ჰარგეისა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
ჰარგეისა
სომალ. Hargeysa
არაბ. هرجيسا
დროშა

ქვეყანა სომალის დროშა სომალი
რეგიონი ვოკუი-გალბიდის რეგიონი
კოორდინატები 9°30′00″ ჩ. გ. 44°00′00″ ა. გ. / 9.50000° ჩ. გ. 44.00000° ა. გ. / 9.50000; 44.00000
მმართველი Abdikarim Ahmed Mooge
ფართობი 65 კმ²
ცენტრის სიმაღლე 1260 მეტრი
მოსახლეობა 750 000[1] კაცი (2015)
სიმჭიდროვე 11 538,46 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+3, ზაფხულში UTC+4
ოფიციალური საიტი hargeisacity.50megs.com
ჰარგეისა — სომალი
ჰარგეისა

ჰარგეისა (სომალ. Hargeysa, არაბ. هرجيسا) — ქალაქი სომალიში, არაღიარებული სახელმწიფო სომალილენდის დიდი ქალაქი და დედაქალაქი, სომალიში მაცხოვრებელთა რაოდენობით მეორე ქალაქი მოგადიშოს შემდეგ.

ჰარგეისა იყო ბრიტანეთის სომალის ადმინისტრაციული ცენტრი 1941 წლიდან 1960 წლამდე. 1960 წელს ბრიტანეთის სომალი შეუერთდა სომალის რესპუბლიკას.

ქალაქი მდებარეობს ზღვის დონიდან 1250—1300 მეტრ სიმაღლეზე.

ინფრასტრუქტურა და ტრანსპორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქში მოქმედებს 1958 წელს ბრიტანეთის სომალის რეჟიმის დროს აშენებული ჰარგეისას საერთაშორისო აეროპორტი (ინგლ. Egal International Airport). მას მოდერნიზება ჩაუტარდა 1991 წელს.

ქალაქის ტრანსპორტი წარმოდგენილია რეისული ავტობუსებით და ტაქსებით.

ქალაქში არსებობს რამდენიმე უმაღლესი სასწავლო დაწესებულება, ჰარგეისას უნივერსიტეტის ჩათვლით.

ღირსშესანიშნაობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქში არსებობს ძეგლი გამანადგურებელი «მიგ-ის» სახით. 1980-იანი წლების ბოლოს, როდესაც სომალის ცენტრალურმა ხელისუფლებამ დაკარგა კონტროლი რეგიონზე, ქალაქი განიცდიდა ჰაერიდან დაბომბას.

ჰარგეისას გარს ეკვრის სავანები, სადაც შეიძლება შევხვდეთ ნაირფეროვან ველურ ცხოველებს: ლომებს, ჯიქებს, სომალურ ველურ ვირებს და სხვა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Demographia World Urban Areas. Demographia. ციტირების თარიღი: 19 March 2015.