ჰააფსალუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
ჰააფსალუ
ესტ. Haapsalu
დროშა გერბი

ქვეყანა ესტონეთის დროშა ესტონეთი
რეგიონი ლიაენემაა
კოორდინატები 58°57′00″ ჩ. გ. 23°32′00″ ა. გ. / 58.95000° ჩ. გ. 23.53333° ა. გ. / 58.95000; 23.53333
დაარსდა 1279
ადრეული სახელები ჰაფსალი
ამჟამინდელი სტატუსი 1279
ფართობი 10,59 კმ²
მოსახლეობა 10 165 კაცი (2012)
სიმჭიდროვე 1121,4 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა ესტონელები — 79,53 %
რუსები — 15,27 %
სასაათო სარტყელი UTC+2, ზაფხულში UTC+3
საფოსტო ინდექსი 90403, 90480, 90501-90510
საავტომობილო კოდი S
ოფიციალური საიტი haapsalu.ee
ჰააფსალუ — ესტონეთი
ჰააფსალუ

ჰააფსალუ ყოფ. ჰაფსალი (ესტ. Haapsalu) — ქალაქი ესტონეთში. მდებარეობს ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ბალტიის ზღვის სანაპიროზე, ჰააფსალუს კონცხზე, რომელიც ზღვაში ღრმად იჭრება. ლიაენემაას მაზრის ადმინისტრაციული ცენტრი. ჰააფსალუ მოსახლეობის რადენობის მიხედვით (10 165 კაცი; 2012 წ.) სიდიდით მეხუთე ქალაქია ტალინის, ტარტუს, ნარვას და პიარნუს შემდეგ.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დრონით გადაღებული ვიდეო (2022)

დაარსდა XIII საუკუნეში, როგორც საეპისკოპოსოს ცენტრი. კულტურული მემკვიდრეობიდან აღსანიშნავია ეპისკოპოსის სასახლე, რომლის თანამედროვე სახე XVI საუკუნით თარიღდება. აღსანიშნავია აგრეთვე ქალაქის შუა საუკუნეების კედლების ფრაგმენტები, ქალაქის თავის საგუშაგო კოშკი და მთელ ბალტიისპირეთში ერთადერთი ნავიანი ეკლესია მისი მრგვალი საკურთხევლით (XIV საუკუნე).

1775 წელს აგებულ ხის ერთსართულიან შენობაში, რომელიც ადრე ქალაქის რატუშას წარმოადგენდა, დღეს განლაგებულია ქალაქის მუზეუმი. ქალაქი მდიდარია ხის ძველი სახლებით, რომელნიც უპირატესად ძველ უბნებშია კონცენტრირებული. ჰააფსალუს ხედები ფართოდაა ცნობილი მთელ მსოფლიოში სახელგანთქმული შვედრი მხატვრის ილონ ვიკლანდის მიერ, რომელიც ასტრიდ ლინდგრენის საბავშვო წიგნების ილუსტრატორი იყო.

ცნობილია რკინიგზის სადგურის ისტორიული შენობა. (1904. არქ. კ. ვერჰეიმი). მისი ნაწილია ე. წ. „იმპერიული პავილიონი“, სადაც თანამედროვე რკინიგზის მუზეუმია გახსნილი. სამგზავრო ბაქანთან ერთად მისი სიგრძე 216 მ-მდე იზრდება და ამდენად, სწორედ აქ მდებარეობს ევროპაში ყველაზე გრძელი სარკინიგზო ბაქანი.

დაძმობილებული ქალაქები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქი ქვეყანა წელი
1 ალმერე ნიდერლანდების დროშა ნიდერლანდები
2 ბეთლემი პალესტინის დროშა პალესტინა 2010
3 ბოროვიჩი რუსეთის დროშა რუსეთი
4 რენდსბურგი გერმანიის დროშა გერმანია 1989
5 უმანი უკრაინის დროშა უკრაინა 2003
6 ჰანინგე შვედეთის დროშა შვედეთი 1998
7 ჰანკო ფინეთის დროშა ფინეთი 1992

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]