ჯინ შაჰინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სინტია ჯინ შაჰინი
ინგლ. Jeanne Shaheen
დაბ. სახელი სინტია ჯინ ბაუერსი
დაბადების თარიღი 28 იანვარი, 1947
დაბადების ადგილი სენტ ჩარლზი, მისურის შტატი, აშშ
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
განათლება Shippensburg University of Pennsylvania[1] და მისისიპის უნივერსიტეტი[1]
ეროვნება ამერიკელი
პარტია დემოკრატიული
მეუღლე/ები ბილ შაჰინი
shaheen.senate.gov
jeanneshaheen.org

სინტია ჯინ შაჰინი (ქორწინებამდე – ბაუერსი; დ. 28 იანვარი, 1947; ინგლ. Cynthia Jeanne Shaheen) — ამერიკელი პოლიტიკოსი, უფროსი სენატორი ნიუ ჰემფშირის შტატიდან. არის აშშ-ის დემოკრატიული პარტიის წევრი, პირველი ქალი სენატორი ნიუ ჰემფშირის ისტორიაში, ნიუ ჰემფშირის პირველი ქალი გუბერნატორი და პირველი ქალი აშშ-ის ისტორიაში, რომელიც სენატორისა და გუბერნატორის თანამდებობებს იკავებდა.[2]

შაჰინი ორი ვადით მოღვაწეობდა ნიუ ჰემფშირის სენატში, 1996 წელს აირჩიეს გუბერნატორად, ხელმეორედ აირჩიეს ამავე თანამდებობაზე 1998 და 2000 წლებში. 2002 წელს პირველად იყარა კენჭი სენატორობაზე, თუმცა დამარცხდა რესპუბლიკელ ჯონ სუნუნუსთან. ამის შემდეგ იყო ჰარვარდის პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი, 2008 წელს კი ხელმეორედ იყარა კენჭი სენატორობაზე და ამჯერად უსნუნუ დაამარცხა. არის ნიუ ჰემფშირის საკონგრესო დელეგაციის ხელმძღვანელი.

შაჰინი იყო პირველი დემოკრატი სენატორი ნიუ ჰემფშირიდან ჯონ დარკინის შემდეგ, რომელიც 1980 წლის არჩევნებში დაამარცხეს. 2014 წელს შაჰინი გახდა მხოლოდ და მხოლოდ მეორე დემოკრატი, რომელიც აშშ-ის სენატში ნიუ ჰემფშირმა მეორე ვადაზე აირჩია.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯინ შაჰინი (ქორწინებამდე – ბაუერსი) დაიბადა სენტ ჩარლზში, მისურის შტატში. მამამისი იყო ივან ბაუერსი,[3] ხოლო თავად შაჰინი არის პოკაჰონტასი მე-12 თაობაში.[4] მისი მეუღლე არის ლიბენალ-ამერიკელი იურისტი და პოლიტიკური კონსულტანტი ბილ შაჰინი, მათ სამი შვილი ჰყავთ.

ჯინ შაჰინმა სკოლა შტატ პენსილვანიის ქალაქ სელინსგროუვში დაამთავრა, იმავე შტატის შიპენსბარგის უნივერსიტეტში მიიღო ბაკალავრის ხარისხი ინგლისურ ენაში, ხოლო მისისიპის უნივერსიტეტში გახდა პოლიტიკის მეცნიერების მაგისტრი.[5] მისისიპიში შაჰინი სკოლის მასწავლებლად მუშაობდა,[6] ხოლო 1973 წელს მეუღლესთან ერთად გადაბარგდა ნიუ ჰემფშირში, სადაც გააგრძელდა პედაგოგიკური მოღვაწეობა. მეუღლესთან ერთად აგრეთვე ჰქონდათ მაღაზია, რომელშიც მეორადი ძვირფასეულობა იყიდებოდა.[7]

პოლიტიკური კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შაჰინი მუშაობდა სხვადასხვა კანდიდატების საპრეზიდენტო კამპანიებში – მათ შორის ჯიმი კარტერის 1976 წლის კამპანიაში, ხოლო 1984 წელს იყო გარი ჰარტის კამპანიის მენეჯერი ნიუ ჰემფშირში.[8] 1990 წელს კენჭი იყარა ნიუ ჰემფშირის სენატის 21-ე ოლქში და გაიმარჯვა. 1996, 1998 და 2000 წლებში იმარჯვებდა ნიუ ჰემფშირის გუბერნატორის არჩევნებში.[9]

