნობის ტრადიციებზე დაყრდნობით, ბარსელონა დღეისათვის ცნობილია თავის მოწინავე ინდუსტრიული დიზანინით. გააჩნია რამდენიმე საკონგრესო დარბაზი, რომელთა შორის აღსანიშნავია ფირა-დე-ბარსელონა — მეორე უდიდესი სავაჭრო საქონლის გამოფენა ევროპაში,[61] რომელიც ყოველწლიურად უფრო და უფრო დიდი რაოდენობის ეროვნულ და საერთაშორისო ღონისძიებებს მასპინძლობს.

ფირა-დე-ბარსელონის ფართობი 405 000 მ²-ია (41 ჰა), რაშიც არ შედის ევროპის მოედნის გრან-ვია ცენტრი. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეკონომიკურმა კრიზისებმა და ღრმა ჩავარდნებმა ბიზნესის სფეროში, მნიშვნელოვნად დააზარალა ქალაქის, როგორც ყრილობათა ცენტრის პოზიცია.[62]

პორტ-ველის ნავსადგურში მდებარეობს მნიშვნელოვანი ბიზნეს-ცენტრი — ბარსელონის მსოფლიო სავაჭრო ცენტრი.

ტურიზმი

ბარსელონა მე-16 ყველაზე მონახულებადი ქალაქია მსოფლიოში და მე-4 ევროპაში პარიზის, ლონდონისა და რომის შემდეგ და ყოველწლიურად მას რამდენიმე მილიონი მნახველი სტუმრობს.[12]

ბარსელონა საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული ტურისტული დესტინაციაა, მრავალრიცხოვანი რეკრეაციული არეალით, ერთ-ერთი საუკეთესო პლაჟებით მსოფლიოში,[52][53] რბილი, თბილი კლიმატითა და ისტორიული მონუმენტებით, მათ შორის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებით, კარგი ხარისხის სასტუმროებითა და განვითარებული ტურისტული ინფრასტრუქტურით. ამავე დროს, ქალაქს თავის მოსახლეობაზე დაახლოებით სამჯერ მეტი მნახველი სტუმრობს.

წარმოების სექტორი

ბარსელონა ვეროპის მნიშვნელოვანი ავტომწარმოებელი ცენტრია. მის ერთ-ერთ გარეუბანში მდებარეობს ესპანეთის უმსხვილესი საავტომობილო ფირმა SEAT-ის სათავო ოფისი და მსხვილი საწარმო. ქალაქის ლოჯისტიკურ და ინდუსტრიულ არეალში ასევე ფუნქციონირებს კომპანია ნისანის ქარხანა.[63]

ისევე როგორც სხვა თანამედროვე ქალაქებში, ბარსელონაშიც, დიდი ისტორიის მქონე წარმოების სექტორის დომინანტი როლი თანდათან მომსახურების სფერომ ჩაანაცვლა, თუმცა იგი კვლავ საკმაოდ მნიშვნელოვანი რჩება. დღეისათვის, წარმოების მთავარი დარგებია: ტექსტილი, ქიმიკატები, ფარმაცევტული ნაწარმი, ძრავები, ელექტრონიკა, ბეჭდვა, ლოჯისტიკა, ტელეკომუნიკაციები და ა. შ.

მოდა

ტექსტილის ინდუსტრიაში არსებული ტრადიციული გამოცდილება, ბარსელონას აიძულებს იბრძოლოს მოდის მთავარ ცენტრად გახდომისთვის. 2000 წლის ზაფხულში, ქალაქში პრესტიჟულმა ურბანულმა მოდის ბაზრობა Bread & Butter-მა დაიდო ბინა, მაგრამ 2009 წელს ცნობილი გახდა, რომ ის ბერლინში გადადიოდა.[64][65] ეს ბარსელონისთვის სასტიკი დარტყმა იყო, რადგან ამ ბაზრობას სამდღიანი გახსნით ქალაქისთვის €100 ევრო მოჰქონდა.[66] ადგილი ჰქონდა ბარსელონის მოდის დედაქალაქად ქცევის მრავალ მცდელობას. წელიწადში ორჯერ აქ იმართება მოდის შოუ The Brandery. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ბარსელონა მხოლოდ მე-7 ყველაზე მნიშვნელოვანი მოდის დედაქალაქია.[18]

მმართველობა და ადმინისტრაციული დაყოფა

კატალონიის გენერალიტეტის სასახლე
პლასა-კატალუნია (კატალონიის მოედანი)

ბარსელონა 41 წევრისაგან შემდგარი ქალაქის საბჭოს მიერ იმართება, რომლებიც 4 წლიანი ვადით, პირდაპირი არჩევნების გზით აირჩევიან. როგორც ესპანეთის სიდიდით მეორე ქალაქში, ბარსელონაში მოქმედებს სპეციალური მუნიციპალური კანონი (Carta Municipal). ამ კანონის პირველი ვერსია 1960 წელს მიიღეს, მაგრამ მოგვიანებით შეასწორეს, ამჟამინდელი ვერსია კი 2006 წლის მარტში იქნა მიღებული.[67] ამ კანონის თანახმად, ბარსელონის ქალაქის საბჭო ორ დონედ იყოფა: პოლიტიკურ დონედ, არჩეულ საბჭოს წევრებთან ერთად და აღმასრულებელ დონედ, რომელიც ახორციელებს პროგრამებს და აღასრულებს პოლიტიკური დონის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს.[68] ამ კანონით, ადგილობრივი მთავრობა სპეციალურ ურთიერთობაში შედის ცენტრალურ მთავრობასთან; ასევე მერს იგი მუნიციპალურ აღმასრულებელ კომისიაში ფართო პრეროგატივებს აძლევს.[69] ამავე კანონის საფუძველზე, ქალაქის საბჭოს ძალაუფლება ვრცელდება ტელეკომუნიკაციებზე, ქალაქში არსებულ გადაზიდვებზე, საგზაო და საზოგადოებრივ უსაფრთხოებაზე. ეს კანონი ქალაქის ხაზინას სპეციალურ ეკონომიკურ რეჟიმს აძლევს, ქალაქის საბჭოს კი ვეტოს უფლებას, რომლის ბედსაც შემდეგ ცენტრალური ხელისუფლება გადაწყვეტს, მაგრამ ამას საბჭოსგან მაინც დადებითი მოხსენება ესაჭიროება.[67]

