ჰარშა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჰარშა (სრული სახელი ჰარშავარდჰანა) (გ. 647) — ინდოეთის მმართველი (დაახლოებით 606-647) ჰუშპაბჰუტის (პუშიაბჰუტი) საგვარეულოდან. წერდა სანსკრიტზე. ცნობილია ჰარშას დრამები „რატნავალი“, „პრიადარშიკა“, რომელთა სიუჟეტი აგებულია სატრფიალო-ავანტიურულ ინტრიგაზე, და „ნაგების სიხარული“ („ნაგანანდა“), რომელსაც საფუძვლად უდევს ბუდისტური ლეგენდა სამართლიანობისათვის თავდადებული მეფის ჯიმუტავაჰანის შესახებ. ჰარშას რამდენიმე ლექსი შემოინახა ანთოლოგიებმა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]