ჰაუარდ კარტერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰაუარდ კარტერი

ჰაუარდ კარტერი (ინგლ. Howard Carter; დ. 9 მაისი, 1874 — გ. 2 მარტი, 1939) — ინგლისელი არქეოლოგი, ეგვიპტოლოგი, ცნობილია როგორც ფარაონ ტუტანხამონის სამარხის აღმომჩენი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კარტერი 1891 წლიდან მონაწილეობდა თელ-ელ-ამარნისა და შუა ეგგვიპტის სხვა ნომების გათხრებში. 1902 წლიდან ახალგაზრდა კარტერი პეტრისა და ამერიკელ თეოდორ დევისთან ერთად ატარებდა გათხრებს „მეფეთა ველზე“. პირველი მსოფლიო ომის დაწყებისას კონცესია გათხრებზე ლორდ კარნარვონისა და ჰაუარდ კარტერის ხელში გადავიდა. სწორედ აქედან იწყება ეგვიპტური ყველაზე ცნობილი არქეოლოგიურ აღმოჩენათა ისტორია. კარტერის მიერ 1922 წელს XVIII დინასტიის ფარაონის ტუტანხამონის (ძვ. წ. XV საუკუნე) აკლდამის აღმოჩენა არქეოლოგიის ისტორიაში ერთ-ერთი უმაღლესი მწვერვალია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  • Grave of Howard Carter.
  • Swaffham, Norfolk museum - Howard Carter exhibit.
  • Five Years' Explorations at Thebes.
  • Schulz, Matthias (15 January 2010). „Did King Tut's Discoverer Steal from the Tomb?“. Der Spiegel Online. ციტირების თარიღი: 19 January 2010..