მაიკლ მედსენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მაიკლ მედსენი

მაიკლ მედნესი 2011 წელს
დაბადების სახელი მაიკლ სორენ მედსენი
დაბადების თარიღი 25 სექტემბერი, 1958 (1958-09-25) (65 წლის)
ჩიკაგო, ილინოისი, აშშ
მოქალაქეობა აშშ
პროფესია მსახიობი, პოეტი და ფოტოგრაფი

მაიკლ სორენ მედსენი (ინგლ. Michael Soren Madsen; დ. 25 სექტემბერი, 1958) — ამერიკელი მსახიობი, პოეტი და ფოტოგრაფი ირანული და დანიური ფესვებით. მიღებული აქვს მთავარი როლები ისეთ ფილმებში, როგორებიცაა „ცოფიანი ძაღლები“, „დონი ბრასკო“ და „მოკალი ბილი“.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მედსენი დაიბადა ჩიკაგოში, ილინოისის შტატში. დედამისი, ელაინი — ემის ჯილდოს ლაურეატი სატელევიზიო პროდიუსერი, პოეტი და დრამატურგია, ხოლო მამამისი, კალვინ მადნესი — მეხანძრე. დედამისმა მიატოვა კორპორაციული ბიზნესი სამწერლო კარიერის გასაუმჯობესებლად. მედსენის ბებია და პაპა მამის მხრიდან დანიელები იყვნენ, ხოლო დედამისს ირანული და ამერიკული ფესვები ჰქონდა. მისი და ასევე მსახიობი ვირჯინია მედსენია. მას ასევე ჰყავს უფროსი და შერი. ისინი ცხოვრობენ უისკონსინში.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1991 თელმა და ლუიზა Thelma & Louise ჯიმი ლენოქსი
1992 ცოფიანი ძაღლები Reservoir Dogs ვიკ ვეგა
2003 მოკალი ბილი, ტომი 1 Kill Bill Volume 1 ბადი
2004 მოკალი ბილი, ტომი 2 Kill Bill Volume 2 ბადი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]