ბარსელონის მერია

აღმასრულებელი შტოა სამთავრობო კომისია (Comissió de Govern), რომელიც 24 წევრისგან შედგება; მას მერი ხელმძღვანელობს 5 მოადგილესა და საბჭოს 17 წევრთან და 5 არაარჩეულ წევრთან ერთად.[70] პლენარულ სხდომას, რომელიც 41 წევრისგან შედგება, გააჩნია სათათბირო, დაგეგმვითი, სარეგულაციო და ფისკალური აღმასრულებელი ფუნქციები.[71]

ქალაქის საბჭოს კომისიებს (Commissions del Consell Municipal) თავიანთ იურისდიქციის ქვეშ აღმასრულებელი და მაკონტროლებელი ფუნქციები გააჩნია. ისინი რამდენიმე წევრისგან შედგება, იმის პროპორციულად, თუ რამდენი წევრი ჰყავს ამა თუ იმ პარტიას პლენარულ სესიაზე.[72] ქალაქის საბჭოს იურისდიქცია ვრცელდება ქალაქის დაგეგმვაზე, სატრანსპორტო სისტემაზე, მუნიციპალურ ხარჯებზე, საგზაო უსაფრთხოებაზე, რომელსაც მუნიციპალური პოლიცია (Guàrdia Urbana) ახორციელებს, ბაღებზე, პარკებსა და გარემოზე, შესაძლებლობებზე (როგორებიცაა სკოლები, საბავშვო ბაღები, სპორტული ცენტრები, ბიბლიოთეკები და ა. შ.), კულტურაზე, ახალგაზრდობასა და სოციალურ კეთილდღეობაზე. ზოგიერთი ამ კომპეტენციათაგან ექსკლუზიური არაა და კატალონიის გენერალიტეტთან ან ესპანეთის ცენტრალურ ხელისუფლებასთან იყოფს.

გოტიკური გალერეა კატალონიის გენერალიტეტის სასახლეში

აღმასრულებელ შტოს ხელმღვანელობს უმაღლესი მუნიციპალური ოფიცერი, რომელიც მერის წინაშეა პასუხისმგებელი. იგი დეპარტამენტებისგან შედგება, რომლებიც სამართლებრივად ქალაქის საბჭოს ნაწილია და ორ ტიპის ორგანიზაციებად იყოფა: ავტონომიურ საჯარო დეპარტამენტებად და საზოგადოებრივ კომპანიებად.[73]

ქალაქის საბჭო განთავსებულია პლასა-დე-სან-ხაიმეზე, კატალონიის გენერალიტეტის შენობის მოპირდაპირედ. ესპანეთის დემოკრატიისკენ გარდამავალ გზაზე, ბარსელონას კატალონიის სოციალისტური პარტია (PSC) მართავდა აბსოლუტური უმრავლესობით, შემდეგ კი კოალიციით რესპუბლიკელ-მემარცხენეებთან (ERC) და კატალონიის ინიციატივა — მწვანეებთან (ICV) ერთად. 2007 წლის მაისის არჩევნების შემდეგ, ERC-მა არ განაახლა კოალიციური შეთანხმება PSC-მა უმცირესობის კოალიცია შექმნა ICV-სთან.

32 წლის შემდეგ, 2011 წლის 22 მაისს, პარტია „კონვერგენცია და ერთობამ“ (CiU) მუნიციპალურ არჩევნებში უმრავლესობა, 15 ადგილი მოიპოვა, PSC-მა 11, სახალხო პარტიამ 8, ICV-მა 5 და ERC-მა 2.

დარბაზი სალიო-დე-სენტი ბარსელონის მერიაში

რაიონები

ბარსელონის რაიონები

1987 წლიდან ქალაქი დაყოფილია 10 ადმინისტრაციულ რაიონად, თითოეულ მათგანს გააჩნია საკუთარი საბჭო, რომელსაც ქალაქის საბჭო ხელმძღვანელობს. თითოეული რაიონის საბჭორ წევრთა რაოდენობა დამოკიდებულია ამ რაიონის მმართველ პარტიათა ხმებზე, ამიტომ, რაიონი უფრო მეტად საბჭოს წევრების მიერ იმართება, ვიდრე აღმასრულებელი საბჭოს მიერ.

რაიონები ძირითადად ისტორიულ დაყოფას ეფუძნება. რამდენიმე რაიონი ყოფილ ქალაქებს წარმოადგენს, რომლებიც XVIII-XIX საუკუნეებში ბარსელონამ მიიერთა; ისინი დღემდე ინარჩუნებენ თავიანთ განსხვავებულ მახასიათებლებს. რაიონებს ოფიციალური სახელები კატალანურ ენაზე ჰქვიათ.

განათლება

ბარსელონას საჯარო უნივერსიტეტების უმაღლესი განათლების კარგად განვითარებული სისტემა გააჩნია. მათ შორის უმთავრესია ბარსელონის უნივერსიტეტი — მსოფლიო მასშტაბით ცნობილი კვლევითი და სასწავლო ინსტიტუტი მის გარშემო არსებული კამპუსებით.

ბარსელონის უნივერსიტეტის ისტორიული შენობის საცერემონია დარბაზი

ბარსელონაში ასევე ფუნქციონირებს კატალონიის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი, ახლადდაარსებული პომპეუ-ფაბრის უნივერსიტეტი და კერძო სექტორში 1957 წელს დაარსებული EADA-ის ბიზნეს-სკოლა, რომელიც ბარსელონის პირველი ინსტიტუცია გახდა ბიზნეს-საზოგადოებისთვის მენეჯერთა მომზადების სფეროში. IESE ბიზნეს-სკოლა, ისევე როგორც უმსხვილესი კერძო საგანმანათლებლო ინსტიტუცია — რამონ ლიულის უნივერსიტეტი, აერთიანებს საერთაშორისო პრესტიჟულ სკოლებსა და ინსტიტუტებს, ისეთებს, როგორებიცაა ESADE ბიზნეს-სკოლა. ქალაქის მეტროპოლიურ არეალ ბალატერაში მდებარეობს სხვა საჯარო, კატალონიის ავტონომიური უნივერსიტეტი. ბარსელონაში ასევე ფუნქციონირებს კერძო, ინტერნეტ-ცენტრირებული ღია უნივერსიტეტი — კატალონიის ღია უნივერსიტეტი.

