ჰომი ბჰაბჰა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰომი ბჰაბჰა
ჰინ. होमी जहांगीर भाभा
დაბ. თარიღი 30 ოქტომბერი, 1909(1909-10-30)[1] [2] [3] [4] [5]
დაბ. ადგილი მუმბაი
გარდ. თარიღი 24 იანვარი, 1966(1966-01-24)[1] [2] [3] [4] [5] (56 წლის)
გარდ. ადგილი ბოსონი
მოქალაქეობა ინდოეთი
 ბრიტანეთის ინდოეთი
Dominion of India
საქმიანობა ბირთვული ფიზიკოსი
მუშაობის ადგილი Indian Institute of Science, Bengaluru და Tata Institute of Fundamental Research
ალმა-მატერი მუმბაის უნივერსიტეტი, კემბრიჯის უნივერსიტეტი, კათედრალი და ჯონ კონონის სკოლა და Elphinstone College
ჯილდოები სამეფო საზოგადოების წევრი, Padma Bhushan in science & engineering, ადამსის პრემია, ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი და Melchett Medal

ჰომი ჯიჰანგირ ბჰაბჰა (დ. 30 ოქტომბერი, 1909, ბომბეი — გ. 24 იანვარი, 1966, მონბლანი) — ინდოელი ბირთვული ფიზიკოსი. ტატას სახელობის ფუნდამენტური კვლევითი ინსტიტუტის პროფესორი [6], დიდი ბრიტანეთის სამეფო საზოგადოების წევრი, წმინდა და გამოყენებითი ფიზიკის საერთაშორისო კავშირის პრეზიდენტი, ამერიკის მეცნიერებისა და ხელოვნების აკადემიის წევრი[7]. აგრეთვე 1951 და 1953-1956 წლებში იყო ნობელის პრემიის ნომინანტი ფიზიკის დარგში[8].

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ომი ჯინაჰგირ ბჰაბჰა დაიბადა 1909 წლის 30 ოქტომბერს ბომბეიში, შეძლებულ უჯახში. ბჰაბჰამ დაწყებითი, საშუალო და უმაღლესი განათლება მშობლიურ ქალაქში მიიღო. 1935 წელს იგი უკვე მეცნიერებათა დოქტორია.

მოღვაწეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბჰაბჰას პირველი გამოკვლევები შესრულდა 1930-1940 წლებში. ეს პერიოდი ინდოეთში იყო მეცნიერული პროგრესის პერიოდი. ნახსენები გამოკვლევები მან ჩაატარა ნილს ბორთან, პოლ დირაკთან, ენრიკო ფერმისთან და ვოლფგანგ პაულისთან კონტაქტების საფუძველზე.

1930-იან წლებში ბჰაბჰამ საკუთარი კვლევების საფუძველზე მოგვცა ელექტრონ-პოზიტრონის გაბნევის თეორიის ფორმულირება, რომელიც ფიზიკაში შევიდა „ბჰაბჰას თეორიის“ სახელწოდებით. 1937 წელს პარტნიორთან ერთად გამოაქვეყნა კოსმოსურ სხივებში ელექტრონ-ფოტონური ნაკადის კასკადური თეორია. ეს თეორია შემდგომში საფუძვლად დაედო კოსმოსური სხივების რბილი კომპონენტების გაგებას. ბჰაბჰას სხვა ნაშრომები ეხებოდა იმდროისათვის ძალზედ აქტუალურ საკითხს — უმაღლესი სპინის მქონე მეზონებისა და ელემენტარული ნაწილაკების თეორიას. აღსანიშნავია, რომ სწორედ ბჰაბჰა იყო სიტყვა „მეზონის“ განსაზღვრის ავტორი. მან მოგვცა მძიმე ელექტრონების, ანუ მიუონების მატერიასთან ურთიერთქმედების ახლებური გაგება. ასევე მან განიხილა მრავალრიცხოვანი მეზონების წარმოქმნა დიდი მასების შეჯახების საფუძველზე და დაამტიკა, რომ მეზონების ამ გზით წარმოქმნა ძირითადად დამოკიდებულია ბირთვში მეზონის ველის ლოკალიზებულ ენერგიაზე.

1945 წელს ბჰაბჰამ მდიდარი ინდოელი მეცემენტის დახმარებით ბომბეიში შექმნა ტატას სახელობის ფუნდამენტური გამოკვლევის ინსტიტუტი. ბჰაბჰას მიერ დაწყებული გამოკვლევები მიმდინარეობდა წმინდა მათემატიკის, ატომური ფიზიკის, ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკის, გეოფიზიკის, ელექტროდინამიკის, რადიოასტრონომიის, მოლეკულური ბიოლოგიის, გამოთვლითი ტექნიკის და დაბალი ტემპერატურის ფიზიკის სფეროში. ეს ყოფელივე ბჰაბჰას მრავალმხრივ შემოქმედებით უნარს ადასტურებს. თუმცა ფიზიკის გარდა ბჰაბჰა იყო გატეცებული ხელოვნებით, განსაკუთრებით მუსიკითა და მხატვრობით.

სიცოცხლის ბოლო წლებში ბჰაბჰამ დაამუშავა ინდოეთში ატომური პროგრამა, რომელსაც მისდევდა სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე. ასევე იგი ხელმძღვანელობდა ატომურ ცენტრს ინდოეთში. 1957 წელს ბომბეის მახლობლად მანვე შექმნა ბომბეის ატომური ცენტრი.

ბჰაბჰა ჭეშმარიტი ინტერნაციონალისტი იყო. მას ძალზედ აინტერესებდა კაცობრიობის მომავალი. ბჰაბჰა თავის გამოსვლებში არაერთხელ აღნიშნავდა:

ვიკიციტატა
„ინდოეთმა იცის როგორ გააკეთოს ატომური ბომბი და აქვს ყოველივე აუცილებელი ამისათვის, მაგრამ ის არ გამოიყენებს ამას ამ მიზნით.“

ჰომი ბჰაბჰა გარდაიცვალა 1966 წლის 24 იანვარს, თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად, მონბლანში[9].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • პარკაძე ვ., ფიზიკოსების შესახებ, ტ. IV, გვ. 297-300, თბ., 1980.
  • Д. И. Блохинцев, Хеми Джихангир Баба, «Успехи физических наук», 1966, т. 89, в. 1.
  • Scienziati e tecnologi. Contemporanei. V. I, Milano, 1974.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]