ჰაფიზ იბრაჰიმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰაფიზ იბრაჰიმი
არაბ. تقي الدين
დაბადების თარიღი 24 თებერვალი, 1872(1872-02-24)
დაბადების ადგილი ასიუტის მუჰაფაზა
გარდაცვალების თარიღი 31 ივლისი, 1932(1932-07-31) (60 წლის)
გარდაცვალების ადგილი კაირო
საქმიანობა პოეტი[1] , მთარგმნელი და მწერალი
მოქალაქეობა  ეგვიპტე

ჰაფიზ იბრაჰიმი (სრული სახელი მუჰამედ ჰაფიზ ბინ იბრაჰიმ ფაჰმი) (დ. 1872, დაირუტი — გ. 31 ივლისი, 1932, კაირო) — არაბი (ეგვიპტელი) მწერალი და ჟურნალისტი. ცნობილია „ნილოსის პოეტის“ სახელით.

დაამთავრა სამხედრო სასწავლებელი კაიროში (1891); მონაწილეობდა ინგლისის სამხედრო ესპედიციაში სუდანში. ინგლისის წინააღმდეგ ეგვიპტის ოფიცერთა ამბოხებაში მონაწილეობისათვის სამხედრო სამსახურიდან დაითხოვეს (1900). განიცდიდა მუჰამად აბდოს მსოფლმხედველობის გავლენას. მომხრე იყო დასავლეთისა და აღმოსავლეთის კულტურის მიღწევათა სინთეზისა. 1901 გამოაქვეყნა ლექსების პირველი დივანი. მისი ლექსები დაწერილია ნეოკლასიკური სტილით, ასახავს პოეტის პატრიოტულ სულისკვეთებას, მოუწოდებს უცხოურ კოლონიზატორების წინააღმდეგ ბრძოლისაკენ. ეგვიპტის ცხოვრების აქტულურ პრობლემებს ეხება კლასიკური მაკამის ფორმით დაწერილი პროზაული ნაწარმოები „ღამეები სატიჰასთან“ (1906).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]