ჰაჯი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰაჯი მექაში

ჰაჯი (არაბ. حج) — მუსლიმთა პილიგრიმობა მექაში. ამჟამად უდიდესი ყოველწლიური პილიგრიმობა მსოფლიოში, რომელიც ისლამის მეხუთე პილასტრად ითვლება — მორალური ვალდებულება ყოველი ფსიქოლოგიურად და ფინანსურად მომზადებული მუსლიმანისთვის, ერთხელ მაინც მოინახულოს ეს ადგილი სიცოცხლის განმავლობაში. მიუხედავად ამისა, მექაში ყოველწლიურად 2 მილიონი ადამიანი ჩადის მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. ჰაჯი მაჰმადიან ხალხთა სოლიდარობის დემონსტრაცია და მათ მიერ ალაჰისადმი (ღმერთისადმი) მორჩილების გამოხატვაა. პილიგრიმებს განსაკუთრებული ტანსაცმელი აცვიათ, ეს ტანისამოსი ერთნაირია, ამიტომ სხვადასხვა სოციალური ფენისა და კულტურის წარმომადგენელი ღვთის წინაშე თანაბარია.

ჰაჯის აღნიშვნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰაჯი ისლამური კალენდრის მეთორმეტე თვეს იწყება (რომელიც მთვარის წელიწადია და არა მზის, ამიტომ რამადანი და ჰაჯი ხან ზაფხულშია, ხანაც ზამთარში).

ჰაჯის რიტუალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მორწმუნემ ქააბას შვიდჯერ უნდა შემოუაროს და ასევე შვიდჯერ უნდა საფასა და მერვას მთებს შორის, როგორც ეს ჰაჯერმა გააკეთა წყლის ძიებაში. შემდეგ კი მლოცველები არაფას წინ ფართო მინდორზე ერთად დგებიან და ღმერთს შეწყალებას სთხოვენ. ამ ლოცვების დროს საუბარი ძირითადად განკითხვის დღეზეა. იჰრამი სპეციალური სახელია, რომელსაც პილგრიმობის პერიოდში მყოფ მაჰმადიანებს არქმევენ.

ეიდ ალ-ადიჰა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰაჯის მოახლოებას ეიდ ალ-ადიჰას დღესასწაულით აღნიშნავენ. ამ დროს ლოცვებს კითხულობენ და მუსლიმანური საზოგადოების წევრები ერთმანეთს საჩუქრებს უცვლიან. ეიდ ალ-ადიჰა და ეიდ ალ ფიტრი, რამადანის მარხვის დასრულების დღე მუსლიმანური კალენდრის ყველაზე ღირსშესანიშნავი დღესასწაულია

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ჰაჯი&oldid=4579952“-დან