მოქმედებითი თამაში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მოქმედებითი თამაშივიდეო თამაშის ჟანრი, რომელიც ხაზს უსვამს ფიზიკურ გამოწვევებს, მათ შორის კოორდინაციასა და დროის რეაქციას. ჟანრი შეიცავს განსხვავებულ ქვეჟანრებს, როგორებიცაა საბრძოლო თამაშები, მსროლელი თამაშები და პლატფორმერი თამაშები.

მოქმედებით თამაშში, მოთამაშე ტიპურად აკონტროლებს პროტაგონისტის ავატარს. ავატარი იძულებულია გადალახოს თამაშის ეტაპები, შეაგროვოს საგნები, თავიდან აიცილოს დაბრკოლებები და დაამარცხოს მტრები სხვადასხვა თავდასხმებით. ეტაპის ან ეტაპების ჯგუფის ბოლოს, მოთამაშე ხშირად იძულებულია დაამარცხოს მოწინააღმდეგე დიდი ბოსი, რომელიც ჩვეულებისამებრ ყველა მანამდე არსებულ მტერზე დიდია. მტერი ებრძვის ავატარს და აკლებს მას სიცოცხლეს, თამაში კი მაშინ სრულდება, როდესაც მოთამაშე მოკვდება. ალტერნატიულად, მოთამაშე იგებს თამაშს ეტაპების ჯგუფის გადალახვის შემდეგ.

ბევრ მოქმედებით თამაშს აქვს დაუსრულებელი სიუჟეტი და შეიძლება ჰქონდეს ეტაპების განუსაზღვრელი რიცხვი. ასეთ თამაშებში, მოთამაშის მთავარი მიზანია დააგროვოს მაქსიმალური ქულა საგნების შეგროვებითა და მტრების განადგურებით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]