ჰილდა ჰაინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰილდა ჰაინი
ჰილდა ჰაინი
მარშალის კუნძულების პრეზიდენტი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა3 იანვარი 2024
წინამორბედიდავიდ კაბუა
თანამდებობაზე ყოფნის დრო
28 იანვარი 2016 – 13 იანვარი, 2020
წინამორბედიკასტენ ნემრა
მემკვიდრედავიდ კაბუა

დაბადებული6 აპრილი 1951
ჯალუიტი, მარშალის კუნძულები

ჰილდა ჰაინი (ინგლ. Hilda Cathy Heine; დ. 6 აპრილი, 1951) — მარშალის კუნძულელი პედაგოგი და პოლიტიკოსი. მარშალის კუნძულების პრეზიდენტი მოქმედი პრეზიდენტი 2024 წლის 3 იანვრიდან და ყოფილი პრეზიდენტი 2016 წლის 28 იანვრიდან 2020 წლის 13 იანვრამდე. პრეზიდენტის თანამდებობის დაკავებამდე იყო განათლების მინისტრი. პირველი ადამიანი მარშალის კუნძულებზე, რომელმაც მიიღო მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. ქალთა უფლებების ჯგუფის დამაარსებელი. პირველი ქალი ქვეყნის მეთაურის თანამდებობაზე[1], ასევე პირველი ქალი პრეზიდენტი მიკრონეზიის ქვეყნებში[2][3][4].

ჰილდა ჰაინი სწავლობდა აშშ-ში, ერთ-ერთ კოლეჯში, სადაც 1970 წელს ორეგონის შტატის უნივერსიტეტში მიიღო ბაკალავრის ხარისხი. 1975 წელს ჰავაის შტატის უნივერსიტეტში მიიღო მაგისტრის ხარისხი[5].

1975–1982 წლებში მუშაობდა მაჯუროში მარშალის კუნძულების უმაღლეს სკოლაში. 2000 წელს დააარსა ჯგუფი ქალთა უფლებებისთვის[6]. 2005 წლიდან განათლების მინისტრია. წარმოადგენს ატოლ აურს მარშალის კუნძულების საკანონმდებლო კრებაში[7] . 2016 წლის 27 იანვარს აირჩიეს პრეზიდენტად. იყო ერთადერთი კანდიდატი და 33 წევრიდან მიიღო 24 ხმა. მან შეცვალა კასტენ ნემრა, რომელიც გადააყენეს ინაუგურაციიდან ერთი კვირის თავზე უნდობლობის ვოტუმის შედეგად[8][9].

2023 წლის ნოემბრის საყოველთაო არჩევნების შემდეგ აირჩიეს ქვეყნის პრეზიდენტად და 2024 წლის 3 იანვარს მეორედ შეუდგა აღნიშნული მოვალეობის შესრულებას.[10][11]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Johnson, Giff (2016-01-28). „Hilda emerges as RMI President“. Marshall Islands Journal. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-01-31. ციტირების თარიღი: 2016-01-31.
  2. „Hilda Heine Becomes First Women President Of The RMI“. East-West Center (Radio New Zealand International). 2016-01-27. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-10. ციტირების თარიღი: 2016-01-31.
  3. „Hilda Heine elected Marshalls president“. Radio New Zealand International. 2016-01-28. ციტირების თარიღი: 2016-01-31.
  4. „First female President Hilda Hine elected in the Marshall Islands“. PACNews (Pacific Islands News Association). 2016-01-27. ციტირების თარიღი: 2016-01-31.
  5. Marshall Islands. Pacific Women in Politics. ციტირების თარიღი: 5 June 2015.
  6. „First Female President Hilda Hine Elected In The Marshall Islands“. RNZI. Papua New Guinea Today. 28 Jan 2016. ციტირების თარიღი: 31 January 2016.
  7. (4 April 2013) Marshall Islands Land Ownership and Agricultural Laws Handbook - Strategic Information and Basic Laws. Lulu.com, გვ. 22. ISBN 978-1-4387-5952-4. 
  8. „Hilda Heine elected first female Pacific leader as president of Marshall Islands“. ABC News. January 27, 2016. ციტირების თარიღი: January 27, 2016.
  9. „Hilda Heine elected Marshalls president“. Radio New Zealand. January 27, 2016. ციტირების თარიღი: January 27, 2016.
  10. Johnson, Giff. Marshall Islands election results declared as high-profile incumbents lose re-election. RNZ (30 December 2023).
  11. Ko Lin. Taiwan congratulates new Marshall Islands President Hilda Heine. Focus Taiwan (2 January 2024).