იოანე ზედაზნელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ იოანე.
არ უნდა აგვერიოს შემდეგ მნიშვნელობა(ებ)ში: იოანე ზედაზნელი (IX).
იოანე ზედაზნელი
დაიბადა არაუადრეს V საუკუნე და არაუგვიანეს VI საუკუნე
გარდაიცვალა VI საუკუნე

იოანე ზედაზნელიVI საუკუნის შუა წლებში მოღვაწე ერთ-ერთი ათცამეტი ასურელი მამათაგანი, წმინდანი (ხს. დღე — 7 (20) მაისი). ზედაზნის მთაზე დააარსა ზედაზნის მონასტერი, რომლის პირველი წინამძღვარი თვითონ იყო. დასაფლავებულია მონასტრის მთავარ ტაძარში.

ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავდაპირველად, ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ანტიოქიაში კაბადოკიის უდაბნოში. ქართლში ის თავის მოწაფეებთან ერთად VI საუკუნის შუა წლებში მოვიდა. გადმოცემის მიხედვით წმინდა მამებს წინ ფარსმან მეფე და კათოლიკოსი ევლავიოსი კრებულით მიეგებნენ. იოანე ზედაზნელი ჯერ მცხეთაში ცხოვრობდა, შემდეგ მცხეთის მახლობლად, მდინარე არაგვის გაღმა, ზედაზნის მთაზე ააშენა მონასტერი, საიდანაც თავისი მოწაფეები დაგზავნა ქართლისა და კახეთის მხარეებში ქრისტიანობის გასამტკიცებლად და გასავრცელებლად, ეკლესია-მონასტრების დასაარსებლად.

იოანე ზედაზნელს საქართველოში მოსვლიდანვე დახმარებასა და მფარველობას უწევდა ქართლის კათოლიკოსი ევლალე. იოანე ზედაზნელის მოღვაწეობა აუწერიათ VI-VII საუკუნეებში, მაგრამ თხზულებას ჩვენამდე არ მოუღწევია. X საუკუნეში მისი ცხოვრება აღწერა კათოლიკოსმა არსენ II-მ, რომელსაც გამოუყენებია ძველი ტექსტი. მის შესახებ ცნობებს შეიცავს შიო მღვიმელის მეტაფრასული „ცხოვრებაც“.

ხსენების დღე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა იოანე ზედაზნელის ხსენების დღეს 20 მაისს [ძვ. სტ. 7 მაისი] აღნიშნავს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 189.
  • ხ. რაქვიაშვილი, „ცამეტი ასურელი მამა და მათ მიერ დაარსებული მონასტერები“, თბ., 2015, გვ. 3-10