ელექტრომაგნიტური ველი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ელექტრომაგნიტური ველი — ფიზიკური ველი რომელსაც წარმოქმნიან ელექტრული მუხტის მქონე სხეულები. ის გავლენას ახდენს დამუხტული ნაწილაკების მოძრაობაზე. ელექტრომაგნიტური ველი განსაზღვრავს ელექტრომაგნიტურ ურთიერთქმედებას, რომელიც წარმოადგენს ბუნებაში არსებული ოთხი ფუნდამენტური ურთიერთქმედებიდა ერთ-ერთს (გრავიტაციასთან, სუსტ და ძლიერ ურთიერთქმედებათან ერთად).

ელექტრომაგნიტური ველი შეიძლება წარმოდგენილი იქნას როგორც ელექტრული ველისა და მაგნიტური ველის კომბინაცია. ელექტრულ ველს აგენერირებენ უძრავი მუხტები, ხოლო მაგნიტური ველის წყაროა მოძრავი მუხტი (ელექტრული დენი). მუხტებისა და დენების ურთიერთქმედება ელექტრომაგნიტურ ველთან აღიწერება მაქსველის განტოლებებითა და ლორენცის ძალით.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]