ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები“ ამ გვერდზე გადმოდის. სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები (მრავალმნიშვნელოვანი).
„ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები“
წიგნი ჰარი პოტერის სერიიდან

ორიგინალური ბრიტანული გამოცემის გარეკანი
ავტორი ჯოან როულინგი
ილუსტრატორები ჯეისონ კოკკროფტი (ბრიტანეთი)
მერი გრანპრე (აშშ)
ჟანრი ფენტეზი
გამომცემლები Bloomsbury (ინგლისი)
Scholastic (აშშ)
Raincoast (კანადა)
გამოიცა 21 ივლისი, 2007
ქართული გამოცემა 2008
მთარგმნელი ციცო ხოცუაშვილი
ნომერი 7
ქრონოლოგია 26 ივლისი 1997 – 2 მაისი 1998
1 სექტემბერი 2007
გვერდი 607 (ბრიტანეთი)
759 (აშშ)
წინა ჰარი პოტერი და ნახევარპრინცი

ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები (ინგლ. Harry Potter and the Deathly Hallows) — მეშვიდე და უკანასკნელი წიგნი ჰარი პოტერის რომანების სერიაში, რომლის ავტორი არის ჯოან როულინგი.

რომანის გამოცემა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯოან როულინგმა ამ წიგნზე მუშაობა დაასრულა 2007 წლის 11 იანვარს, ედინბურგში. გამოცხადებული იყო, თითქოს წიგნი გამოიცემოდა 21 ივლისს, 00:01-ზე გრინვიჩის დროით, მაგრამ წიგნის გაყიდვამდე 5 დღით ადრე ინტერნეტში გაჩნდა მისი ფოტოსურათები და გვერდების დასკანირებული ვერსიები (წიგნის აშშ გამოცემიდან). ეს ნამდვილი გამოცემის სურათები იყო და წიგნის მოყვარულებმა თარგმნეს გვერდები რამდენიმე ენაზე. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ შეცდომა დაუშვა ინტერნეტ-მაღაზიამ DeepDiscount.com, რომელმაც დაარღვია კანონი და წიგნის 1200 ასლი გაუგზავნა მათ, ვინც წინასწარ შეუკვეთა იგი.

სახელწოდება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წიგნის სახელწოდებაზე ავტორისგან ცნობილი გახდა 2006 წლის 21 დეკემბერს, მისი ოფიციალური ვებ გვერდის მეშვეობით, მაგრამ მისი ამოცნობა შესაძლებელი იყო მხოლოდ გამომცემლობა Bloomsbury-ის საიტზე განთავსებული სპეციალური ვიქტორინის შემდეგ. მთარგმნელებისათვის როულინგმა გამოაქვეყნა წიგნის მეორე სახელწოდებაც - Harry Potter and the Relics of Death (სიტყვასიტყვით: ჰარი პოტერი და სასიკვდილო რელიკვიები) - ეს უფრო აადვილებს მისი სახელწოდების სხვა ენებზე თარგმნას.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

ვოლდემორთან შეკრების შემდეგ სიკვდილის მხვრელები გადაწყვიტავენ ჰარის თავს დაესხან მაშინ, როდესაც იგი ფენიქსის ორდენის წევრები მას ერთ-ერთი წევრის ოჯახში გადაიყვანენ. ისინი თავს ესხმიან ჰარისა და მის მეგობრებს გადაფრენისას, რასაც ეწირება ბუ ჰედვიგი. ჰარის ჯადოსნური ჯოხი მოულოდნელ შელოცვას ისვრის და ბნელი მბრძანებლის ჯოხი, რომელიც მან ლუციუს მალფოისგან აიღო, იმტვრევა.

ბილ უისლის ქორწილის წინ მეგობრების სამეულს აკითხავს მაგიის მინისტრი რუფუს სკრიმჯერი, რომელმაც ბავშვებს უნდა გადასცეს დამბლდორის ანდერძით გათვალისწინებული ნივთები - გოდრიკ გრიფინდორის ხმალი, წიგნის „მგოსანი ბიდლის ზღაპრები“, დელუმინატორი (შუქის შეწოვის და გამოშვების მოწყობილობა) და ჰარის მიერ პირველად დაჭერილი სნიჩი. მაგრამ ხმალს ჰარის არ აძლევენ, რადგან ის დამბლდორს არ ეკუთვნოდა. ქორწილში ჰარი გაიცნობს ლუნა ლავგუდის მამას, ქსენოფილიუსს, რომელსაც გულზე დამაგრებული აქვს უცნაური სამკუთხედი ნიშანი.

