ჰენრიკ ლარსონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰენრიკ ლარსონი
Henrik Larsson
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
Henrik Edward Larsson
ჰენრიკ ედვარდ ლარსონი
დაბადების
თარიღი
20 სექტემბერი, 1971 (1971-09-20) (52 წლის)
დაბადების
ადგილი
ჰელსინბორგი, შვედეთი
სიმაღლე 177 სმ
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
ახალგაზრდული კარიერა
1977–1988 ჰეგაბორგი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1988–1992 ჰეგაბორგი 64 (23)
1992–1993 ჰელსინგბორგი 56 (50)
1993–1997 ფეიენორდი 101 (26)
1997–2004 სელტიკი 221 (174)
2004–2006 ბარსელონა 40 (13)
2006–2009 ჰელსინგბორგი 84 (38)
2007მანჩ. იუნ. (იჯარა) 7 (1)
2012 როო 1 (0)
2013 ჰეგაბორგი 1 (0)
სულ 575 (325)
ეროვნული ნაკრები
1993–2009 შვედეთი 106 (37)
სამწვრთნელო კარიერა
2009–2012 ლანდსკრუნა
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

ჰენრიკ ედვარდ ლარსონი (დ. 20 სექტემბერი, 1971) — ყოფილი შვედი ფეხბურთელი და საფეხბურთო კლუბ „ლანდსკრუნას“ მწვრთნელი.

ლარსონმა თავისი კარიერა დაიწყო საფეხბურთო კლუბ „ჰეგაბორგში“. შემდეგ ის გადავიდა „ჰელსინგბორგში“, სადაც ის იყო ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი, როდესაც ისინი გამოდიოდნენ შვედეთის ოლსვენსკაში, 1993 წელს. შემდეგ ლარსონი გადავიდა „ფეიენორდში“, ოთხი წლის შემდეგ კი გადავიდა „სელტიკში“, 1997 წელს. მან „სელტიკთან“ ერთად მოიგო ოთხი ტიტული შვიდი წლის განმავლობაში და 315 მატჩში გაიტანა 242 გოლი. 2004 წელს ლარსონი გადავიდა „ბარსელონაში“, სადა მოიგო ორი ტიტული და 2006 წლის ჩემპიონთა ლიგა. „ბარსელონასთან“ კონტრაქტის დამთავრების შემდეგ, ის დაბრუნდა მშობლლიური ქალაქის გუნდში, „ჰელსინბორგში“ და იჯარით გადავიდა „მანჩესტერ იუნაიტედში“ 2007 წლის მარტიდან იანვრამდე. მან ფეხბურთიდან წასვლის დღედ დანიშნა 2009 წლის 20 ოქტომბერი.[1]

ლარსონმა შვედეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების შემადგენლობაში ითამაშა მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატზე სამჯერ და ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე სამჯერ. იყო შვედეთის ეროვნული ნაკრების კაპიტანი. ეროვნული ნაკრების მაისურით ჩატარებულ 106 საერთაშორისო შეხვედრაში გაიტანა 37 გოლი.

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლარსონი დაიბადა ჰელსინბორგში, სკონეში. მისი მამა, ფრანსისკო როხა კაბო-ვერდელია,[2] ხოლო დედა, ევა ლარსონი, შვედი.[3] მისი მშობლები არასდროს ყოფილან ოფიციალურ ქორწინებაში და დაშორდნენ ერთმანეთს, როდესაც ჰენრიკი იყო 12 წლის.[3] მან გადაწყვიტა დედის გვარზე გადასვლა, რათა უფრო მიღებული ყოფილიყო შვედეთში.[4] ჰენრიკი მამამისის დამსახურებად მიიჩნევს მის ფეხბურთისადმი სიყვარულს.[3] მამამისმა ჯერ კიდევ 16 თვის ასაკში აჩუქა შვილს ფეხბურთის ბურთი.[5] ის ასე იხსენებდა სკოლაში გატარებულ წლებს: „მე გამოვცადე რასიზმი, რადგან უჩვეულო იყო შავკანიანი ბავშვი სკოლაში, მე ვიყავი ერთ-ერთი რამდენიმე შავკანიანს შორის“.[6] ის თვალს ადევნებდა ბრიტანეთის საფეხბურთო ჩემპიონატს ტელევიზორით. მას მშობლებმა აჩუქეს პელეს ცხოვრების ისტორიის ამსახველი ვიდეომასალა, რომელმაც ძალიან მოხიბლა ლარსონი.[6]

საკლუბო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლარსონმა კარიერა დაიწყო საფეხბურთო კლუბ „ჰოგაბორგსში“, როდესაც ის იყო ექვსი წლის[6] და პროფესიონალური კარიერა დაიწყო 17 წლის ასაკში, როდესაც ის გადავიდა „ჰელსინბორგში“. მან აქ 56 მატჩში 50 გოლი გაიტანა. მალე მისით დაინტერესდა ნიდერლანდების კლუბი „ფეიენოორდი“, რომელმაც მასში გადაიხადა 295 000 ფუნტი სტერლინგი, 1993 წელს. მას იმ პერიოდებში ასევე ჰქონდა მოლაპარაკებები შვეიცარიის საფეხბურთო კლუბ ციურიხის „გრასჰოპერსთან“.

