ჰაინრიხ ადოლფ შრადერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰაინრიხ ადოლფ შრადერი
გერმ. Heinrich Adolf Schrader
დაბ. თარიღი 1 იანვარი, 1767(1767-01-01)[1]
დაბ. ადგილი ალფელდი
გარდ. თარიღი 22 ოქტომბერი, 1836(1836-10-22)[1] (69 წლის)
გარდ. ადგილი გეტინგენი
მოქალაქეობა ჰანოვერის სამეფო
საქმიანობა ბოტანიკოსი[2] [3] , უნივერსიტეტის პროფესორი, მიკოლოგი, ექიმი და რედაქტორი
მუშაობის ადგილი გეტინგენის უნივერსიტეტი და Old Botanical Garden of Göttingen University

ჰაინრიხ ადოლფ შრადერი (გერმ. Heinrich Adolf Schrader; დ. 1 იანვარი, 1767, ალფელდი — გ. 22 ოქტომბერი, 1836, გეტინგენი) — გერმანელი ბოტანიკოსი, მიკოლოგი და ექიმი.

მისი სტანდარტული საავტორო ბოტანიკური შემოკლებაა Schrad.[4]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1767 წლის 1 ოქრომბერს, გერმანიის ქალაქ ალფელდში. 1794-1836 წლებში იყო უნივერსიტეტის ბოტანიკური ბაღის დირექტორი გეტინგენში. 1794-1802 წლებში იკავებდა პრივატ-დოცენტის თანამდებობას გეტინგემის უნივერსიტეტში, სადაც 1795 წელს მიიღო მედიცინის დოქტორის ხარისხი. 1802 წლიდან იყო ამავე უნივერსიტეტის ბოტანიკის პროფესორი.

შრადერი არის დიდი ოდენობით ილუსტრირებული ნაშრომების ავტორი, როგორც გერმანიის ფლორის, ასევე სხვა უცხო ქვეყნების მცენარეების შესახებ. იგი აგრეთვე გამოსცემდა ბოტანიკურ ჟურნალებს — „Journal für die Botanik“ (1799—1819) და „Neues Journal für die Botanik“ (1806—1810).

1815 წელს შრადერი აირჩიეს შვედეთის სამეფო მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად.

ნაშრომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Spicilegium florae germanicae (Hanovre, 1794)
  • Sertum Hannoveranum (1795—1798), იოჰან კრისტოფ ვენდლანდთან ერთად.
  • Systematische Sammlung Cryptogamischer Gewächse (1796—1797)
  • Nova genera plantarum. Pars prima cum tabulis aeneis coloratis (Leipzig, 1797)
  • Preisschrift ueber die eigentliche Beschaffenheit und Erzeugue d. erdigen Bestandtheile in. d. verschiedenen inländischen Getreidearten. — Berlin, 1800.
  • Flora germanica (Beginn, 1806)
  • Hortus Gottingensis (1809)
  • Monographia generis Verbasci (1813—1823)

და სხვები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 SNAC — 2010.
  2. Deutsche Nationalbibliothek Record #117024279 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  3. Wunschmann E. Schrader, Heinrich Adolph // Allgemeine Deutsche BiographieL: 1891. — ტ. 32. — S. 429–430.
  4. Schrad.. International Plant Names Index. ციტირების თარიღი: 18 თებერვალი, 2021.