ამ დროს საზარელი ამბები მჟღავნდება: სკრიმჯერი მოკლულია, ვოლდემორი აკონტროლებს სამინისტროს, ხოლო სიკვდილის მხვრელები თავად ჩნდებიან ქორწილში. ჰერმიონი, რონი და ჰარი ტრანსგრესირების დახმარებით ლონდონში ინაცვლებენ, სადაც სახლდებიან გრიმოს მოედანზე. ჰარის ბრძანებით ელფი კრიჩერი (რომელიც ამიერიდან მას ემსახურება) პოულობს მუნდუნგუს ფლეტჩერს და სირიუსის სახლში მოჰყავს. მუნდუნგუსი აღიარებს, რომ ნამდვილი ჰორკრუქსი-მედალიონი (რომელსაც ბავშვები ეძებენ) ქრთამის სახით გადასცა სამინისტროს თანამშრომელ დოლორეს ამბრიჯს.

მცირე მომზადების შემდეგ მეგობრები მრავალწვნიანი სასმელის დახმარებით ემსგავსებიან სამინისტროს თანამშრომლებს და უპრობლემოდ შედიან შენობაში. ისინი იპარავენ მედალიონს ამბრიჯისგან. იმ წუთებიდან მეგობრები იძულებულები არიან, ყოველი დღე გაატარონ საზოგადოებისგან შორს, ტყეებში, კარავში, შეიცვალონ ადგილსამყოფელი და დამცავი შელოცვების იმედი იქონიონ.

მეგობრები მორიგეობით ატარებენ გულზე მედალიონს და მორიგეობით ყარაულობენ ღამ-ღამობით კარავს. რონი, რომელზეც ჰორკრუქსი მეტად მოქმედებს, იწყებს წუწუნს და გაღიზიანებას. ჰარისთან და ჰერმიონთან შელაპარაკების შემდეგ იგი ტოვებს მათ და ქრება. მარტოდ დარჩენილი მეგობრები ეწვევიან გოდრიკის ღრმულს, სადაც გრიფინდორის ხმლის მოძებნის იმედი აქვთ. მაგრამ ვოლდემორის გველის, ნაგინისგან შეშინებულები, იქაურობას ტოვებენ.

ერთხელ ღამით, როდესაც ჰარი კარავს დარაჯობს, ის ხედავს პატრონუსს, რომელიც ძუ-ირემის ფორმას ატარებს. პატრონუსი ჰარის მიიყვანს გაყინულ ტბასთან, რომლის ფსკერზეც გრიფინდორის ხმალია დამარხული. ჰარი ჩაყვინთავს მის ამოსაღებად, მაგრამ ამ დროს მედალიონი-ჰორკრუქსი იწყებს მის გაგუდვას. მოულოდნელად ჩნდება დაბრუნებული რონი, რომელიც გადაარჩენს მეგობარს. ისინი ხმლით ერთად ანადგურებენ მედალიონს.

წიგნში ’ბარდი ბიდლის ზღაპრები’ ჰერმიონი ამჩნევს უცნაურ სამკუთხედ ნიშანს და მის შესახებ ქსენოფილიუს ლავგუდთან საუბრის სურვილი უჩნდება. ლავგუდების სახლში ქსენოფილიუსი ჰარის, რონს და ჰერმიონს უამბობს სამი ძმის ამბავს, რომლებიც შეხვდნენ სიკვდილს და საჩუქრად სამი მძლავრი ნივთი მიიღეს - დაუმარცხებელი ჯოხი, ქვა, რომელიც აცოცხლებს მკვდრებს და უჩინრად გადაქცევის მოსასხამი. აღწერის მიხედვით, ზუსტად ასეთი მოსასხამი აქვს ჰარის. წიგნში მოთავსებული ნიშანი სიკვდილის საჩუქრებს აღნიშნავს. ლავგუდების სახლს აკითხავენ ვოლდემორის მსახურები და მეგობრები სასწრაფოდ აპარაციით ბრუნდებიან ტყეში. ჰარი შემთხვევით წარმოთქვამს ვოლდემორის სახელს, რითაც გათქმავს სამეულის ადგილსამყოფელს. ჩნდებიან სიკვდილის მხვრელები და მეგობრები მიჰყავთ მალფოების სახლში, სადაც იძახებენ ვოლდემორს. მაგრამ ჰარი და მისი მეგობრები, იქ დაპყრობილ გობლინ გრიპჰუკთან, მისტერ ოლივანდერთან და ლუნა ლავგუდთან ერთად ელფ დობის დახმარებით ტყვეობიდან თავს დააღწევენ. გაქცევისას მათ გაჰყვება ბელატრისა ლესტრეინჯის მიერ ნასროლი დანა, რომელიც დობის სასიკვდილოდ დაჭრის.

