ჰენდრიკ პეტრუს ბერლაგე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰენდრიკ პეტრუს ბერლაგე
პირადი ინფორმაცია
დაბ. თარიღი 21 თებერვალი, 1856(1856-02-21)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10]
დაბ. ადგილი ამსტერდამი[11]
გარდ. თარიღი 12 აგვისტო, 1934(1934-08-12)[11] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [12] [10] (78 წლის)
გარდ. ადგილი ჰააგა[11]
ნამუშევრები და მიღწევები
საქმიანობა არქიტექტორი[10] , ქალაქთმშენებელი, ხელოვნების თეორიტიკოსი[10] , ceramicist[13] , ceramics designer[14] და დიზაინერი[15]
მოქალაქეობა  ნიდერლანდების სამეფო[13]
მიმართულება საზოგადოებრივი ხელოვნება
ალმა-მატერი ციურიხის შვეიცარიის უმაღლესი ტექნოლოგიური სკოლა
მნიშვნელოვანი პროექტები ბერლაგებრუგი
ჯილდოები სამეფო ოქროს მედალი და honorary doctor of the Vienna Technical University
შვილ(ებ)ი Hendrik Petrus Berlage, Cato Berlage და Miep van Rooy-Berlage

ჰენდრიკ პეტრუს ბერლაგე (ნიდერლ. Hendrik Petrus Berlage დ. 21 თებერვალი, 1856, ამსტერდამი — გ. 12 აგვისტო, 1934, ჰააგა) — ჰოლანდიელი არქიტექტორი,

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბერლაგე არქიტექტურას სწავლობდა ციურიხის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში 1875-78 წლებში. ამის შემდეგ 3 წელი ევროპაში მოგზაურობდა. 1880 წელს, ჰოლანდიაში მან თეოდორ სანდერსთან პარტნიორობით შექმნა რიგი პრაქტიკული და უტოპიური პროექტებისა. იყო მოდერნისტ არქიტექტორთა საერთაშორისო კონგრესის წევრი. ბერლაგე განიცდიდა ნეო-რომანული აგურის არქიტექტურის და კატალონიური მოდერნიზმის გავლენას. აშკარად შეიმჩნევა ამსტერდამის სავაჭრო ბირჟის შენობაში, რომელშიც ის ასევე ეყრდნობა ვიოლე ლე დიუკის იდეებს. ბერლაგეს 1911 წლის ვიზიტმა აშშ-ში ძლიერად იმოქმედა მის შემოქმედებაზე. ფრენკ ლლოიდ რაიტის ორგანული არქიტექტურა მნიშვნელოვან ზემოქმედებას ახდენს მის შემდგომ მოღვაწეობაზე. მისმა ლექციებმა, ევროპაში დაბრუნების შემდეგ, ხელი შეუწყო რაიტის იდეების გერმანიაში გავრცელებას. ბერლაგე აღიარებული იყო ჰოლანდიის მოდერნისტული არქიტექტურის მამად და ტრადიციონალისტებსა და მოდერნისტებს შორის შუამავლად. მისმა თეორიებმა ბევრი ჰოლანდიური დაჯგუფება შთააგონა მე-20 საუკუნის 20-იან წლებში, როგორებიცაა ტრადიციონალისტები, ამსტერდამის სკოლა, დე სტილი და ახალი ობიექტივისტები. მან მიიღო ბრიტანეთის სამეფო არქიტექტტურული ინსტიტუტის ოქროს მედალი 1932 წელს.

ბერლაგე გარდაიცვალა ჰააგაში 1932 წელს. 1970 წელს საერთაშორისო ასტრონომიულმა კავშირმა მთვარის ერთ-ერთ კრატერს მისი სახელი მიანიჭა.

მისი მთავარი ნამუშევრებია:

  • ამსტერდამის სავაჭრო ბირჟა
  • ამსტერდამის განვითარების გეგმა
  • ბერლაგეს ხიდი ამსტერდამში
  • ჰოლანდიური სახლი, ბიური სტრიტზე ლონდონში
  • წმ. ჰუბერტუსლოტი რომელიც წარმოადგენს კრიოლერ-მიულერის მუზეუმის ნაწილს
  • გემენტემუზეუმი ჰააგაში

1990 წელს ჰოლანდიელმა არქიტექტორმა ჰერცბერგერმა დააარსა ბერლაგეს ინსტიტუტი რომელიც 2012 წელს გადავიდა დელფტის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში, სადაც აგრძელებს მუშაობას როგორც წამყვანი ცენტრი არქიტექტურის და ქალაქგეგმარების კვლევების დარგში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. https://rkd.nl/explore/artists/7383
  2. 2.0 2.1 Hendrik Petrus Berlage
  3. 3.0 3.1 Hendrik Petrus Berlage — 2009.
  4. 4.0 4.1 Encyclopædia Britannica
  5. 5.0 5.1 SNAC — 2010.
  6. 6.0 6.1 StructuraeRatingen: 1998.
  7. 7.0 7.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  8. 8.0 8.1 Singelenberg P. Berlage, H(endrik) P(etrus) // Grove Art Online / J. Turner[Oxford, England], Houndmills, Basingstoke, England, New York: OUP, 2017. — ISBN 978-1-884446-05-4doi:10.1093/GAO/9781884446054.ARTICLE.T008144
  9. Artists of the World Online, Allgemeines Künstlerlexikon Online, AKL Online / Hrsg.: A. Beyer, B. SavoyB: K. G. Saur Verlag, Verlag Walter de Gruyter, 2009. — ISSN 2750-6088doi:10.1515/AKL
  10. 10.0 10.1 10.2 10.3 The Fine Art Archive — 2003.
  11. 11.0 11.1 11.2 Берлаге Хендрик Петрюс // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  12. Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  13. 13.0 13.1 RKDartists
  14. Kennisbank Capriolus
  15. Onze Kunst Nr 7 2e jaargang juli 1903