ჰადრონები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰადრონების ტიპები

ჰადრონები (ძვ. ბერძნ. ἁδρός — „ძლიერი“, „დიდი“) — ძლიერად ურთიერთქმედი ელემენტარული ნაწილაკების კლასი. ჰადრონებს განეკუთვნება ყველა ბარიონი, ანტიბარიონი, მეზონი და რეზონანსი.

ჰადრონები მათი კვარკული შედგენილობით იყოფა ორ ძირითად ჯგუფად:

  • ბარიონი — შედგება სამი კვარკისაგან.
  • მეზონი — შედგება ერთი კვარკისა და ერთი ანტიკვარკისაგან. მეზონებს მიეკუთვნება პიონები (π-მეზონები) და კაონები (K-მეზონები) და სხვა უფრო მძიმე მეზონები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]