ჰუსნი ალ-ზაიმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰუსნი ალ-ზაიმი
ჰუსნი ალ-ზაიმი
სირიის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
11 აპრილი, 1949 – 14 აგვისტო, 1949
წინამორბედიშუქრი კუათლი
მემკვიდრეჰაშიმ ალ-ათასი

სირიის პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
17 აპრილი, 1949 – 26 ივნისი, 1949
წინამორბედიჰალედ ბეი ალ-აზემი
მემკვიდრემუჰსინ ალ-ბარაზი

დაბადებული1897
ალეპო, ოსმალეთის იმპერია
გარდაცვლილი14 აგვისტო, 1949
დამასკო, სირია
პოლიტიკური პარტიასირიის სოციალური ნაციონალისტური პარტია და ბაასი
პროფესიასამხედრო, პოლიტიკოსი

ჰუსნი ალ-ზაიმი (არაბ. حسني الزعيم, ქურთ. Husnî Zeîm, Husniyê Zeîm; დ. 1897, ალეპო, ოსმალეთის იმპერია — გ. 14 აგვისტო, 1949, დამასკო, სირია) — სირიის პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი 1949 წლის განმავლობაში.

წარმოშობით იყო ქურთული ოჯახიდან. გახდა ოსმალეთის იმპერიის, მოგვიანებით საფრანგეთის არმიის ოფიცერი. სირიის დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ გახდა გენერალური შტაბის უფროსი.

ხელისუფლებაში მოვიდა სახელმწიფო გადატრიალების შედეგად. ვერ სარგებლობდა მოსახლეობის მხარდაჭერით და გადააყენეს 4 თვის შემდეგ ყოფილმა მოკავშირეებმა. სიკვდილით დასაჯეს 1949 წლის 14 აგვისტოს დამასკოში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Jeffrey Sosland, Cooperating Rivals: The Riparian Politics of the Jordan River Basin, SUNY Press, 2007
  • Elmer Berger, Peace for Palestine: First Lost Opportunity,University Press of Florida, 1993