ჯოდი მარში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯოდი მარში

ჯოდი მარში
დაბადების სახელი ჯოდი ლუიზ მარში
დაბადების თარიღი 23 დეკემბერი, 1978
ბრენტვუდი, დიდი ბრიტანეთი
საქმიანობა მსახიობი
კულტურისტი
მოდელი

ჯოდი მარში (ინგლ. Jodie Marsh; დ. 23 დეკემბერი, 1978) — ინგლისელი მსახიობი, კულტურისტი და ყოფილი მოდელი. იგი გამოჩნდა მაღალ რეიტინგულ ტაბლოიდებში და საკუთარ რეალიტი-შოუში სახელწოდებით „ჯოდი მარში სრულად“.

ჯოდი ლუიზ მარში დაიბადა ესექსის საგრაფოს ქალაქ ბრენტვუდში. იგი მდიდარი ოჯახის შვილია, კერძოდ, მამამისი შენობა-ნაგებობების კონტრაქტორია. განათლება მიიღო ქალაქ ბრენტვუდის დამოუკიდებელ სკოლაში. ჰყავს ძმა.[1]

2009 წლის ივნისში გამოჩნდა ერთ-ერთი ჟურნალის გარეკანზე, 2010 წლის ნოემბერში კი სპეციალურ ორმაგ გამოშვებაში მამაკაცებისათვის განკუთვნილი ჟურნალის — „Zoo Weekly“-ის გარეკანზე. 2009 წლის აპრილში მარში პოზიორობდა ჟურნალ „პლეიბოის“ ბრიტანული გამოცემისთვის.

2011 წლისათვის დაასრულა ფოტოსესია ჟურნალისთვის „Zoo Magazine“. სხვადასხვა დროს ჯოდი მარშმა მონაწილეობა მიიღო მრავალ სატელევიზიო რეალიტი-შოუში. როგორც მსახიობი უმეტესად ტელესერიალებში მონაწილეობს. 2009 წელს ჯოდი მარში ბოდიბილდინგმა გაიტაცა, ჰყავს საკუთარი მწვრთნელი.[2]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Jodie Marsh's Christmas wish. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-02-02. ციტირების თარიღი: 2011-11-14.
  2. Jodie Marsh shows off new bodybuilder physique and talks of love for boyfriend