თამარ ბატონიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ თამარი (მრავალმნიშვნელოვანი).

თამარ ბატონიშვილი (ბაგრატიონი) (დ. 1791 — გ. 1857) — ერეკლე მეფის შვილიშვილი, იულონ ბატონიშვილის ასული.

განათლება მიიღო სამეფო კარზე და ოჯახში. 20 წლის თამარი დაინიშნა რუსეთის დედოფლის ფრეილინად, ხშირად ჩადიოდა პეტერბურგში და მონაწილეობდა სასახლის ცერემონიაში. თამარ ბატონიშვილი 1832 შეთქმულების აქტიური წევრი გახდა და ამ საქმეში რამდენიმე გავლენიანი მანდილოსანიც ჩააბა.

აქტიურად მონაწილეობდა აჯანყების გეგმის შედგენაშიც. შეთქმულების დამარცხების შემდეგ თამარს ჩამოართვეს უფლისწულის (ცარევნას) ტიტული. დაკრძალულია მცხეთაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]