ჰუგო უივინგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰუგო უივინგი
მშობლიური სახელი Hugo Wallace Weaving
დაბადების თარიღი 4 აპრილი, 1960
იბადანი, ნიგერია
ეროვნება ბრიტანელი
ალმა-მატერი დრამატული ხელოვნების ეროვნული ინსტიტუტი
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1981-დან - დღემდე
პარტნიორ(ებ)ი კატრინა გრინვუდი (1984-დან - დღემდე)
შვილ(ებ)ი 2
ნათესავები სამანტა უივინგი (დისშვილი)

ჰუგო უოლესი უივინგი (დ. 4 აპრილი, 1960) — ბრიტანელი მსახიობი, რომელიც ცხოვრობს ავსტრალიაში. იგი ცნობილია აგენტ სმიტის როლის შესრულებისთბის მატრიცას ტრილოგიაში (1999–2003), ელრონდის როლისვის ბეჭდების მბრძანებელსა (2001–2003) და ჰობიტში (2012–2014) ვის როლისთვის V ანუ ვენდეტა (2005), და წითელი თავის ქალის როლისთვის ფილმში კაპიტანი ამერიკა: პირველი შურისმაძიებელი (2011).

უოვინგის პირველი სატელევიზიო როლი იყო 1984 წელს ავსტრალიის სატელევიზიო სერიალში სხეულის ხაზი, სადაც მან ითამაშა ინგლისელი კრიკეტის კაპიტანი დუგლას ჯარდინის როლი. მან პირველი პოპულარობა მოიპოვა მარტინს როლის შესრულებისთვის ავსტრალიურ დრამაში მტკიცებულება (1991). უოვინგმა ითამაშა ენტონი ,,ტიკი" ბელოროზის / მიცი დელ ბრას როლი კომედიურ-დრამაში პრისცილას თავგადასავალი, უდაბნოს დედოფალი (1994); და რამდენიმე როლი სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმში ღრუბლის ატლასი (2012). მის მიერ გახმოვანებულ როლებში შედის რექსის, მეცხვარე ძაღლის როლი ბავშვში (1995), ნოას, წამყვანი უხუცესი იმპერატორი პინგვინის როლი ბედნიერ თათებში (2006) და ბედნიერი თათების მეორე ნაწილში (2011). ასევე მეგატრონის როლი ფილმში ტრანსფორმერები.

უივინგის ჯილდოები მსახიობობისთვის მოიცავს სატელიტის პრემიას, MTV კინოს პრემიასა და ავსტრალიის კინო ინსტიტუტის ექვს პრემიას .

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უივინგი დაიბადა 1960 წლის 4 აპრილს იბადანის უნივერსიტეტის სასწავლო საავადმყოფოში, ნიგერიის ქალაქ იბადანში, ბრიტანელ მშობლების ოჯახში; ის არის გიდისა და ყოფილი მსაწავლებლის, ენ ლენარდის (დ. 1934 წელს)[1] და სეისმოლოგ უოლენს უივინგის (დაიბადა 1929 წელს) ოჯახში.[2][3][4] უოვინგის დედის დედა ბელგიელი იყო. მისი დაბადებიდან ერთი წლის შემდეგ, მისი ოჯახი დაბრუნდა გაერთიანებულ სამეფოში. ისინი ცხოვრობდნენ ბედფორდსა და ბრაიტონში, მოგვიანებით კი გადავიდნენ მელბურნსა და სიდნეიში; შემდეგ იოჰანესბურგში, სამხრეთ აფრიკაში; ბოლოს კი კვლავ გაერთიანებულ სამეფოში.[2] დიდ ბრიტანეთში ყოფნის დროს, მან დაუნსების სკოლაში ჩააბარა, ვრაქსალში, ბრისტოლის მახლობლად. დაუნსის სკოლაში ყოფნის დროს, 1973 წელს უივინგმა ითამაშა ერთ – ერთი პირველი თეატრალური როლი. მისი ოჯახი დაბრუნდა ავსტრალიაში 1976 წელს, სადაც ის სიდნეის კნოქსის გრამატიკის სკოლაში სწავლობდა. 1981 წელს დაამთავრა სიდნეის დრამატული ხელოვნების ეროვნული ინსტიტუტი.