გუბერნატორის არჩევნებში მონაწილეობა შაჰინმა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც წინა გუბერნატორმა – რესპუბლიკელმა სტივ მერილმა ახალ ვადაზე კენჭი აღარ იყარა. 1996 წელს მისი ოპონენტი იყო ოვიდ ლამოტანე, შტატის განათლების საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც მან ხმების 75 პროცენტით დაამარცხა.[10]

2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დემოკრატთა პრაიმერის დროს, შაჰინმა მხარი დაუჭირა ალბერტ გორს, ხოლო მისი მეუღლე იყო გორის ნიუ ჰემფშირის კამპანიის მენეჯერი. New York Observer-ის თანახმად, შაჰინებმა დიდი როლი ითამაშეს შტატში გორის გამარჯვებაში.[11][12]

ალბერტ გორი შაჰინს ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატადაც განიხილავდა. ამავე სიაში იყვნენ სენატორი ინდიანადან ევან ბეი, სენატორი ჩრდილოეთ კაროლინადან ჯონ ედვარდსი, წარმომადგენელთა პალატაში უმცირესობის ლიდერი დიკ გეპარდტი, სენატორი მასაჩუსეტისდან ჯონ კერი და სენატორი კონექტიკუტიდან ჯო ლიბერმანი, რომელიც საბოლოო ჯამში გორმა აარჩია.[13] შაჰინმა მაშინ განაცხადა, რომ ვიცე-პრეზიდენტობით დაინტერესებული არ იყო.[14]

2002 წელს წარუმატებლად იყარა კენჭი სენატში – დამარცხდა ჯონ სუნუნუსთან, 2008 წელს მასვე მოუგო. 2014 წელს აირჩიეს მეორე ვადაზე.

2020 წლის იანვარში შაჰინმა და სენატორმა ჯიმ რიშმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გაუგზავნეს წერილი, სადაც ღრმა შეშფოთება გამოთქვეს საქართველოი განვითარებული მოვლენებით.[15]

რესურსები ინტერენტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 http://bioguide.congress.gov/scripts/biodisplay.pl?index=S001181
  2. Katharine Q. Seelye (1 January 2013). „From Congress to Halls of State, in New Hampshire, Women Rule“. The New York Times, USA.
  3. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-08-18. ციტირების თარიღი: 2020-02-08.
  4. Family Tree Shows Senator Jeanne Shaheen is Direct Descendant of Pocahontas. Indian Country Today (12 June 2017). დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 აპრილი 2019. ციტირების თარიღი: 3 April 2019
  5. „10 Things You Didn't Know About Jeanne Shaheen“. US News. November 8, 2008. ციტირების თარიღი: September 8, 2014.
  6. McCord, Michael (June 14, 2013). „Q&A with attorney/political activist Billy Shaheen“. New Hampshire Business Review. ციტირების თარიღი: September 8, 2014.
  7. Eric Levenson - "Sen. Shaheen Campaign Rips ‘Defamatory’ Attempt to Link Her to 34-Year-Old Felony", Boston Globe, September 20, 2014. Retrieved 2015-10-29
  8. Lyman, Rick. (January 25, 2004) Power Broker Navigates The Currents Of Her State. ციტირების თარიღი: June 6, 2014.
  9. Jeanne Shaheen (D). დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 9, 2014. ციტირების თარიღი: September 8, 2014.
  10. Gov. Jeanne Shaheen. დაარქივებულია ორიგინალიდან — February 28, 2003. ციტირების თარიღი: 2003-02-28.. Retrieved April 16, 2008.
  11. Dem. & GOP Primaries: New Hampshire. Retrieved April 16, 2008. დაარქივებული April 10, 2008, საიტზე Wayback Machine.
  12. Kornacki, Steve. „Shaheen Brings Up Obama's Drug Use, Didn't Care Much About Gore's“. New York Observer. ციტირების თარიღი: September 8, 2014.
  13. Gore, Lieberman prepare for public debut of Democratic ticket. დაარქივებულია ორიგინალიდან — August 13, 2007. ციტირების თარიღი: 2007-08-13.. Retrieved April 16, 2008.
  14. Cullen, Fergus (May 1, 2012). „Ayotte for Veep? Ask Vice President Shaheen“. New Hampshire Journal. დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 9, 2014. ციტირების თარიღი: September 8, 2014.
  15. აშშ-ის სენატორების გამაფრთხილებელი წერილი საქართველოს მთავრობას — Netgazeti