ჯინ ვებსტერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯინ ვებსტერი
ინგლ. Alice Jane Chandler Webster
დაბადების თარიღი 24 ივლისი, 1876(1876-07-24)[1] [2] [3] [4]
დაბადების ადგილი Fredonia
გარდაცვალების თარიღი 11 ივნისი, 1916(1916-06-11)[1] [2] [3] (39 წლის)
გარდაცვალების ადგილი ნიუ-იორკი
ფსევდონიმი Jean Webster
საქმიანობა მწერალი[5] , რომანისტი, დრამატურგი, სცენარისტი, ჟურნალისტი, საბავშვო მწერალი, ნოველისტი და იუმორისტი
ენა ინგლისური ენა და ფრანგული ენა
მოქალაქეობა აშშ
ალმა-მატერი ვასარის კოლეჯი და ფრედონიას ნიუ-იორკის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ჯინ ვებსტერი (ინგლ. Alice Webster; სრული სახელი — ალისა ჯეინ ჩანდლერ ვებსტერი ინგლ. Alice Jane Chandler Webster; დ. 24 ივლისი, 1876 — გ. 11 ივნისი, 1916) — ამერიკელი მწერალი. ცნობილი გახდა წიგნით „გრძელფეხება მამილო“.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯინ ვებსტერი დაიბადა 1876 წლის 24 ივლისს, ფრედონიაში, ნიუ-იორკის შტატში. იგი ანა მოფეტ ვებსტერის და ჩარლზ ლუთერ ვებსტერის უფროსი შვილი იყო. ჯინ ვებსტერის დედა მარკ ტვენის ძმისშვილი იყო, ხოლო მამა — ტვენის ბიზნეს-პარტნიორი და ჩარლზ ლ. ვებსტერის 1884 წელს დაარსებული საგამომცემლო კომპანიის გამომცემელი. თავდაპირველად, ბიზნესი წარმატებული აღმოჩნდა და როცა ალისა ხუთი წლის იყო, მისი ოჯახი ნიუ-იორკში, ლონგ-აილენდზე გადავიდა ცსაცხოვრებლად. თუმცა, გარკვეული დროის შემდეგ, გამომცემლობა პრობლემების წინაშე დადგა და მარკ ტვენთან ურთიერთობა გაუარესდა. 1888 წელს, ჩარლზ ვებსტერის ჯანმრთელობის გაუარესების გამო, მათი ოჯახი კვლავ ფრედონიაში გადავიდა საცხოვრებლად. 1891 წელს, ჯინ ვებსტერის მამამ წამლების გადაჭარბებული დოზის მიღებით თავი მოიკლა[6].

ალისა ჯეინ ჩანდლერ ვებსტერი ფრედონიის სახელმწიფო კოლეჯში ფაიფურზე მხატვრობას სწავლობდა, რომელიც 1894 წელს დაამთავრა. 1894-1896 წლებში, იგი ლედი ჯეინ გრეის სკოლაში, ბინგემტომში სწავლობდა, პანსიონერად[7]. პანსიონში, მის ოთახის მეზობელსაც ალისა ერქვა, რის გამოც, ვებსტერმა საკუთარ ახალ სახელად თავისი მეორე სახელის, ჯეინის ვარიაცია — ჯინი აირჩია. ლედი ჯეინ გრეის სკოლა მან 1896 წლის ივნისში დაამთავრა და ერთი წლით, კვლავ ფრედონიის სახელმწიფო კოლეჯში დაბრუნდა[6].

1897 წელს, ჯინ ვებსტერი ვესარის კოლეჯში შევიდა, რომელიც 1901 წელს დაამთავრა. ინგლისური ენის და ეკონომიკის სპეციალობით, მან გაიარა კეთილდღეობის და სასჯელაღსრულების რეფორმის კურსები, რის შემდეგაც, იგი სოციალური საკითხებით დაინტერესდა[6]. კურსის ფარგლებში, იგი მზრუნველობამოკლებულ და უსახლკარო ბავშვთა დაწესებულებებს ესტუმრა[8]. ამ პერიოდში მიღებული გამოცდილება მისი წიგნების — გრძელფეხება მამილოს და როცა პეტი სკოლაში შევიდა-ს დაწერის შთაგონების წყარო გახდა. ვებსტერი გატაცებული იყო მოგზაურობით. ამასთანავე, იგი მონაწილეობდა რეფორმატულ მოძრაობაში — ციხის და ობოლთა თავშესაფრების რეფორმების გატარებაში. მისი პირველი რომანი — როცა პეტი სკოლაში შევიდა 1903 წელს გამოქვეყნდა. 1908 წელს, ჯინ ვებსტერი შეხვდა იურისტ გლენ ფორდ მაკკინს, რომელზეც შვიდი წლის განმავლობაში საიდუმლოდ იყო დანიშნული. გლენ ფორდ მაკკინი ქორწინებაში იყო და 1915 წლის ივნისში განქორწინდა, ამავე წლის 7 სექტემბერს კი — ცოლად ვებსტერი შეირთო. 1903-1915 წლებში, ჯინ ვებსტერმა რვა რომანი, მრავალი გამოუქვეყნებელი მოთხრობა და პიესა დაწერა.

ჯინ ვებსტერი გარდაიცვალა 1916 წლის 11 ივნისს, მშობიარობის შემდგომი გართულების შედეგად. გარდაცვლილის საპატივცემოდ, ვებსტერის ქალიშვილს ჯინი დაარქვეს[6].

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • როცა პეტი სკოლაში შევიდა (1903)
  • ხორბლის პრინცესა (1905)
  • ჯერი უმცროსი (1907)
  • The Four Pools Mystery (1908)
  • Much Ado About Peter (1909)
  • უბრალოდ პეტი (1911)
  • გრძელფეხება მამილო (1912)
  • ძვირფასი მტერი (1915)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 SNAC — 2010.
  3. 3.0 3.1 FemBio database
  4. Roglo — 1997. — 9000000 ეგზ.
  5. American Women Writers: A Critical Reference Guide from Colonial Times to the Present — 1979.
  6. 6.0 6.1 6.2 6.3 Simpson, Alan; Simpson, Mary; Connor, Ralph (1984) Jean Webster: Storyteller. Poughkeepsie: Tymor Associates. Library of Congress Catalog Number 84–50869. 
  7. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2016-06-20.
  8. Jean, Webster (1940). Daddy-Long-Legs. New York, NY: Grosset and Dunlap, გვ. "Introduction: Jean Webster" pages 11–19. ASIN: B000GQOF3G.