ბარსელონის უნივერსიტეტის ისტორიული შენობის ვესტიბულის შესასვლელი

ქალაქს გააჩნია საჯარო სკოლების ქსელი, საბავშვო ბაღებიდან უმაღლეს სკოლებამდე, რომლებიც ქალაქი საბჭოს დაქვემდებარებაში მყოფი კონსორციუმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. ასევე ფუნქციონირებს მრავალი კერძო სკოლა, მათ შორის ზოგიერთი რომანულ-კათოლიკური. ამგვარი სკოლების უმრავლესობა საჯარო სუბსიდიებს იღებს, ინსპექტირდება საჯარო მმართველობის მიერ და ვალდებულნი არიან მიჰყვნენ იგივე სახელმძღვანელოების კურიკულუმს, რასაც საჯარო სკოლები, მიუხედავად ამისა, იქ სწავლა მაინც ფასიანია. escoles concertades-ს სახელით ცნობილი სკოლები განსხვავდება იმ სკოლებისაგან, რომლებიც მთლიანად კერძო სუბსიდირებაზე არიან (escoles privades)

საჯარო სკოლებსა და escoles concertades-ის ტიპის სკოლებში, სწავლების ენა კატალანურია, რასაც კატალანური განათლების 2009 წლის აქტი ითვალისწინებს. ესპანური შეიძლება გამოყენებულ იქნას ესპანური ენისა და ლიტერატურის მასწავლებლების მიერ, ასევე სხვა უცხო ენები მათი მასწავლებლების მიერ. უცხო ენის სასწავლებლად (ძირითადად ინგლისურის) ზოგიერთმა სკოლამ ნაწილობრივ ექსპერიმენტული პროგრამა ჩაუშვა, რაც სასკოლო დღის მაქსიმუმ 30%-ს არ უნდა აღემატებოდეს. არა საწარო სკოლებს ან escola concertada-ებს შეუძლიათ შესთავაზონ 50%-იანი ან მთლიანად ექსპერიმენტული პროგრამები უცხოურ ენებში, მაგრამ არც ერთი საჯარო სკოლა თუ escola concertada არ სთავაზობს საერთაშორისო საბაკალავრო პროგრამებს.

კულტურა

კატალონიური მუსიკის სასახლე

ბარსელონის კულტურა სათავეს დაახლოებით 2 000 წლის წინ იღებს. იმაზე უფრო მეტ ფართობზე გაშენებული ბარსელონა, ვიდრე დანარჩენი კატალონია, სადაც დომინანტი კატალანური ენაა, ორენოვანი ქალაქია: კატალანურიც და ესპანურიც აქ ორივე ოფიციალური ენაა და მათზე მრავალი ადამიანი საუბრობს. ბარსელონის ერთ-ერთ რაიონში, ცენტრალურ კატალონიაში, ლაპარაკობენ კატალანურად, რომელიც სტანდარტულ კატალანურ ენასთან ყველაზე ახლოსაა. დემოკრატიული პროცესების განვითარებასთან ერთად კატალონიური კულტურა წახალისდა (რომელიც ყველაზე მეტ ზეწოლას ფრანკოს დიქტატორული რეჟიმის დროს განიცდიდა). „გლობალიზაციისა და მსოფლიო ქალაქების შემსწავლელი ჯგუფის“ მიერ ბარსელონა მსოფლიო კლასის ქალაქად დასახელდა.[74]

ლისეუს დიდი საოპერო თეატრი

გართობა და საშემსრულებლო ხელოვნება

ბარსელონას ცოცხალი მუსიკისა და თეატრალური ღონისძიებების ჩასატარებელი მრავალი ადგილი გააჩნია. მათ შორისაა მთელ მსოფლიოში ცნობილი ლისეუს დიდი საოპერო თეატრი, კატალონიის ეროვნული თეატრი, ლიურეს თეატრი და კატალონიური მუსიკის სასახლე. ბარსელონაში ასევე კატალონიის სიმფონიური ორკესტრი (OBC), რომელიც უდიდესია მთელს ავტონომიურ რეგიონში. 1999 წელს ორკესტრი ახალ შენობაში გადავიდა. ორკესტრი სეზონზე დაახლოებით 75 კონცერტს მართავს.[75]

ყოველწლიურად, ქალაქში ორი მნიშვნელოვანი პოპ-მუსიკის ფესტივალი იმართება — სონარ ფესტივალი (Sónar Festival) და პრიმავერა საუნდ ფესტივალი (Primavera Sound Festival). ქალაქში ასევე ყვავის ალტერნატიული მუსიკის სცენა მრავალი ჯგუფით,მათ შორისაა საერთაშორისო ყურადღების მქონე The Pinker Tones.[76]

მედია

ბარსელონის ორი მთავარი ყოველდღიური გაზეთია El Periódico de Catalunya და La Vanguardia (კატალანური და ესპანური გამოცემები), ხოლო მთავარი ყოველდღიური სპორტული გაზეთებია Sport და El Mundo Deportivo, რომლებსაც იგივე კომპანიები გამოსცემენ. ქალაქში ასევე გამოდის მრავალი პატარა პუბლიკაცია, ისეთები, როგორებიცაა Ara და El Punt Avui (კატალანურად). ასევე, ბარსელონისთვის სპეციალურ გამოცემებს გამოსცემენ ქვეყნის მასშტაბით გამომავალი გაზეთები — El Pais და El Mundo (ორივე ესპანურად), ისევე როგორც სხვა თავისუფალი გაზეთები, მაგალითად 20 minutos და Què.

სპორტი

ბარსელონის ოლიმპიური სტადიონი

ბარსელონას ხანგრძლივი სპორტული ტრადიციები გააჩნია. მან წარმატებით უმასპინძლა 1992 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს, ისევე როგორც ფიფა-ს 1982 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის რამდენიმე მატჩს (ორ სტადიონზე). ასევე, ბარსელონამ უმასპინძლა ევროპის ჩემპიონთა ლიგის ფინალს (1989, 1999 წლებში), ევრობასკეტის ფინალს (1973, 1997), კალათბურთის ევროლიგას (1969, 1998, 2003, 2011), ბალახის ჰოკეიში ევროპის ჩემპიონატის 2003 წლის ფინალს და ჰოკეიში ევროპის ჩემპიონატს 1951, 1954, 1957, 1979 წლებში; ევროპის ძიუდოს ჩემპიონატს 1958 წელს, წყალბურთის ევროპის ჩემპიონატს 1970 წელს, ევროპის აკვალანგისტთა ჩემპიონატს 1970 წელს, ევროპის ტაეკვანდოს ჩემპიონატს 1976 წელს, ევროპის კარატეს ჩემპიონატს 1980 წელს, ევროპის უშუს ჩემპიონატს 1987 წელს, მსოფლიოს ჩემპიონატს დარბაზის ათლეტიზმში 1995 წელს, ფიფა-ს მსოფლიო ჩემპიონატს მინი-ფეხბურთში 1996 წელს, ევროპის პლაჟის ფეხბურთის ჩემპიონატს 2002 წელს, მსოფლიოს აკვალანგისტთა ჩემპიონატს 2003 წელს, ევროპის ბეისბოლის ჩემპიონატს 2007 წელს, ევროპის ათლეტიკის ჩემპიონატს 2010 წელს და ა. შ. ამავე დროს, ბარსელონას 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობა სურს. გახსნის, დახურვის, დაჯილოდებისა და სხვადასხვა შენობის სპორტის ღონისძიებები ბარსელონაში გაიმართება, ღია ცის ქვეშ გასამართი სპორტის სახეობები კი პირენეების კურორტებზე, ძირითადად ლა-მოლინაში.[77]

