ჯონ პიტერ რასელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯონ პიტერ რასელი
დაიბადა 16 ივნისი, 1858
დაბადების ადგილი სიდნეი, ახალი სამხრეთ უელსი, ავსტრალია
გარდაიცვალა 30 აპრილი, 1930 (71 წლის)
გარდაცვალების ადგილი სიდნეი
ეროვნება ავსტრალიელი
სფერო მხატვრობა
მიმდინარეობა იმპრესიონიზმი
ჟანრი პორტრეტი

ჯონ პიტერ რასელი (ინგლ. John Peter Russell)(დ. 16 ივნისი, 1858 — გ. 30 აპრილი, 1930) — ავსტრალიელი იმპრესიონისტი მხატვარი.

დაიბადა და გაიზარდა სიდნეიში, რასელი ჩავიდა ევროპაში გვიანი თინეიჯერობის ასაკში, რათა მიეღო სამხატვრო განათლება. ცნობილია ფაქტი, რომ ის სწავლობდა ცნობილ ნიდერლანდელ პოსტიმპრესიონისტ მხატვართან, ვინსენტ ვან გოგთან ერთად, და სწორედ მან დახატა შემდგომში მთელი მსოფლიოს მასშტაბით ცნობილი მხატვრის პირველი პორტრეტი, რომელიც ამჟამად ვან გოგის მუზეუმში ინახება. ვინსენტსა და რასელს მთელი სიცოცხლის მანძილზე არ შეუწყვიტავთ კონტაქტი. რასელის ნამუშევრებით ასევე აღფრთოვანებული იყვნენ ფრანგი იმპრესიონისტები, რომლებთან ერთადაც ის ხშირად ხატავდა. რასელი მოხუცებულობის ასაკში დაბრუნდა სიდნეიში, სადაც გარდაიცვალა. რასელის ნამუშევრები ინახება ისევე როგორც მის მშობლიურ ქალაქში, ასევე ევროპის წამყვან მუზეუმებში.

ცხოვრება და შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯონ პიტერ რასელი დაიბადა Darlinghurst-ის გარეუბანში, ჯონ რასელის, შოტლანდიელი ინჟინერის ოთხი შვილიდან უფროსი, დედა შერლოტ ელიზაბეთ, ლონდონიდან.[1] ჯონ პიტერ რასელი იყო პიტერ ნიკოლ რასელის ძმისშვილი. მამის სიკვდილის შემდეგ ჯონი ჩაეწერა სლაიდის სახვითი ხელოვნების სკოლაში, ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯში, 1881 წლის 5 იანვარს სადაც მას ასწავლიდა ალფონს ლეგროსი სამი წლის მანძილზე.[1] რასელი შემდეგ გაემგზავრა პარიზში, რათა ემუშავა ფერნანდ კორმონის ზედამხედველობის ქვეშ და შეესწავლა მისეული სამხატვრო ტექნიკა. მის მოსწავლეთა სიაში იმ დროს შედიოდნენ ანრი დე ტულუზ-ლოტრეკი და ემილ ბერნარი. ჯონ პიტერ რასელი მალე დაქორწინდა იტალიელ ლამაზ ქალზე, მარიანა ანტონიეტა მატრიციოზე, მარიანა რასელის სახელით მეტადაა ცნობილი, ის დასახლდა ბაე ილში, ბრეტანის სანაპიროზე, სადაც მან დააარსა ხელოვანთა კოლონია. მისი 11 შვილიდან ანტონიეტასთან, მხოლოდ 6 გადარჩა.

ჯონ პიტერ რასელი: ვინსენტ ვან გოგი, 1886, ვან გოგის მუზეუმი, ამსტერდამი

რასელი ვინსენტ ვან გოგს პარიზში შეხვდა და დაუმეგობრდა.[2] ვან გოგი ხმამაღლა საუბრობდა რასელის ნამუშევრებზე, და მის პირველ ზაფხულს არლში, 1888 წელს მან საკუთარი თორმეტი ნახატი გაუგზავნა მას, რათა მისთვის საკუთარი განვითარებული სტილი ეჩვენებინა. კლოდ მონე ხშირად მუშაობდა რასელთან ერთად ბელ ილში და მის სამხატვრო სტილზე გავლენას ახდენდა, ამასთან კლოდ მონეს რასელის მიერ დახატული ბელ ილის ზღვის პეიზაჟები საკუთარს ერჩივნა. მიუხედავად მსგავსი სახის კონტაქტებისა, აქტიურობისა და უდიდესი ნიჭისა, რასელმა ვერ შეძლო საკუთარი ნახატები პოპულარული გაეხადა.