სელტიკი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1997 წლის ივლისში „ფეიენოორდიდან“ გადავიდა „სელტიკში“ 650 000 ფუნტი სტერლინგის საფასურად.[7] მისი დებიუტი შედგა „ჰიბერნიანის“ წინააღმდეგ, ის შეცვლაზე შემოვიდა. მისი უყურადღებო თამაშით ისარგებლა „ჰიბერნიანის“ ფეხბურთელმა და გაიტანა გოლი „სელტიკის“ კარში. ის მატჩი 2-1 დასრულდა „ჰიბერნიანის“ სასარგბლოდ.[8] მან საკუთარ კარში გაიტანა „სელტიკის“ მაისურით ჩატარებულ პირველი საევროთასო მატჩში, რომელი „სელტიკმა“ მოიგო ანგარიშით 6-3, „ტიროლ ინსბრუკის“ წინააღმდეგ. ცუდი სტარტის შემდეგ მან 18 გოლი გაიტანა „სელტიკის“ მაისურით და გახდა კლუბის ბომბარდირი. 1997 წლის ნოემბერში მან კლუბთან ერთად მოიგო პირველი ტიტული, შოტლანდიის საფეხბურთო ლიგის თასი.

2002-03 წლების სეზონში სელტიკი გავიდა უეფას თასის ფინალში, სადაც დამარცხდა პორტუგალიის საფეხბურთო კლუბ „პორტუსთან“, ანგარიშით 2-3.

წარმატებული გამოდგა ლარსონის მეშვიდე და ბოლო სეზონი „სელტიკში“, მათ მოიგეს შოტლანდიის პრემიერლიგა და თასი.

