ჰოფენჰაიმი (საფეხბურთო კლუბი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰოფენჰაიმი
სრული სახელი Turn- und Sportgemeinschaft 1899 Hoffenheim e.V.
დაარსდა 1 ივლისი, 1899
სტადიონი ვირსოლ რეინ არენა, ზინსჰაიმი
(ტევადობა: 30 150 მაყურებელი [1])
პრეზიდენტი გერმანიის დროშა დიტმარ ჰოპი
მწვრთნელი გერმანიის დროშა სებასტიან ჰიონესი
ლიგა ბუნდესლიგა
2021-22 მე-9 ადგილი
საიტი ოფიციალური საიტი
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა
მესამე ფორმა

საფეხბურთო კლუბი ჰოფენჰაიმი (გერმ. TSG 1899 Hoffenheim) — გერმანიის საფეხბურთო კლუბი. „ჰოფენჰაიმი“ დაარსდა 1899 წელს. კლუბი წარმოადგენს სოფელ ჰოფენჰაიმს, რომელიც მდებარეობს ზინსჰაიმის მუნიციპალიტეტში. 2008 წლიდან გუნდი ასპარეზობს პირველ ბუნდესლიგაში.

ბუნდესლიგა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2007-2008 წლებში „ჰოფენჰაიმმა“ მეორე ადგილი დაიკავა მეორე ბუნდესლიგაში და პირველში აღზევდა. პირველივე სეზონი გერმანიის უმაღლეს ლიგაში კლუბისთვის წარმატებული გამოდგა. „ჰოფენჰაიმი“ სადებიუტო სეზონშივე ბუნდესლიგის პირველი წრის ჩემპიონი გახდა, თუმცა საბოლოოდ ტურნირი მე-7 ადგილზე დაასრულა.

2012-2013 წლების სეზონში „ჰოფენჰაიმმა“ მე-16 ადგილი დაიკავა და გადათამაშების ზონაში მოხვდა, თუმცა მოახერხა ლიგაში დარჩენისთვის ორმატჩიან დაპირისპირებაში „კაიზერსლაუტერნის“ დამარცხება.

2016-2017 წლების სეზონში „ჰოფენჰაიმმა“ ისტორიულ შედეგს მიაღწია. გუნდმა ტურნირი მე-4 ადგილზე დაასრულა, რითაც ისტორიაში პირველად ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. TSG 1899 HOFFENHEIM. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-09-01. ციტირების თარიღი: 2017-12-17.
  2. BUNDESLIGA.
 პორტალი ფეხბურთი — დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები ფეხბურთზე.