ბილთან და ფლერთან სტუმრობისას ბავშვები ასაფლავებენ დობის და გამოჰკითხავენ ოლივანდერსა და გრიპჰუკს ჯოხისა და ხმლის შესახებ. ერთად მეგობრები შეიმუშავებენ ბანკის გაძარცვის გეგმას. სანაცვლოდ გობლინი გრიფინდორის ხმალს ითხოვს.

ისინი იცვლიან იერს და უჩინმაჩინის მოსასხამით და იმპერიუსის შელოცვით ბელატრისას აკლდამაში შედიან, საიდანაც ჰაფლეპაფის ფიალას იპარავენ. გობლინი გარბის ხმლით, ხოლო ჰარი, რონი და ჰერმიონი, დაცვისგან გაქცევისას, მიფრინავენ დრაკონით, რომელიც დარაჯობს ბანკის განძეულს. ვოლდემორი შეიტყობს, რომ მის ჰორკრუქსებს საშიშროება ემუქრება და გადაწყვიტავს, თავად შეამოწმოს, ყველა თავის ადგილზეა თუ არა. მის გონებაში შეღწევით ჰარი დაადგენს, რომ ერთ-ერთი ამ ჰორკრუქსებიდან ჰოგვორტსში ინახება.

ჰოგვორტსში მეგობრები შედიან აბერფორტ დამბლდორის დახმარებით. იწყება დიდი აჯანყება ჰოგვორტსს დაპატრონებული სიკვდილის მხვრელების წინააღდეგ. სევერუს სნეიპი, რომელიც დანიშნული იყო ჰოგვორტსის დირექტორად, ამასობაში იქაურობას ტოვებს. მასწავლებლები ორგანიზებას უწევენ მოსწავლეთა ევაკუაციას. ჩნდებიან ფენიქსის ორდენის წევრები. ჰარი რეივენკლოს აჩრდილს, რუხ ქალბატონს მიმართავს და ცდილობს, გამოჰკითხოს ყველაფერი დიადემის შესახებ. იგი მოუთხრობს, რომ ტომ მარვოლო რედლმა სტუდენტობის დროს თავად მოიპარა ეს ნივთი. მაშინ ჰარის ახსენდება, რომ დიადემა დამალულ ოთახში დაინახა. დიადემის მოპოვებისა და განადგურების შემდეგ ჰარი მიემართება ქოთქოთა ქოხისკენ. იქ ვოლდემორი თავის გველს უბრძანებს, მოკლას სნეიპი, ვინაიდან თვლის, რომ ამით იგი თავად გახდება დიდგულას ჯოხის პატრონი (ვინაიდან სნეიპმა მოკლა დამბლდორი და ჯოხი სნეიპთან გადავიდა). ვოლდემორი ქოხს ტოვებს უფრო ადრე, ვიდრე სნეიპი კვდება. სიკვდილის წინ სევერუსი ასწრებს ჰარისთვის რამდენიმე მოგონების გადაცემას. ვოლდემორი ბრძოლას ერთი საათით წყვეტს და ჰარის კვლავ ულტიმატუმს უყენებს და სთავაზობს, ერთი საათის განმავლობაში თავად ჩაბარდეს მას.

ჰარი დამბლდორის საფიქრელაში სნეიპის მოგონებებს ათვალიერებს. იგი ხედავს, რომ სევერუსი ბოლომდე დამბლდორის ერთგული იყო და ბავშვობიდან შეყვარებული იყო ჰარის დედაზე, ლილიზე. პოტერი შეიტყობს, რომ იგი თავად არის მეშვიდე ჰორკრუქსი, რომელიც შემთხვევით იქნა შექმნილი, მაშინ, როდესაც ვოლდემორი მის მოკვლას ცდილობდა. სანამ ჰარი ცოცხალია, ვოლდემორიც იცოცხლებს. ერთ-ერთ მოგონებაში დამბლდორი სნეიპს უხსნის, რომ ჰარის საკუთარი თავის გაწირვა მოუწევს.