ჰუგო 2013 წელს სიდნეის ფილმის ფესტივალზე

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როდესაც უივინგი 13 წლის იყო, მას ეპილეფსიის დიაგნოზი დაუსვეს. ეს დაავადება მას თავს ხშირად არ ახსენებდა და 18 წლის გახდომის შემდეგ უივინგი თავს მაინც იკავებს მანქანის მართვისაგან.[5] 1984 წლიდან მისი შეყვარებული იყო კატრინა გრინვუდთან.[6] ისინი ცხოვრობენ სიდნეიში და ჰყავთ ორი შვილი, ჰარი (1989 წ.) და ჰოლი (1993 წ.). ჰარი არის მსახიობი, რომლის სასცენო სახელია ჰარი გრინვუდი.[7] ჰუგოს ასევე ჰყავს ძმა, სიმონი და და, ანა ჯეინი. მისმა ორი დიშვილი სამარა უივინგი და მორგანი სამსახიობო საქმიანობას მისდევენ.[8]

2004 წელს უივინგი გახდა ცხოველთა უფლებების დაცვის ავსტრიული ორგანიზაციის ვოისელსის ავსტრალიის ელჩი. ის ესწრება ღონისძიებებს, ორგანიზაციას ეხმარება ინტერვიუების ორგანიზებაში და წლიური გრანტების მიმღებთა განსჯაში.[9] იგი ასევე იყო სპიკერი ეპილეფსიით დაავადებულთათვის სატელევიზიო საქველმოქმედო ღონისძიებისთვის.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი სათაური როლი შენიშვნები
1981 ...ალბათ ახლა მოსწავლე
1983 ქალაქის პირას ენდი ვაითი
1986 მარტო სიყვარულისთვის ჯონათან ქროუ
1987 მემარჯვენე კაცი ნედ დეივინი
1990 ...თითქმის ჯეიკი
1991 მტკიცებულება მარტინი AACTA ჯილდო საუკეთესო მამაკაცის როლისთვის
1992 გზა ალისასკენ ლუისი
1993 ქალბატონები ჯონათან ვითსი
წინდაუხედავი კელი სერ ჯონი
1994 გადასახლებული ინესი
უდაბნოს დედოფალი პრისცილას თავგადასავალი ანტონი ,,ტიქკ" ბეროუზი / მიცი დელ ბრა ნომინირებული — AACTA ჯილდო საუკეთესო მამაკაცის როლისთვის
რა ხდება, ფრენკ? Strange Packer in Supermarket
1995 ბეიბი მეცხვარე ძაღლი რექსი გახმოვანება
1996 კუზიანი ნოტრ-დამიდან ფროლოს ჯარისკაცები გახმოვანება
1997 ნამდვილი სიყვარული და ქაოსი Morris
1998 ბეიბი:გოჭი ქალაქში მეცხვარე ძაღლი რექსი გახმოვანება
ინტერვიუ ედი როდნი ფლემინგი AACTA ჯილდო საუკეთესო მამაკაცის როლისთვის
მონტრეალის მსოფლიო ფილმის ფესტივალის ჯილდო საუკეთესო მამაკაცი მსახიობისათვის
ნომინირებული — FCCA ჯილდო საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებული მამაკაცისთვის
კოცნა ბერი
1999 უცხო პლანეტა სტივენი
მატრიცა აგენტი სმითი ნომინირებული - ბლოქბასტერის საგანმანათლებლო ჯილდო საუკეთესო ბოროტმოქმედის როლისთვის

ნომინირებული - სატურნის ჯილდო საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის

2000 მაგიური პუდინგი ბილ ბარნაკი გახმოვანება
2001 რუსული თოჯინა ჰარვი
მოხუცი, რომელიც სასიყვარულო ამბებს კითხულობს რუბიკონდო (კბილის ექიმი) ნომინირებული - AACTA ჯილდო საუკეთესო მეორეხარსიხოვანი როლის შესრულებისთვის

ნომინირებული - FCCA ჯილდო საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის

ბეჭდების მბრძანებელი: ბეჭდის საძმო ელრონდი ნომინირებული - გილდიის ჯილდო სამსახიობო ჯგუფის საუკეთესო შესრულებისთვის
2002 ბეჭდების მბრძანებელი: ორი ციხე-კოშკი
2003 ბეჭდების მბრძანებელი: მეფის დაბრუნება
  • მაუწყებლის ფილმის კრიტიკოსთა ასოციაციის ჯილდო საუჯეთესო სამსახიობო ჯგუფისთვის
  • ეროვნული დაფის ჯილდო საუკეთესო სამსახიობო ჯგუფისთვის
  • გილდიის ჯილდო საუკეთესო სამსახიობო ჯგუფისთვის
მატრიცა 2: გადატვირთვა აგენტი სმიტი ნომინირებული — MTV ჯილდო საუკეთესო ბრძოლისთვის (კიანუ რივზთან ერთად)
მატრიცა 3:რევოლუცია
2004 ყველაფერი წარმავალია რეი Inside Film ჯილდო: საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი
ატმები ალანი
2005 პატარა თევზი ლიონელ დოუსონი AACTA ჯილდო საუკეთესო ძირითადი როლის შემსრულებელი მამაკაცისთვის

