ჰანს კლოოსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰანს კლოოსი
გერმ. Hans Cloos[1]
დაბ. თარიღი 8 ნოემბერი, 1885(1885-11-08)[2] [3] [4] [5] [6] [7]
დაბ. ადგილი მაგდებურგი[1]
გარდ. თარიღი 26 სექტემბერი, 1951(1951-09-26)[2] [3] [4] [5] [6] [7] (65 წლის)
გარდ. ადგილი ბონი[1]
დასაფლავებულია პოპელსდორფის სასაფლაო
მოქალაქეობა  გერმანია
საქმიანობა გეოლოგი[8] [1] , უნივერსიტეტის პროფესორი[1] და პალეონტოლოგი[1]
მუშაობის ადგილი ბონის უნივერსიტეტი[9] , მაინცის უნივერსიტეტი და ვროცლავის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი აახენის რაინ-ვესტფალიის ტექნიკური უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი დოქტორის ხარისხი[8]
ჯილდოები გდრ-ის ეროვნული პრემია, პენროუზის მედალი[10] [9] და ლეოპოლდ ფონ ბუხის მედალი

ჰანს კლოოსი (გერმ. Hans Cloos; დ. 8 ნოემბერი, 1885, მაგდებურგი — გ. 26 სექტემბერი, 1951, ბონი) — გერმანელი გეოლოგი. მოღვაწეობდა ძირითადად სტრუქტურულ გეოლოგიაში. მისი უმცროსი ძმა ერნსტ კლოოსი, აგრეთვე იყო გეოლოგი. ჰანს კლოოსი დაიბადა ქალაქ მაგდებურგში, 1909 წელს დაამთავრა ფრაიბურგის უნივერსიტეტი, 1910 წლიდან ხდება ამავე უნივერსიტეტის დოქტორი. პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე მუშაობდა ინდონეზიასა და ნამიბიაში. ომის შემდეგ კლოოსმა დაიწყო ინტრუზიებისა და მათი სტრუქტურის შესწავლა. 1919 წელს ბრესლაუს უნივერსიტეტში მიენიჭა გეოლოგიის პროფესორის წოდება, 1926 წლიდან კი ბონის უნივერსიტეტის პროფესორია.

გამოკვლევებს ატარებდა სკანდინავიის ქვეყნებში, ინგლისსა და ჩრდილოეთ ამერიკაში. ფართოდ შეისწავლა გრუნტის დეფორმაცია, გრუნტის ტექტონიკა. ნასხლეტების ფიზიკური მექანიკის შესასწავლად იყენებდა მასშტაბურ მოდელებს. კლოოსმა ცენტრალური და დასავლეთი ევროპის დიდი ინტრუზიული სხეულების შესწავლის საფუძველზე გამოიტანა დასკვნა, რომ გრანიტული მასივების შიგა სტრუქტურის შესწავლით შესაძლებელია დავადგინოთ მათი ფორმა და შეჭრის მექანიზმი. გარდაიცვალა 1951 წელს ქალაქ ბონში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 BNE authority file
  2. 2.0 2.1 Encyclopædia Britannica
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 (unspecified title)Southern Africa Association for the Advancement of Science.
  5. 5.0 5.1 Magdeburger Biographisches Lexikon — 2002.
  6. 6.0 6.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  7. 7.0 7.1 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ. — ISBN 978-953-6036-31-8
  8. 8.0 8.1 Deutsche Nationalbibliothek Record #118521276 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  9. 9.0 9.1 https://siarchives.si.edu/collections/siris_arc_290683Smithsonian Institution Archives.
  10. http://www.geosociety.org/awards/past.htm#penrose