რიმუს ლუპინი, ნიმფადორა ტონკსი, ფრედ უისლი და კოლინ კრივი იღუპებიან ბრძოლაში. ჰარი შეატყობინებს ნევილს, რომ აუცილებელია ვოლდემორის გველის მოკვლაც და მიდის აკრძალულ ტყეში, სადაც ვოლდემორი და სიკვდილის მხვრელები იმყოფებიან. ყველას წინაშე ვოლდემორი მას კლავს.

ჰარი ჩნდება უცნაურ ადგილზე, რომელიც ჰგავს კინგს-კროსის სადგურს. საიდანღაც ჩნდება დამბლდორი. იგი უხსნის ჰარის, რომ სიკვდილი მას არ შეეხო, ვინაიდან ვოლდემორი თავისი სხეულის აღსადგენად მის სისხლს იყენებდა. ჰარიში კვდება ვოლდემორის ის ნაწილი, რომელიც ჰორკრუქსად ითვლებოდა. პოტერი გონს მოეგება, მაგრამ განასახიერებს, თითქოს მკვდარია. გახარებული ვოლდემორი და მხვრელები ტოვებენ იქაურობას. ჰარი მიჰყავს დამწუხრებულ ჰაგრიდს. ჰოგვორტსში ვოლდემორს ებრძვის ნევილი. იგი გამანაწილებელი ქუდიდან გრიფინდორის ხმალს იღებს და ვოლდემორის გველს კლავს. ამრიგად, განადგურებულია ყველა ჰორკრუქსი. მხვრელები აგებენ ბრძოლას. მოლი უისლი კლავს ბელატრისა ლესტრეინჯს. ჰარი უხსნის ვოლდემორს, რომ დამბლდორის დიდგულას ჯოხის ნამდვილი მფლობელი არა სნეიპი, არამედ დრაკო მალფოი იყო. რადგან ჰარიმ მოგვიანებით მიითვისა დრაკოს ჯოხი, მისი პატრონი ჰარია. ვოლდემორი ცდილობს ჰარის მოკვლას. მაგრამ ჯოხი ამაზე უარს ამბობს და შელოცვა ირეკლება. ვოლდემორი კვდება. მიუხედავად მძიმე დანაკარგებისა, ყველა ზეიმობს მტრის დამარცხებას.

19 წლის თავზე მშობლები თავის შვილებს ჰოგვორტსში აცილებენ. ჯინი და ჰარი სამი შვილის მშობლები არიან. რონს და ჰერმიონას ორი ჰყავთ. ორივე ოჯახი კინგს-კროსკზე ხვდება ერთმანეთს. პლატფორმაზე ასევე ჩნდებიან დრაკო მალფოი, მისი ცოლი და შვილი სკორპიუსი. მალფოი ამჩნევს ჰარის, დაუკრავს თავს და ზურგს აქცევს. მატარებელი მოსწავლეებით ტოვებს სადგურს.

მოკლული/დაღუპული პერსონაჟები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფრედ უისლი, ნიმფადორა ტონქსი, რემუს ლუპინი, ბელატრისა ლესტრეინჯი, ანტონინ დოლოხოვი, კოლინ ქრივი, სევერუს სნეიპი, ტედ ტონქსი, გობლინები, ვოლდემორი, დობი, ბათილდა ბეგშოთი, სირიუს ბლექი, ალბუს დამბლდორი.

პერსონაჟების ბედი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ფლორენცი გაძევებული იქნა კენტავრების რიგებიდან, ადამიანებთან მეგობრობის გამო, მაგრამ მოგვიანებით კვლავ დაუბრუნდა მათ.
  • სლიზერინის ფაკულტეტზე მაგლებად დაბადებულების მიღებაც დაიწყეს.
  • ბნელი ძალებისგან დაცვის ლექტორის თანამდებობა დაწყევლილი იყო - ესა თუ ის პიროვნება მასზე მხოლოდ ერთი სასწავლო წლის მანძილზე ძლებდა. ვოლდემორზე გამარჯვების შემდეგ ეს წყევლა მოხსნილი იქნა.
  • ჰარი მაგიის სამინისტროში აურორთა უფროსად დაინიშნა.
  • ნევილ ლონგბოტომი მცენარეთა განხრით ლექტორი გახდა.
  • დოლორეს ამბრიჯი აზკაბანის ციხეში იქნა ჩამწყვდეული
  • ჰოგვორტსის დირექტორი გახდა პროფესორი მაკგონაგელი.

