ჯეფ ლინდზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯეფ ლინდზი
ინგლ. Jeff Lindsay
დაბადების თარიღი 14 ივლისი, 1952(1952-07-14)[1] [2] [3] [4] (71 წლის)
დაბადების ადგილი მაიამი
ფსევდონიმი Jeff Lindsay
საქმიანობა მწერალი, რომანისტი და დრამატურგი
მოქალაქეობა  აშშ
ალმა-მატერი მიდლბერის კოლეჯი და Ransom Everglades School
ჟანრი crime fiction
Magnum opus Darkly Dreaming Dexter
ჯილდოები Dilys Award
მეუღლე Hilary Hemingway

ჯეფ ლინდსი (ნამდვილი სახელი — ჯეფრი ლინდსი; ინგლ. Jeff Lindsay; დ. 14 ივლისი, 1952) — ამერიკელი მწერალი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯეფრი დაიბადა 1952 წლის 14 ივლისს, ქალაქ მაიამიში. 1970 წელს დაამთავრა „Ransom Everglades School“ — სკოლა და ჩააბარა „Middlebury College“–ში. მან კოლეჯში სწავლა 1975 წელს დაამთავრა.

ჯეფრის ბევრი ადრინდელი შემოქმედების თანაავტორია მისი მეუღლე ჰილარი ჰემინგუეი, რომელიც ერნესტ ჰემინგუეის ნათესავად ეკუთვნის.

პირველი წიგნი დექსტერზე „დექსტერის მძინარე დემონი“, შესაძლო იყო გამარჯვებულიყო ლიტერატურულ კონკურს „Mystery Writers of America‘s Edgar Awards“–ზე, საუკეთესო პირველი ნოველის კატეგორიაში. წიგნი ნომინაციაზე გამსვლელი ნოველების სიაში შეიყვანეს, მაგრამ შემდეგ აღმოაჩინეს, რომ ჯეფრის 90-იან წლებში რამდენიმე მოთხრობა ჰქონდა გამოცემული, რამაც მისი კონკურსიდან გამოთიშვა გამოიწვია.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ მას დექსტერის პირველი წიგნისთვის უნდა დაერქვა „პინოქიოს სისხლისდის“. სათაური მწერალს მისმა შვილმა შესთავაზა. გამომცემელი წიგნის ამ სათაურით გამოცემას არ დასთანხმდა და ჯეფრიც იძულებული გახდა, რაიმე უკეთესი მოეფიქრებინა.

2006 წელს „Showtime“-მა „დექსტერის მძინარე დემონი“-ის მიხედვით გადაიღო სერიალი. წიგნის სერიების მიხედვით სერიალის მხოლოდ პირველი სეზონია გადაღებული, დანარჩენი სეზონები კი მკვეთრად განსხვავდებიან ნოველებისგან.

ჯეფრიმ სერიულ მკვლელ დექსტერ მორგანზე რვა წიგნი დაწერა.

გამოცემები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • დექსტერის მძინარე დემონი (2004)
  • ძვირფასი მეგობარი დექსტერი (2005)
  • დექსტერი წყვდიადში (2007)
  • დექსტერი საქმეში (2009)
  • დექსტერის დელიკატესები (2010)
  • ორმაგი დექსტერი (2011)
  • დექსტერის საბოლოო დუბლი (2013)
  • დექსტერი მკვდარია (2015)

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Deutsche Nationalbibliothek Record #130235938 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. Internet Speculative Fiction Database — 1995.
  3. BD Gest'
  4. Babelio — 2007.