ნიკარაგუის ენები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნიკარაგუის ოფიციალური ენა არის ესპანური. ესპანურის გარდა ნიკარაგუის კარიბის ზღვის სანაპიროზე საუბრობენ ადგილობრივ და ინგლისურ ენებზე. ამ რეგიონის მაცხოვრებლებს ხელეწიფებათ თავიანთ მშობლიურ ენაზე სწავლა.

ენები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ესპანური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნიკარაგუის ენები
ენა მოსაუბრეები
არაბული 400
გარიფუნა 1, 500
ესპანური 4,347,000
ინგლისური 20,334
კრეოლების ინგლისური 30,000
მოსკიტო 154,400
ნიშნების ენა 3,000
რამა 24
სუმო 6,700
ჩინური 7, 000
წყარო: ეთნოლოგია

ესპანურ ანუ ნიკანიოლურ ენაზე საუბრობს ნიკარაგუის მოსახლეობის 90%. ნიკარაგუაში გავრცელებულია ესპანურის ვესეოს დიალექტი, ისევე როგორც ლათინური ამერიკის სხვა ქვეყნებში. ესპანურ ენას აქვს არაერთი დიალექტი. ერთ-ერთი მათგანი არის ცენტრალური ამერიკის ესპანური, რომელზეც საუბრობს ნიკარაგუის ესპანურად მოლაპარაკე მოსახლეობა.

ფონეტიკა და ფონოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ესპანურ ენაში რამდენიმე სიტყვა ბოლოვდება მსკდომ თანხმოვნებზე. ასეთი სიტყვები ნასესხები არიან ინგლისურიდან. ნიკარაგუაში ყველა ასეთი დაბოლოება წარმოითქმის როგორც . კოსტა-რიკულ ნაყინს პოსს, უწოდებენ ფოკსს, ინტერნეტს- ინტერნესს. ლეპტოპს- ლესტოსს. ეს გამოწვეულია ესპანური სიტყვებისგან, რომლებიც ბოლოვდებიან მარცვალზე.

ადგილობრივი ენები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნიკარაგუის კარიბის ზღვის სანაპიროზე ცხოვრობს ენდოგენური მოსახლეობა, რომლებიც დღესაც იყენებენ თავიანთ მშობლიურ ენას. ძირითადი ენები არიან მოსკიტოს ენა, სუმოს ენა და რამის ენა.

მოსკიტო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოსკიტო ეკუთვნის მისუმალპურ ენათა ოჯახს. ამ ენაზე მოსაუბრეები ცხოვრობენ ჩრდილოეთ ნიკარაგუაში კარიბის ზღვის სანაპიროზე, ძირითადად ჩრდილოეთ ატლანტიკის ავტონომიურ რეგიონში. მოსკიტოს ენა არის ყველაზე გავრცელებული ენდოგენური ენა ნიკარაგუყის ტერიტორიაზე, რაც გარკვეულწილად გამოწვეულია იმით, რომ მოსკიტოს ხალხი ყველაზე მრავალრიცხოვანია, ნიკარაგუის ინდურ მოსახლეობას შორის.

სუმო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სუმოს ენა (ასევე უწოდებენ სუმუ) არის მისუმალპური ენა. სუმოს ენა არის მრავლად დაყოფილი დიალექტებზე. ზოგიერთი დიალექტი დამოუკიდებელ ენასაც კი ჰქმნის.

რამა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ენა რამა არის ასევე ენდოგენური ენა, რომელიც ჩიბჩანის ოჯახს ეკუთვნის. მასზე საუბრობს რამის ხალხი, რომლებიც ცხოვრობენ რამის რიფებსა და ტბა ბლუეფილდსის სამხრეთ ნაპირებზე. ენა სერიოზული საშიშროების წინაშეა. 1860-იანი წლებიდან თითქმის არ იყენებენ. რამის ენის გამოცოცხლება იწყება 1980-1981-იან წლებში, სანდინისტური მთავრობისა პერიოდში, თუმცა იგი წარუმატებელი გამოდგა. ამ პერიოდში შეიქმნა პირველი ლექსიკონი რამის ენისთვის. 1992 წლისთვის რამას 649 მაცხოვრებლიდან მხოლოდ 36 საუბრობდა თავისუფლად. რამის რიფებზე მხოლოდ 4 ადამიანი საუბრობდა რამის ენაზე, რომელიც შეერწყა ინგლისურს და შეიქმნა რამის რიფის კრეოლური.

უმცირესობის ენები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნიკარაგუაში ცხოვრობს ეროვნული უმცირესობის მრავალი ჯგუფი. ასეთი არიან ნიკარაგუელი პალესტინელები, ნიკარაგუელი ებრაელები, რომლებიც თავისი წინაპრების ენის გარდა საუბრობენ ესპანურსა და ინგლისურზე. ასევე ფაქტობრივად არსებობს: ჩინური, არაბული, ირტალიური და გერმანული ენები.

გამქრალი ენები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მატაგალპა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მატაგალპის ენა (ასევე იცნობენ პანტასმა) ეკუთვნოდა მისუმალპურ ენატა ოჯახს და მასზე საუბრობდნენ მატაგალპის ინდიელები. მათი რაოდენობა 1981 წლისთვის 18,000 - 20,000 აღწევდა. მატაგალპის ინდიელები ცხოვრობენ ნიკარაგუის ცენტრალურ მთიანეთში, მატაგალპისა და ხინოტეგის დეპარტამენტებში. მე-19 საუკუნეში მატაგალპის ენა გაქრა და მისი ასდგილი დაიკავა ესპანურმა.

სუბტიაბა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სუბტიაბა არის გარდაცვლილი ენა ერთიანდებოდა ოტო-მანგუეურ ენათა ჯგუფში. ამ ენაზე მოსაუბრეთა განსახლების არეალი იყო ნიკარაგუის წყნარი ოკეანის დაბლობებზე. 1925 წელს ედუარდ საპირმა დაწერა სტატია მწირ დასაბუთებაზე დაყრდნობით, სადაც წამოაყენა მოსაზრება, რომ ეს ენა ჰოკანთა ენას ეკუთვნოდა. ზოგიერთი8 კი ხიკაკესა და ტოლის ენებს უნათესავებდა. 1925 წლისთვის სუბტიაბას ენა მიმქრალი ენა იყო.

მანგუე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნიკარაო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ასევე ცნობილია პიპილ-ნიკარაოს სახელით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]