ბარსელონა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰელსინბორგი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მანჩესტერ იუნაიტედი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაბრუნება ჰელსინბორგში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფეხბურთიდან წასვლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საერთაშორისო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საერთაშორისო გოლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გოლი თარიღი ადგილი მოწინააღმდეგე ანგარიში შედეგი ტურნირი
1 13 ოქტომბერი 1993 რასუნდა, სტოკჰოლმი ფინეთის დროშა ფინეთი 2–1 3–2 1994 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპი
2 20 თებერვალი 1994 ჯო რობი სთედიუმუ, მაიამი აშშ-ის დროშა აშშ 1–1 3–1 ჯო რობის თასი
3 20 აპრილი 1994 Racecourse Ground, რექსემი უელსის დროშა უელსი 1–0 2–0 ამხანაგური მატჩი
4 5 მაისი 1994 რასუნდა, სტოკჰოლმი ნიგერიის დროშა ნიგერია 2–0 3–1 ამხანაგური
5 16 ივლისი 1994 როუ ბოული, პასადენა ბულგარეთის დროშა ბულგარეთი 3–0 4–0 1994 წლის მსოფლიო თასის მატჩი მესამე ადგილისთვის
6 17 აგვისტო 1994 რასუნდა, სტოკჰოლმი ლიეტუვის დროშა ლიეტუვა 4–2 4–2 ამხანაგური
7 1 ივნისი 1996 რასუნდა, სტოკჰოლმი ბელარუსის დროშა ბელარუსი 5–1 5–1 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი
8 14 ოქტომბერი 1998 ნეფტოხიმიკის სტადიონი, ბურგასი ბულგარეთის დროშა ბულგარეთი 1–0 1–0 ევროპის 2000 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი
9 27 მარტი 1999 ულევი, გოტენბურგი ლუქსემბურგის დროშა ლუქსემბურგი 2–0 2–0 ევრო 2000-ს შესარევი
10 9 ოქტომბერი 1999 რასუნდა, სტოკჰოლმი პოლონეთის დროშა პოლონეთი 2–0 2–0 ევრო 2000-ს შესარევი
11 19 ივნისი 2000 ფილიფს სთედიუმი, ეინდჰოვენი იტალიის დროშა იტალია 1–1 1–2 ევრო 2000
12 7 ოქტომბერი 2000 ულევი, გოტენბურგი თურქეთის დროშა თურქეთი 1–0 1–1 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი
13 28 თებერვალი 2001 ტა'ქალი სთედიუმი, ტა'ქალი მალტის დროშა მალტა 2–0 3–0 ამხანაგური
14 6 ივნისი 2001 ულევი, გოტენბურგი მოლდოვის დროშა მოლდოვა 1–0 6–0 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი
15 2–0
16 3–0
17 6–0
18 15 აგვისტო 2001 რასუნდა, სტოკჰოლმი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დროშა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა 1–0 3–0 ამხანაგური
19 1 სექტმბერი 2001 სითი სთედიმი, სკოპიე ჩრდილოეთ მაკედონიის დროშა ჩრდ. მაკედონია 1–0 2–1 2002 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი
20 5 სექტემბერი 2001 ალი სემი იენის სტადიონი, სტამბოლი თურქეთის დროშა თურქეთი 1–1 2–1 2002 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი
21 7 ოქტომბერი 2001 რასუნდა, სტოკჰოლმი აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი 2–0 3–0 2002 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი
22 7 June 2002 კობე უინგ სთედიმი, კობე ნიგერიის დროშა ნიგერია 1–1 2–1 2002 წლის მსოფლიო თასი
23 2–1
24 16 ივნისი 2002 ოიტა სთედიუმი, ოიტა სენეგალის დროშა სენეგალი 1–1 1–2 2002 წლის მსოფლიო თასი
25 5 ივნისი 2004 რასუნდა, სტოკჰოლმი პოლონეთის დროშა პოლონეთი 1–0 3–1 ამხანაგური
26 14 ივნისი 2004 ჟოზე ალვალადე, ლისაბონი ბულგარეთის დროშა ბულგარეთი 2–0 5–0 2004 წლის ევროპის თასი
27 3–0
28 22 ივნისი 2004 Estádio do Bessa Século XXI, პორტო დანიის დროშა დანია 1–1 2–2 ევრო 2004
29 4 სექტემბერი 2004 ეროვნული სტადიონი, ტა'ქალი მალტის დროშა მალტა 7–0 7–0 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი
30 9 ოქტომბერი 2004 რასუნდა, სტოკჰოლმი უნგრეთის დროშა უნგრეთი 2–0 3–0 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი
31 13 ოქტომბერი 2004 Laugardalsvöllur, რეიკიავიკი ისლანდიის დროშა ისლანდია 1–0 4–1 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი
32 3–0
33 17 აგვისტო 2005 ულევი, გოტენბურგი ჩეხეთის დროშა ჩეხეთი 1–0 2–1 ამხანაგური
34 12 სექტემბერი 2005 რასუნდა, სტოკჰოლმი ისლანდიის დროშა ისლანდია 2–1 3–1 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი
35 2 ივნისი 2006 რასუნდა, სტოკჰოლმი ჩილეს დროშა ჩილე 1–0 1–1 ამხანაგური
36 20 ივნისი 2006 რაინენერგიაშტადიონი, კიოლნი ინგლისის დროშა ინგლისი 2–2 2–2 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატი
37 20 აგვისტო 2008 ულევი, გოტენბურგი საფრანგეთის დროშა საფრანგეთი 1–0 2–3 ამხანაგური

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „Celtic legend Larsson to retire from football“. STV Sport. 20 October 2009. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 მარტი 2016. ციტირების თარიღი: 20 October 2009.
  2. Christenson, Marcus (18 May 2003). „Signing off in style: Profile: Henrik Larsson“. The Observer. Guardian News and Media. ციტირების თარიღი: 16 August 2009.
  3. 3.0 3.1 3.2 Asthana, Anushka (20 April 2003). „The big interview Henrik Larsson“. Times Online. ციტირების თარიღი: 4 May 2010.
  4. „Larsson: The Untold Story“. Sunday Mail. 22 April 2001. ციტირების თარიღი: 9 June 2010.
  5. Henrik Larsson Bio – Swedish Striker in 2002 World Cup KidzWorld, 2002
  6. 6.0 6.1 6.2 Ghod Speaks დაარქივებული 2012-04-02 საიტზე Wayback Machine. Manchester Celtic Supporters Club
  7. Henrik Larsson: His first Celtic interview დაარქივებული 2011-10-07 საიტზე Wayback Machine. , STV Sport, 23 October 2009
  8. McPherson, Archie (4 August 1997). „Celtic left standing by slick Charnley“. The Independent. ციტირების თარიღი: 15 June 2009.