FCCA ჯილდო საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის

Inside Film-ის ჯილდო საუკეთესო მამაკაცი მსახიობისთვის
2006 V ანუ ვენდეტა V ნომინირებული - საერთაშორისო ჯილდო საუკეთესო მამაკაცის როლისთვის
ბედნიერი თათები ნოე გახმოვანება
2007 ტრანსფორმერები მეგატრონი გახმოვანება

ნომინირებული - ახალგაზდების არჩევანის ჯილდო ბოროტმოქმედის როლისთვის

მსახიობთა კომპანიაში საკუთარი თავი / ჯაჯ ბრექი
2009 ტრანსფორმერები: დამარცხებულთა შურისძიება მეგატრონი გახმოვანება
უკანასკნელი მგზავრობა კევი ნომინირებული — AACTA ჯილდო საუკეთესო მამაკაცი მსახიობისთვის
2010 მგელკაცა დეტექტივი ფრანცის აბერლაინი
ფორთოხლები და მზის სხივები ჯეკი AACTA ჯილდო საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლისთვის

ნომინირებული — სატელიტის ჯილდო საუკეთესო მეორე ხარისხოვანი როლისთვის
2011 ტრანსფორმერები: მთვარის ბნელი მხარე მეგატრონი გახმოვანება
კაპიტანი ამერიკა: პირველი შურისმაძიებელი ჯოან შმიდტი / წითელი თავისქალა ნომინირებული — ახალგაზრდების არჩევანის ჯილდო საუკეთესო ბრძოლის სცენისთვის (კრის ევანზთან ერთად)

ნომინირებული — სქრიმის ჯილდო საუკეთესო ბოროტმოქმედისთვის
ბედნიერი თათები 2 ნოე გახმოვანება
2012 ღრუბლის ატლასი ჰასკელ მური

ტადეუშ კესელრინგი

ბილ სმოკი

მედდა ნოაკესი

ბორდმენი მეფი

მოხუცებული ჯორჯი

ჰობიტი: მოულოდნელი მოგზაურობა ელრონდი
2013 საიდუმლო გზა ჯონო
მობრუნება ბობ ლენგი ნომინირებული — AACTA ჯილდო საუკეთესო მამაკაცის როლისთვის
2014 ნარკოკურიელი ქროფტი ნომინირებული — AFCA ჯილდო საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობისათვის
ჰობიტი: ხუთი არმიის ბრძოლა ელრონდი
2015 უცნობთა მიწა დევიდ რეი
მკერავი ქალი სერჟანტი ფარადი AACTA ჯილდო საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლისთვის

AFCA ჯილდო საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობისათვის
ნომინირებული — ავსტრალიის ფილმის კრიტიკოსთა წრის ჯილდოზე საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის
2016 ჰაქსოუს გმირი ტომ დოსი AACTA ჯილდო საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობისათვის
2017 ჯასპერ ჯონსი მედ ჯექ ლიონელი ნომინირებული — AACTA ჯილდო საუკეთესო მეორეხარისხოვანი მამაკაცის როლისთვის
2018 მტაცებელი ქალაქები თადეუს ვალენტინი
2019 გულები და ძვლები დენიელ ფიშერი ნომინირებული — AACTA ჯილდო საუკეთესო მამაკაცის როლისთვის
2020 ზომა ზომისთვის დიუკი
ლავლენდი დოქტორი ბერგმენი
მარტოხელა მგელი პოლიციის მინისტრი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Meet the listener: Anne Lennard, wartime evacuee – Life Matters. ABC (29 September 2009). ციტირების თარიღი: 8 August 2010.
  2. 2.0 2.1 „Quiet achiever“. The Sydney Morning Herald. 3 April 2006. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 June 2011. ციტირების თარიღი: 12 March 2010.
  3. Hugo Weaving Profile: Biography, Filmography & Photos. uk.movies.yahoo.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 June 2011. ციტირების თარიღი: 8 August 2010.
  4. Meet the listener: Anne Lennard, wartime evacuee – Life Matters. ABC (29 September 2009). ციტირების თარიღი: 8 August 2010.
  5. Hoffman, Barbara. Aussie lord of the stage. New York Post. ციტირების თარიღი: 10 November 2012.
  6. McCauley, Mary Carole. From 'Captain America' to 'Uncle Vanya,' Hugo Weaving stretches his acting chops. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 ნოემბერი 2013. ციტირების თარიღი: 21 October 2012.
  7. „Harry Greenwood shines in first lead TV role in Gallipoli and he's the spitting image of dad Hugo Weaving“. News.com.au. 30 January 2015. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 April 2016. ციტირების თარიღი: 17 April 2016.
  8. Samara Weaving (as Indigo Walker). Home and Away Cast Biographies. ციტირების თარიღი: 10 November 2012.
  9. Hugo Weaving | Voiceless. Voiceless. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 სექტემბერი 2012. ციტირების თარიღი: 10 November 2012.