1897 და 1898 წლებში ანრი მატისი ეწვია ბელ ილეს. რასელმა წარუდგინა მას იმპრესიონიზმი და ამასთან ვინსენტ ვან გოგის შემოქმედბაც გააცნო (რომელიც იმ პერიოდში საერთოდ უცნობი იყო). მატისის სამხატვრო სტილი რადიკალურად შეიცვალა, მოგვიანებით კი მან რასელზე თქვა, „რასელი იყოჩემი მასწავლებელი და რასელმა მაზიარა ფერების თეორიას.“[3]

რასელის ქალიშვილი ჟენ ჟოუ იმ პერიოდში პარიზში მომღერლის სახელით იყო ცნობილი, ამასთან ის დიდი თაყვანისმცემელი იყო ხელოვნებისა და განსაკუთრებით თანამედროვე მხატვრობისა, რამაც განაპირობა ის, რომ მას თანამედროვე მხატვრების უდიდესი კოლექცია შეუგროვდა, ისეთებისა, როგორებიც იყვნენ ვინსენტ ვან გოგი, პოლ გოგენი, ემილ ბერნარი, არმანდ გულამინი[4] 1907 წელს მარიანა რასელი გარდაიცვალა პარიზში. გულმოკლულმა ჯონ რასელმა მეუღლე სახლთან ახლოს დამარხა და გაანადგურა 400-მდე საკუთარი ზეთისა და აკვარელის ნამუშევარი. ოგიუსტ როდინს გული დასწყდება ყოველივე ამის მხილველს, მიუხედავად ამისა ის სწერს მეგობარს და ეუბნება რომ მისი შემოქმედება ამ სიგიჟეს გადაურჩება და ერთ დღესაც ის იმავე საფეხურს მიაღწევს რომელზეც მისი მეგობრები მონე, რენუარი და ვინსენტ ვან გოგი არიან.[4] რასელი სიდნეიში დაბრუნდა, სადაც მოგვიანებით, 1930 წელს გულის შეტევისგან გარდაიცვალა.

თეა პროქტორმა, რასელის ბიძაშვილმა , რომელიც გამოჩნილი იყო სიდნეის მაღალ საზოგადოებაში, ბოლო წლებში ბევრი გააკეთა იმისთვის, რომ ძმის ნახატები პოპულარული გაეხადა.[5]

რასელი იყო ოგიუსტ როდინისა და ემანუელ ფრემიეტის მეგობარი, რომლის მეუღლის მშვენიერებაც ამ ორი მხატვრის ნახატმა უკვდავყო (როდინის Minerve sans Casque და ფრემიეტის Joan of Arc). რასელის ხუთი შვილი პირველი მსოფლიო ომის დროს საფრანგეთის მხარეს იბრძოდა. მიეული ვან გოგის პორტრეტი დახატულია 1886-1887 წლებში, გადაცემული იქნა ვინსენტ ვან გოგის მუზეუმისათვის, ამსტერდამში 1938 წელს.[6] A sheet of portrait drawings of van Gogh is at the Art Gallery of New South Wales.[7] ორი აკვარელისა და ერთი მცირე ზომის ზეთის საღბავებით შესრულებული მისი ნამუშევარი ინახება ვიქტორიის ნაციონალურ გალერეაში, მელბურნში, ნახატების დიდ ნაწილს ინახავს სამხრეთ ავსტრალიის ხელოვნების გალერეა.

გალერია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. 1.0 1.1 Galbally, Ann E.: "Russell, John Peter (1858–1930"), Australian Dictionary of Biography, Volume 11, Melbourne University Press, 1988, pp 483-484. Retrieved 25 November 2009
  2. Ronald Pickvance, Van Gogh In Saint-Remy and Auvers, pp. 62-63, Exhibition catalog, Published: Metropolitan Museum of Art 1986, ISBN 0-87099-477-8
  3. The Unknown Matisse..., ABC Radio National, 8 June 2005
  4. 4.0 4.1 "The Art of John Peter Russell" Women's Weekly. 3 May 1967. p. 34
  5. Roger Butler, 'Proctor, Alethea Mary (Thea) (1879–1966)', Australian Dictionary of Biography, Volume 11, Melbourne University Press, 1988, p. 301.
  6. Australian Dictionary of Biography retrieved 17 February 2010
  7. Russell, John. (1886–1888) Five studies of Vincent van Gogh. Art Gallery of New South Wales. ციტირების თარიღი: 10 May 2016