კამპ-ნოუ — ევროპის უდიდესი სტადიონი

მთელ მსოფლიოშია ცნობილი საფეხბურთო კლუბი ბარსელონა, რომელიც ერთ-ერთი უდიდესი და ამავე დროს მეორე უმდიდრესი საფეხბურთო კლუბია მსოფლიოში.[78] მას 62 ეროვნული და 15 კონტინენტური ჯილდო აქვს მოგებული, მათ შორისაა უეფას ჩემპიონთა ლიგა და ორჯერ ფიფას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი. ასევე, იგი მამაკაცთა ერთადერთი კლუბია, რომელსაც ერთ სეზონზე ექვსი ჯილდო აქვს მოგებული. საფეხბურთო კლუბ ბარსელონას ასევე ჰყავს საკალათბურთო კლუბი ბარსელონა, რომელიც ესპანეთის ACB ლიგაში ასპარეზობს; ხელბურთელთა კლუბი ბარსელონა; ჰოკეის კლუბი ასევე ბარსელონა, რომელთაგან ყველას მოგებული აქვთ ევროპის უმაღლესი შეჯიბრებები. კლუბის მუზეუმი მეორე ყველაზე მონახულებადია კატალონიაში. სეზონში ორჯერ, საფეხბურთო კლუბი ბარსელონა და თანაქალაქელი მეტოქე — ესპანიოლი ლა ლიგაში ადგილობრივ დერბის მართავენ. ამავე დროს, დერბის ასევე მართავს კალათბურთის განყოფილება თანაქალაქელ კლუბ ხოვენტუტ ბადალონასთან. ბარსელონას ასევე ჰყავს სხვა დაბალი კატეგორიის კლუბები, მაგალითად ევროპა და სანტ-ანდრეუ.

პალაუ სანტ–ჯორდი

ბარსელონას უეფას სტანდარტების ორი სტადიონი გააჩნია (): საფეხბურთო კლუბ ბარსელონას კამპ-ნოუ — ყველაზე დიდი სტადიონი ევროპაში 100 000 კაციანი ტევადობით და ლუის კომპანისის ოლიმპიური სტადიონი 55 000 კაციანი ტევადობით, რომელიც 1992 წლის ოლიმპიურ თამაშებზეც გამოიყენეს. გარდა ამისა, ქალაქს აქვს სხვა მრავალი შედარებით პატარა სტადიონი, მაგალითად მინი ესტადი 15 000 და ესტადიო ნარსის სალა 7 000-იანი ტევადობით. ბარსელონის გარეუბანშია უეფას სტანდარტების სტადიონი () კორნელია-ელ პრატი 40 000-იანი ტევადობით. ასევე, გარდა პალაუ სანტ ჯორდისა (ტევადობა 12 000–24 000), ქალაქს ორი სხვა სპორტულ-საკონცერტო არენა გააჩნია: პალაუ ბლაუგრანა (7,500) და ბარსელონის სპორტის სასახლე.

კატალონიის წრიული გზა

ბარსელონაში წელიწადის სხვადასხვა დროებში ყოველწლიურად მორბენალთა რამდენიმე შეჯიბრება იმართება: მარტში ბარსელონის მარათონი, სადაც 2010 წელს 10 000-მა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა; კურსა დე ბომბერსი აპრილში, კურსე დე ელ კორტე ინგლესი მაისში და ა. შ.

ყოველწლიურად, ბარსელონის ტენისის სამეფო გუნდის ბაზაზე იმართება პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის ATP 500 ტურის ორმოცდაათწლოვანი შეჯიბრება Barcelona Open. ასევე, ყოველ შობას, ნავსადგურში იმართება შეჯიბრება ცურვაში. ბარსელონის სიახლოვეს, მონტემელოში, კატალონიის წრიული გზა მასპინძლობს ფორმულა ერთის მსოფლიო ჩემპიონატს, ესპანეთის გრან-პრის, ლატალონიის მოტო გრან-პრის, ესპანეთის GT ჩემპიონატს და GP2 სერიებს. ქალაქში ასევე ძალიან პოპულარულია სკეიტბორდინგი (ციგურაობა) და ველოსპორტი. ბარსელონასა და მის მეტროპოლიურ არეალში ათობით კილომეტრების სიგრძის ველო-ტრასებია განლაგებული.

ბარსელონის მოწინავე სპორტული კლუბები:
კლუბი ძირითადი ლიგა სპორტი არენა დაარსდა ტევადობა
ბარსელონა ლა ლიგა ფეხბურთი კამპ ნოუ 1899 100 000
ესპანიოლი ლა ლიგა ფეხბურთი კორნელია-ელ-პრატი 1900 40 500
ბარსელონა ACB კალათბურთი პალაუ-ბლაუგრანა 1926 7 585
ბარსელონა Asobal ხელბურთი პალაუ-ბლაუგრანა 1942 7 585
ბარსელონა SEdHH ყინულის ჰოკეი პალაუ-დე-ხელი 1972 1 256
FC Barcelona Hoquei OK Liga ჰოკეი პალაუ-ბლაუგრანა 1942 7 585
ბარსელონა მინი-ფეხბურთის პრიმერა-დივიზიონი მინი-ფეხბურთი პალაუ-ბლაუგრანა 1986 7 585
ბარსელონა ესპანეთის რაგბის ჩემპიონატი რაგბი CDMVdHT 1924 მონაცემები არაა
დრაკონები მსოფლიო ლიგა ამერიკული ფეხბურთი ბარსელონის ოლიმპიური სტადიონი 1991 56 000
ბარსელონა ბუფალსი LNFA ამერიკული ფეხბურთი ნარსის-სალა 1987 15 000

