ჰეტჩბეკი (ავტომობილი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ფოლკსვაგენის“ გოლფი, სამკარიანი ჰეტჩბეკი.

ჰეტჩბეკი (ინგლ. hatchback — უკანა ასახდელი ლიუკი) — მსუბუქი ავტომობილის სახეობა, რომელსაც საბარგულის უკანა კარი, სრულად ეხდება ქვემოდან ზემოთ[1][2] და ჩვეულებრივ, გააჩნია ერთიანი სივრცე, მგზავრებისა და ბარგის განსათავსებლად.

უმეტეს შემთხვევაში, ჰეტჩბეკით მოიხსენიებენ მცირე ზომის მანქანებს, საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის განკუთვნილს, თუმცა ჰეტჩბეკის ტიპის კარი აგრეთვე მრავალი სხვა სახეობის მანქანებშიც გამოიყენება, მათ შორის სპორტულ ავტომობილებში, ყველგანმავალ უნივერსალებსა და დიდი ზომის მდიდრულ ავტომობილებშიც.

მახასიათებლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰეტჩბეკისა და უნივერსალის ტიპის მანქანების შედარება.

ჰეტჩბეკს სედანის ტიპის მანქანებისგან გამოარჩევს უკან მდებარე ასახდელი კარი,[3] რომლის ანჯამებიც განთავსებულია ზემოთ, ჭერის დონეზე, მაშინ როცა სედანის შემთხვევაში, ისინი ფანჯრის ქვემოთ მდებარეობს. ჰეტჩბეკების უმეტესობას გააჩნია ორგანყოფილებიანი აგებულება, სადაც სამგზავრო და საბარგო სივრცეები გაერთიანებულია. უკანა სავარძელი, ხშირ შემთხვევაში იკეცება, ბარგისთვის მეტი ადგილის გამოსათავისუფლებლად.[4][5]

ჩვეულებრივ, ჰეტჩბეკის საბარგულის ლიუკს, ცალკე კარად თვლიან. თუ ამგვარ მანქანას გვერდებზე ორი კარი აქვს, ეს ნიშნავს რომ იგი სამკარიანი მოდელია, ხოლო თუ მგზავრების ჩასასხდომად გვერდებზე ოთხი კარი აქვს, ე.ი. ხუთკარიანი მოდელია.

ჰეტჩბეკი მეტად ჰგავს უნივერსალის ტიპის მანქანებს, როგორც ორგანყოფილებიანი აგებულებით, აგრეთვე სამგზავრო-საბარგო ერთიანი სირვცით[3] და ჭერის დონეზე[6] დაკიდებული საბარგულის კარით (რომელსაც უნივერსალის შემთხვევაში „უკანა გადასახსნელი ბორტი“ ეწოდება). თუმცა, მისგან განსხვავებით უკანა განაკიდი შედარებით მოკლე აქვს და არც უკანა (D) დგარი არ გააჩნია. შედეგად, ჰეტჩბეკის საბარგულის კარი უფრო მეტადაა დახრილი და სალონის სივრცეც ნაკლებია, მაშინ როცა უნივერსალში, მესამე რიგის სავარძლის დატევის შესაძლებლობაც კი არის, მგზავრთა რაოდენობის გასაზრდელად.[5]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ჰეტჩბეკის განმარტება ინგლისურად, Thesaurus and Encyclopedia. Thefreedictionary.com. ციტირების თარიღი: 2019-3-1.
  2. ჰეტჩბეკის განმარტება ინგლისურად ლექსიკონში Merriam-Webster Dictionary. Merriam-webster.com (2012-8-30). ციტირების თარიღი: 2019-3-1.
  3. 3.0 3.1 Erjavec, Jack (2005). Automotive Technology: a Systems Approach Volume 2. Thomposon Delmar Learning, გვ. 55. ISBN 978-1-4018-4831-6. ციტირების თარიღი: 2019-3-1. 
  4. Hatchback vs Wagon: What’s the Difference Here?. ციტირების თარიღი: 2019-3-1.
  5. 5.0 5.1 Hillier, Victor; Coombes, Peter (2004). Hillier's Fundamentals of Motor Vehicle Technology: Volume 1, Fifth, Nelson Thornes, გვ. 11. ISBN 978-0-7487-8082-2. ციტირების თარიღი: 2019-3-1. 
  6. Car Design Glossary – Part 2: One-Box (Monospace or Monovolume). Car Design News. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 December 2013. ციტირების თარიღი: 2019-3-1.