გამოცემამდე ცნობილი დეტალები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დამატებითი ინფორმაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წიგნში საუბარია შემდეგი პერსონაჟების დაღუპვაზე:

პერსონაჟი ვინ მოკლა სიკვდილის მიზეზი დამატებითი დეტალები
ჩერიტი ბერბიჯი ვოლდემორი ავადა კედავრა მალფოების სახლში სიკვდილის მხვრელების შეკრებისას.
ბუ ჰედვიგი სიკვდილის მხვრელი ავადა კედავრა დერსლების სახლის დატოვებისას
მრისხანეთვალა მუდი ვოლდემორი ავადა კედავრა
რუფუს სკრიმჯერი ვოლდემორი (ან სხვა, მისი ბრძანებით) უცნობია სამინისტროზე იერიშის დროს
გრეგოროვიჩი ვოლდემორი ავადა კედავრა ვოლდემორი ცდილობდა დიდგულას ჯოხის ადგილსამყოფელის დადგენას.
ბათილდა ბეგშოტი ბუნებრივი სიკვდილი. ასაკის გამო. გოდრიკის ღრმული. მოგვიანებით გამოყენებული იქნა, როგორც პოტერის სატყუარა.
დირკ კრესუელი მონადირეები უცნობია მაგლების ძიებისას.
გობლინი გორნუკი
ტედ ტონკსი
გელერტ გრინ-დე-ვალდი ვოლდემორი ავადა კედავრა ვოლდემორს ეგონა, რომ სწორედ მას ემორჩილებოდა დიდგულას ჯოხი, მაგრამ ეს ასე არ იყო.
პიტერ პეტიგრიუ მისი საკუთარი ვერცხლის, მაგიური ხელი, რომელიც ვოლდემორის წყევლის ქვეშ იმყოფებოდა. დახრჩობა მალფოების სახლიდან გაქცევისას.
დობი ბელატრის ლესტრეინჯი მოკლული ბელატრისის მიერ ნასროლი დანით.
რიმუს ლუპინი ანტონინ დოლოხოვი[1] უცნობია ჰოგვორტსის ბრძოლისას
ნიმფადორა ტონკსი ბელატრის ლესტრეინჯი უცნობია
ვინსენტ კრები შემთხვევით მოკლა საკუთარი თავი. ჯოჯოხეთური ალის შელოცვა
სევერუს სნეიპი ნაგინი გველის ნაკბენი
ფრედ უისლი აუგუსტუს რუკვუდი უცნობი შელოცვით გამოწვეული აფეთქება
კოლინ კრივი უცნობია უცნობია
გველი ნაგინი ნევილ ლონგბოტომი მოკლული გოდრიკ გრიფინდორის ხმლით.
ბელატრის ლესტრეინჯი მოლი უისლი შელოცვა, რომელიც მოლიმ მას გულში ესროლა.
ანტონინ დოლოხოვი ფილიუს ფლიტვიკი შელოცვა
ვოლდემორი ვოლდემორი - მისი საკუთარი შელოცვა მის წინააღმდეგ შემობრუნდა. მიზეზი იყო ანწყლის ჯოხი, რომელიც ნამდვილი პატრონის ერთგული რჩებოდა. მისი ძალა შეეჯახა ჰარი პოტერის მიერ წარმოთქმულ ექსპელიარმუსის შელოცვას. ავადა კედავრა

ჰოგვორტსისათვის ბრძოლაში დაიღუპა დაახლოებით 50 ადამიანი. მათი სახელები მითითებული არ არის. რადიოგადაცემიდან, რომელსაც მეგობრები კარავში უსმენენ, ცნობილი ხდება, რომ ხუთი წევრისგან შემდგარი მაგლების უცნობი ოჯახი მოკლული იქნა სიკვდილის მხვრელების მიერ. გარდა ამისა, ცნობილია, რომ ჰარის, რონისა და ჰერმიონის ბანკიდან გაქცევის შემდეგ ვოლდემორმა მოკლა ყველა იქაური გობლინი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „Online Chat Transcript“. Bloomsbury. 2007-07-31. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-06-15. ციტირების თარიღი: 2007-07-31. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)