ტრანსპორტი

აეროპორტები

ბარსელონის ნავსადგური
პორტ-ველი

ბარსელონას ემსახურება ელ-პრატის აეროპორტი, რომელიც ქალაქის ცენტრიდან დაახლოებით 17 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. იგი ესპანეთის მეორე უმსხვილესი აეროპორტია, ხოლო ხმელთაშუაზღვისპირეთში — უდიდესი. ის მთავარი კვანძია ავიაკომპანია Vueling Airlines-სა და Spanair-ისათვის, ასევე მასზე ფოკუსირდებიან „იბერია“ და Air Europa. აეროპორტი ძირითადად ემსახურება ადგილობრივ და ევროპულ რეისებს, თუმცა ზოგჯერ ფრენები ხორციელდება ლათინური ამერიკის, აზიისა და აშშ-ისაკენ. აეროპორტი ქალაქთან დაკავშირებულია გზატკეცილით, რეგულარულად დადიან ავტობუსები. 2009 წლის 17 ივნისიდან მომსახურებაში შევიდა ახლადაშენებული ტერმინალი.

ქალაქ საბადელის სიახლოვეს ფუნქციონირებს საბადელის პატარა აეროპორტი, სადაც ხორციელდება პილოტთა წვრთნა, აეროტაქსი და პირადი ფრენები. ზოგიერთი დაბალფაისანი ავიახაზები, როგორებიცაა მაგალითად Transavia.com და Ryanair ხირონა-კოსტა-ბრავის აეროპორტის გამოყენებას ამჯობინებენ, რომელიც ბარსელონიდან 90 კმ-ით ჩრდილოეთით მდებარეობს; ისინი ასევე იყენებენ ქალაქიდან 77 კმ-ით სამხრეთით მდებარე რეუსის აეროპორტს.

ნავსადგური

ბარსელონის ნავსადგურს 2000 წლოვანი ისტორია და უდიდესი თანამედროვე კომერციული მნიშვნელობა გააჩნია. იგი ევროპის მეცხრე უდიდესი საკონტეინერო პორტია. 2008 წელს ვაჭრობის დონემ 2,57 მლნ ოცი ფუნტის ექვივალენტს მიაღწია.[79] ნავსადგურს მართავს ბარსელონის პორტის სამმართველო. მისი 7,86 კმ² ფართობი სამ ზონად იყოფა: პორტ-ველი (ძველი პორტი), კომერციული პორტი და ლოჯისტიკის პორტი (ბარსელონის თავისუფალი პორტი). პორტში მიმდინარეობს გაფართოების სამუშაოები, რომელიც სამხრეთით, 2 კმ–ზე, მდინარე ლობრეგატის ფართო შესართავის წყალობით თითქმის ორჯერ გაზრდის პორტის ზომას.[80]

პორტ-ველის არეალი ასევე მოიცვას კომერციულ ცენტრს (მარემაგნუმი), მულტიპლექსური კინოს, IMAX პორტ-ველსა და ევროპის უდიდეს აკვარიუმს — ბარსელონის აკვარიუმს, სადაც 8,000 თევზი და 11 ზვიგენია. იგი აერთიანებს 22 აუზს 6 მლნ ლიტრი ზღვის წყლით. გამორჩეულ ტურისტულ ზონაში მდებარეობის გამო, მარამაგნუმი ერთადერთი კომერციული ცენტრია ქალაქში, რომელიც კვირაობით და საჯარო უქმე დღეებშიც მუშაობს.

პორტ–ველი

საზოგადოებრივი ტრანსპორტი

ბარსელონის მეტრო
ბარსელონის მეტრო
ბარსელონის ტრამვაი
ბარსელონის ტრამვაი

ბარსელონას ყოველმხრივი ადგილობრივი საზოგადოებრივი სატრანსპორტო ქსელი ემსახურება, რომელიც მოიცავს მეტროს, ავტობუსთა ქსელს, ორ გაყოფილ თანამედროვე ტრამვაის ქსელს — განცალკევებულ ისტორიულ ტრამვაის ხაზსა და რამდენიმე ფუნიკულიორს საბაგიროებთან ერთად. ბარსელონის მეტროს ქსელი 11 ხაზისგან შედგება. L9 ხაზის დასრულებისას, 42,6 კმ–ით იგი ევროპის მეორე უგრძესი ხაზი იქნება ლონდონის 76 კმ–იანი ცენტრალური ხაზის შემდეგ.

ბარსელონის ტაქსი
ბარსელონის ტაქსი
ველოსიპედების სადგური
ველოსიპედების სადგური

ესტასიო–დელ–ნორდი (ჩრდილოეთ სადგური), ყოფილი რკინიგზის სადგური, რომელიც 1992 წლის ოლიმპიური თამაშებისათვის გარემონტდა, დღეს გრძელ მანძილიანი რეგიონული ავტობუსების ტერმინალის ფუნქციებს ასრულებს.

კომპანია ტრამმეტი ოპერირებას უწევს ტრამვაის ორ თანამედროვე ხაზს, რომელთაც Trambaix–ს და Trambesòs–ს უწოდებენ.[81] ტრამვაის ისტორიული ხაზი, ცისფერი ტრამვაი (Tramvia Blau)[82] მეტროს ტიბიდაბოს ფუნიკულიორთან აერთებს. ქალაქს ორი საბაგირო გააჩნია: მონჟუიკის საჰაერო ტრამვაი და პორტ–ველის საჰაერო ტრამვაი.

ბარსელონას აქვს ტაქსების პარკი, რომელსაც ტაქსების მეტროპოლიტან–ინსტიტუტი მართავს. იგი 10 000–ზე მეტ მანქანას მოიცავს. ლიცენზიათა უმრავლესობა თვითდასაქმებული მძღოლების ხელშია.[83] შავ–ყვითელი შეფერილობით, ბარსელონის ტაქსები ადვილი შესამჩნევია.

