ჯონ პემბერტონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯონ პემბერტონი

ჯონ სტიტ პემბერტონი (ინგლ. John Stith Pemberton, დ. 8 ივლისი, 1831 — გ. 16 აგვისტო, 1888) — ამერიკელი ფარმაცევტი, ამერიკის კონფედერაციული შტატების არმიის ყოფილი ოფიცერი. კოკა-კოლას გამომგონებელი.

1885 წელს ჯორჯიის შტატის მთელ რიგ ოლქებში შემოიღეს მშრალი კანონი, პემბერტონმა ჩაანაცვლა დასალევის ფორმულა და იგი ალკოჰოლის მაგივრად ჩაანაცვლა გაზირებული დამწვარი შაქრის სიროფით. ახალ სასმელს პემბერტონის ბუღალტერმა უწოდა „კოკა-კოლა“. 1886 წლის 29 მაისს მისი პირველი რეკლამა განთავსდა გაზეთ The Atlanta Journal-ში. თავდაპირველად კოკა-კოლას რეკლამა უკეთდებოდა როგორც წამალს, მორფისა და ოპიუმის დამოკიდებულებისაგან გასათავისუფლებლად, შემდეგ რეკომენდებულ­ი იყო დეპრესიისა და ნევრასთენიის სამკურნალოდ.

1888 წელს პემბერტონმა ასა გრიგს ქანდლერზე გაყიდა სასმელის ჩამოსხმის უფლება, რომელმაც ჩამოაყალიბა კომპანია The Coca-Cola Company.

გარდაიცვალა 1888 წელს ატლანტაში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]