ჰიპერტექსტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დოკუმენტები, რომლებიც ერთმანეთთან ჰიპერბმულითაა დაკავშირებული

ჰიპერტექსტი (ინგლ. hypertext) ანუ ჰიპერტექსტური სისტემა — სხვადახსვა ტიპის დოკუმენტების სისტემა, რომელშიც ყოველი დოკუმენტი დაკავშირებულია რომელიმე სხვა დოკუმენტთან ამავე სისტემიდან. კავშირი (link) ჰიპერტექსტურ სისტემაში არის ერთი დოკუმენტის მეორე დოკუმენტზე გადასვლის საშუალება. კავშირს ჰიპერტექსტურ დოკუმენტში ზოგჯერ ჰიპერკავშირს (hyperlink) უწოდებენ. კავშირზე მაუსის ერთხელ დაწკაპებით (click) ხდება ჰიპერტექსტურ სისტემაში დაკავშირებული დოკუმენტების გამოძახება კომპიუტერის ეკრანზე. ჰიპერტექსტური დოკუმენტი (hypertext document) არის ისეთი დოკუმენტი ჰიპერტექსტური სისტემიდან, რომელშიც ერთი კავშირი (link) მიანც არსებობს ამავე სისტემის სხვა დოკუმენტთან, როგორიც არ უნდა იყოს ის: ტექსტი, ნახატი, ხმა, კომპიუტერული პროგრამა, ხმაური, ანიმაცია, ვიდეო სხვადასხვა ტიპის დოკუმენტების ერთ სისტემაში დაკავშირების შესაძლებლობის გამო ჰიპერტექსტურ სისტემას უწოდებენ აგრეთვე ჰიპერმედიურს (hypermedia). „მსოფლიო აბლამუდა“ (world wide web) არის ჰიპერტექსტური სისტემა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]