2007 წლის 22 მარტიდან, ქალაქის საბჭომ აამოქმედა ველოსიპედების სერვისი, ანუ ველოსიპედი გამოიყენება როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტი.[84] შედეგად, მომხმარებელს შეულძია სპეციალური ბარათის საშუალებით იქირაოს ველოსიპედი ქალაქის 100 სადგურიდან ნებისმიერში და გადაადგილდეს ყველგან, ქალაქის ურბანულ არეალში, შემდეგ კი იგი სასურველ სადგურში დატოვოს.[85] პროექტმა საკმაო წარმატება ჰპოვა და სამ თვეში 50 000–მა მომხმარებელმა გამოიწერა.[86]

საავტომობილო გზა B20 ბარსელონაში

რკინიგზა

AVE–ს მაღალსიჩქარიანი მატარებლების სადგური

ბარსელონა ესპანეთის სახელმწიფო სარკინიგზო ქსელის — RENFE–ს მთავარი კვანძია და მისი მთავარი საქალაქთაშორისო სადგურია ბარსელონა–სტანსი. AVE–ს მაღალი სიჩქარის სარკინიგზო სისტემამ, რომელიც 310 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობს, 2008 წელს მადრიდი და ბარსელონა დააკავშირა. ზოგადად, ბარსელონას ესპანეთის სხვა მთავარ ქალაქებთან მაღალი სიჩქარის რკინიგზა აკავშირებს.

გზები და მაგისტრალები

ბარსელონა სამ საერთაშორისო გზაზე მდებარეობს, რომელთა შორისაცა ევროპული გზა E15 (ჩრდილოეთი–სამხრეთი), ევროპული გზა E90 (დასავლეთი–აღმოსავლეთი) და ევროპული გზა E09. ქალაქს ასევე გააჩნია საავტომობილო გზებისა და მაგისტრალების ყოველმხრივი სისტემა მთელს მეტროპოლიურ არეალში; მათ შორისაა A-2, A-7/AP-7, C-16, C-17, C-31, C-32, C-33, C-60. ბარსელონას გარშემო უვლის სამი წრიული მაგისტრალი.

ქალაქის მთავარ არტერიებს შორისაა დიაგონალური გამზირი, რომელიც მას დიაგონალურად კვეთს; მერიდიანული გამზირი, რომელიც გმირთა მოედნისკენ მიემართება და დიაგონალურ გამზირს ბარსელონის ერთ–ერთ უმთავრეს გამზირთან — გრან–ვიასთან აკავშირებს. ეს გამზირი ქალაქს დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ გადაკვეთს და გაივლის მის ცენტრზეც.

საერთაშორისო ურთიერთობები

დაძმობილებული ქალაქები

ბარსელონა დაძმობილებულია შემდეგ ქალაქებთან: (მოცემულია ქრონოლოგიურად)[87]

ურთიერთთანამშრომლობის და ქალაქებს შორის მეგობრობის სხვა ფორმები, რაც დაძმობილებული ქალაქების პროგრამების მსგავსია, მსოფლიოს სხვა მრავალ ქალაქთან არსებობს.[105]

გალერეა

სქოლიო

  1. art.6 // (unspecified title)
  2. National Statistics Institute Municipal Register of Spain of 2023 — 2023.
  3. 3.0 3.1 Demographia: World Urban Areas, March 2010
  4. Eurostat. Population and living conditions in Urban Audit cities, larger urban zone (LUZ).
  5. United Nations – Department of Economic and Social Affairs: World Urbanization Prospects (2007 revision), Table A.12
  6. Organization for Economic Cooperation and Development: Competitive Cities in the Global Economy, OECD Territorial Reviews, (OECD Publishing, 2006), Table 1.1
  7. Àmbit Metropolità. Sèrie temporal (catalan)
  8. The World According to GaWC 2010. Globalization and World Cities Study Group and Network, Loughborough University. ციტირების თარიღი: 2011.
  9. Inventory of World Cities. Globalization and World Cities (GaWC) Study Group and Network. ციტირების თარიღი: 1 December 2007.
  10. The Urban Elite: The A.T. Kearney Global Cities Index 2010. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-05-16. ციტირების თარიღი: 2012-04-26.
  11. Best European business cities - City Mayors
  12. 12.0 12.1 Bremner, Caroline. (2011)Euromonitor International’s top city destinations ranking. Euromonitor International. დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 ოქტომბერი 2011. ციტირების თარიღი: 2 June 2011.
  13. Monocle, Issue June 2009. Monocle.com (11 June 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 მაისი 2010. ციტირების თარიღი: 26 June 2010.
  14. 14.0 14.1 Global city GDP rankings 2008–2025. Pricewaterhouse Coopers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 მაისი 2011. ციტირების თარიღი: 16 December 2009.
  15. Urban Audit – CityProfiles: Barcelona დაარქივებული 2013-07-23 საიტზე Wayback Machine. – Eurostat, 2004
  16. "Ranking: The richest cities in the world" – City Mayors.com
  17. "Paris, London and Barcelona are Europe’s top city brands" – City Mayors.com
  18. 18.0 18.1 The Top Global Fashion Capitals for 2011 დაარქივებული 2016-10-08 საიტზე Wayback Machine. – The Global Language Monitor, 2011
  19. Best European business cities. City Mayors (28 October 2009). ციტირების თარიღი: 15 September 2011.
  20. 20.0 20.1 Worldwide Centers of Commerce Index 2008
  21. Emerita: Revista de Lingüística y Filología clasica 11 (1943), გვ.468
  22. Ptolemy, ii. 6. § 8
  23. Rufus Festus Avienus Ora Maritima « et Barcilonum amoena sedes ditium. » v514
  24. Online Etymology Dictionary. Etymonline.com. ციტირების თარიღი: 14 June 2010.
  25. Oros. vii. 143; Miñano, Diccion. vol. i. გვ. 391; Auson. Epist. xxiv. 68, 69, Punica Barcino.
  26. Plin. iii. 3. s. 4
  27. Inscr. ap. Gruter, გვ. 426, nos. 5, 6.
  28. ii. 6
  29. Avien. Ora Maritima. 520: "Et Barcilonum amoena sedes ditium."
  30. Paul. Dig. 1. tit. 15, de Cens.
  31. Roman walls, Barcelona. Bluffton.edu. ციტირების თარიღი: 5 May 2009.
  32. T.N. Bisson (1986). „II. The age of the Early Count-Kings (1137–1213) (The Principate of Ramon Berenguer IV 1137–1162)“, რედ. Clarendon Press – Oxford: The medieval Crown of Aragon. A short story, გვ. 31. ISBN 0-19-820236-9. 
  33. Cateura Benàsser, Pau. Els impostos indirectes en el regne de Mallorca. (PDF). ციტირების თარიღი: 24 April 2008.  El Tall dels Temps, 14. (Palma de) Mallorca: El Tall, 1996.
  34. The Bankers magazine, volume 11, page 595, J. Smith Homans Jr., New York 1857.
  35. Chapter 15: A History of Spain and Portugal, Stanley G. Payne
  36. Adler, Ken (2002) The measure of all things – The seven year odyssey that transformed the world. Abacus. ISBN 0-349-11507-9. 
  37. Decree of 5 April 1938.
  38. "Barcelona (Spain)". Encyclopædia Britannica.
  39. 39.0 39.1 39.2 „Barcelona“. Gran Enciclopèdia Catalana. 3. Barcelona: Edicions 62. July, 1971. pp. 193–229. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  40. 40.0 40.1 40.2 40.3 11 Barcelona.indd (PDF). დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 თებერვალი 2012. ციტირების თარიღი: 26 June 2010.
  41. Barcelona Spain Tibidabo Sagrat Cor Church. Full Screen QTVR panoramic image. Panoramas.dk. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 აპრილი 2009. ციტირების თარიღი: 5 May 2009.
  42. Servei Meteorològic de Catalunya. Meteo.cat. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 დეკემბერი 2013. ციტირების თარიღი: 22 May 2009.
  43. World Map of Köppen−Geiger Climate Classification.
  44. 44.0 44.1 Weather2Travel.com: Barcelona Climate Guide. ციტირების თარიღი: 16 June 2011.
  45. 45.0 45.1 Valores Climatológicos Normales. Barcelona / Aeropuerto. ციტირების თარიღი: 16 June 2011.
  46. Weather Information for Barcelona.
  47. RIBA Royal Gold Medallists. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-02-27. ციტირების თარიღი: 2008-02-27.
  48. Parcs i Jardins, Institut Municipal. Parcs i Jardins> Els Parcs> Els Parcs de Barcelona. Bcn.es. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 იანვარი 2010. ციტირების თარიღი: 26 June 2010.
  49. Parcs i Jardins, Institut Municipal. Parcs i Jardins> Els Parcs> Història> La ciutat i el verd. Bcn.es. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 ოქტომბერი 2009. ციტირების თარიღი: 26 June 2010.
  50. Parcs i Jardins, Institut Municipal. Parcs i Jardins> Els Parcs> Història> La democràcia. Bcn.es. დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 მარტი 2009. ციტირების თარიღი: 26 June 2010.
  51. The Global Attractions Attendance Report დაარქივებული 2012-03-19 საიტზე Wayback Machine. – Themed Entertainment Association, 2009
  52. 52.0 52.1 Top 10 Beach Cities. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 ივლისი 2010. ციტირების თარიღი: 30 July 2010.
  53. 53.0 53.1 Movie "Worlds Best Beaches", Discovery Channel 2005 ვიდეო YouTube-ზე
  54. Ajuntament de Barcelona: Estadística: Indicadors demogràfics. 2005. Web.archive.org (21 December 2007). დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 დეკემბერი 2007. ციტირების თარიღი: 26 June 2010.
  55. United Nations Department of Economic and Social Affairs, World Urbanization Prospects (2009 revision) დაარქივებული 2010-04-25 საიტზე Wayback Machine. , (United Nations, 2010), Table A.12. Data for 2007.
  56. Ajuntament de Barcelona: Estadística: Densitat de població. 2005. Web.archive.org (21 December 2007). დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 დეკემბერი 2007. ციტირების თარიღი: 26 June 2010.
  57. Ajuntament de Barcelona: Estadística: Nacionalitat per sexe. 2005. Web.archive.org (21 December 2007). დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 დეკემბერი 2007. ციტირების თარიღი: 26 June 2010.
  58. Ajuntament de Barcelona: Estadística: Coneixement de la llengua catalana per grans grups d'edat. 2001. Web.archive.org (21 December 2007). დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 დეკემბერი 2007. ციტირების თარიღი: 26 June 2010.
  59. Barcelona: Directory: Theme: Religion. W3.bcn.es. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 ოქტომბერი 2009. ციტირების თარიღი: 26 June 2010.
  60. Ajuntament de Barcelona: Estadística: Evolució de la població. 1900–2005. Web.archive.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 დეკემბერი 2007. ციტირების თარიღი: 26 June 2010.
  61. Fira de Barcelona დაარქივებული 2012-04-02 საიტზე Wayback Machine. – roombarcelona.com
  62. La crisis pone en jaque los proyectos de nuevos hoteles en Barcelona y Madrid[მკვდარი ბმული]
  63. NISSAN |CORPORATE INFORMATION |Outline of Company |Facilities Overseas |Europe დაარქივებული 2010-04-19 საიტზე Wayback Machine. – http://www.nissan-global.com დაარქივებული 2021-03-23 საიტზე Wayback Machine.
  64. Bread & Butter Barcelona. Dates, Times, Location. Bread & Butter. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-01-25. ციტირების თარიღი: 2012-05-05.
  65. EFE (23 January 2009). „El presidente del Bread&Butter confirma oficialmente que la feria abandona Barcelona“. El Periódico. ციტირების თარიღი: 22 July 2009. ციტატა: „[Karl Heinz Muller, the entrepreneur behind B&B in announcing the move in a press conference held on January 23, 2009 said] No llores Barcelona, levántate y haz algo [don't cry Barcelona, get up and do something about it] Barcelona in Europe is a metropolis of fashion.“
  66. Leticia Blanco (20 January 2009). „La feria de moda urbana Bread and Butter deja Barcelona“. El Mundo. ციტირების თარიღი: 22 July 2009.
  67. 67.0 67.1 BOE – LEY 1/2006, de 13 de marzo, por la que se regula el Régimen Especial del municipio de Barcelona. Boe.es (14 March 2006). ციტირების თარიღი: 26 June 2010.
  68. Ajuntament de Barcelona> Ajuntament> El Govern de la Ciutat. W3.bcn.es. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 ივლისი 2010. ციტირების თარიღი: 26 June 2010.
  69. Ajuntament de Barcelona: Organització política. Bcn.cat. ციტირების თარიღი: 26 June 2010.
  70. Ajuntament de Barcelona> Council> The city government> Council Executive. W3.bcn.es. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 იანვარი 2011. ციტირების თარიღი: 26 June 2010.
  71. Ajuntament de Barcelona> Council> The city government> Plenary. W3.bcn.es. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 აპრილი 2011. ციტირების თარიღი: 26 June 2010.
  72. Ajuntament de Barcelona> Council> The city government> Committees of the Municipal Council. W3.bcn.es. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 აპრილი 2011. ციტირების თარიღი: 26 June 2010.
  73. Ajuntament de Barcelona> Council> The municipal administration. W3.bcn.es. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 ივნისი 2010. ციტირების თარიღი: 26 June 2010.
  74. Globalization and World Cities Study Group & Network – Inventory of World Cities. ციტირების თარიღი: 7 July 2007.
  75. L'Auditori: OBC. Auditori.org. ციტირების თარიღი: 26 June 2010.
  76. Roberts, Nina. (6 August 2006) Catalan Musical Stew Keeps Barcelona Up All Night – New York Times. Travel.nytimes.com. ციტირების თარიღი: 5 May 2009.
  77. Barcelona optará a los Juegos Olímpicos de Invierno 2022. Publico.es. ციტირების თარიღი: 5 March 2011.
  78. Football Money League დაარქივებული 2011-11-25 საიტზე Wayback Machine. – Deloitte, 2011
  79. AAPA World Port Rankings 2008 (PDF). ციტირების თარიღი: 24 August 2010.
  80. Port de Barcelona (ესპანური). Apb.es. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 ოქტომბერი 2009. ციტირების თარიღი: 26 June 2010.
  81. News related with the council plans for the tram network union. W3.bcn.es. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 ოქტომბერი 2009. ციტირების თარიღი: 26 June 2010.
  82. Information of Tramvia Blau. Tmb.net. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 დეკემბერი 2009. ციტირების თარიღი: 26 June 2010.
  83. L'Administració i la gestió del Taxi de Barcelona. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2003-12-08. ციტირების თარიღი: 2012-06-08.
  84. Noticies: Data d'inici 22 de març a les 14:00 h. Pots realitzar l'alta al servei a partir del dia 16/03/07. Bicing. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 ოქტომბერი 2007. ციტირების თარიღი: 26 June 2010.
  85. Què és. Bicing. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 იანვარი 2010. ციტირების თარიღი: 26 June 2010.
  86. Notícies: El Bicing ja té més de 50.000 abonats. Bicing. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 ოქტომბერი 2009. ციტირების თარიღი: 26 June 2010.
  87. Barcelona internacional – Ciutats agermanades Catalan. 2006–2009 Ajuntament de Barcelona. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 ნოემბერი 2012. ციტირების თარიღი: 13 July 2009.
  88. List of Busan's sister cities, Busan Metropolitan City; (ინგლისური) [1], თარგი:Ko icon [2]
  89. São Paulo – Sister Cities Program. 2005–2008 Fiscolegis – Todos os direitos reservados Editora de publicações periodicas – LTDA / 2008 City of São Paulo. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 მაისი 2012. ციტირების თარიღი: 9 December 2008.
  90. Prefeitura.Sp – Descentralized Cooperation. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-12-24. ციტირების თარიღი: 2012-06-08.
  91. International Relations – São Paulo City Hall – Official Sister Cities. Prefeitura.sp.gov.br. ციტირების თარიღი: 26 June 2010.
  92. Noticias – Sevilla Y Barcelona Colaborarán Estrechamente Para Difundir Los Valores Del Fórum. Noticias.info. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 ივნისი 2004. ციტირების თარიღი: 10 April 2011.
  93. Miasta partnerskie i zaprzyjaźnione – Twin cities and partnerships. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 ივლისი 2013. ციტირების თარიღი: 20 August 2010.
  94. Sister City, Friendly City, Friendship & Cooperation City Japanese. 2007–2009 City of Kobe. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 ოქტომბერი 2007. ციტირების თარიღი: 14 July 2009.
  95. Sister Cities of Istanbul. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 ოქტომბერი 2014. ციტირების თარიღი: 1 July 2009.
  96. Erdem, Selim Efe (1 July 2009). „İstanbul'a 49 kardeş“ (Turkish). Radikal. ციტირების თარიღი: 22 July 2009. ციტატა: „49 sister cities in 2003“
  97. Dublin City Council: Facts about Dublin City. 2006–2009 Dublin City Council. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 აპრილი 2014. ციტირების თარიღი: 14 July 2009.
  98. daenet d.o.o.. Sarajevo Official Web Site : Sister cities. Sarajevo.ba. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 დეკემბერი 2018. ციტირების თარიღი: 6 May 2009.
  99. Twinning Cities Agreements დაარქივებული 2013-05-17 საიტზე Wayback Machine. UAE Official Website
  100. UAEinteract.com. Twinning agreement brings a taste of Spain to Dubai UAE – The Official Web Site – News. Uaeinteract.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 მაისი 2013. ციტირების თარიღი: 14 July 2009.
  101. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-04. ციტირების თარიღი: 2012-06-08.
  102. Province eyes investors from Spain – INQUIRER.net, Philippine News for Filipinos. globalnation.inquirer.net. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 მარტი 2010. ციტირების თარიღი: 11 March 2010.
  103. Barcelona clears pact with capital city. The Hindu. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-09-21. ციტირების თარიღი: 2012-06-08.
  104. CÁC ĐỊA PHƯƠNG NƯỚC NGOÀI ĐÃ THIẾT LẬP QUAN HỆ HỮU NGHỊ HỢP TÁC VỚI TPHCM. mofahcm.gov.vn (9 October 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 სექტემბერი 2015. ციტირების თარიღი: 8 January 2011.
  105. Barcelona internacional – Cooperation agreements. Ajuntament de Barcelona. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 დეკემბერი 2009. ციტირების თარიღი: 23 September 2009.

ლიტერატურა

  • „Barcelona“. Gran Enciclopèdia Catalana. Barcelona: Ed. Enciclopèdia Catalana S.A.
  • Busquets, Joan. Barcelona: The Urban Evolution of a Compact City (Harvard UP, 2006) 468 pp.
  • McDonogh, G. W. (January, 2011). „Review Essay: Barcelona: Forms, Images, and Conflicts: Joan Busquets (2005)“. Journal of Urban History. 37 (1): 117–123. doi:10.1177/0096144210384250. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |year=-ში (დახმარება)
  • Marshall, Tim, ed. Transforming Barcelona (Routledge, 2004), 267 pp.
  • Ramon Resina, Joan. Barcelona's Vocation of Modernity: Rise and Decline of an Urban Image (Stanford UP, 2008). 272 pp.

რესურსები ინტერნეტში