ჯენიფერ დუდნა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯენიფერ დუდნა
Jennifer Doudna

ჯენიფერ დუდნა 2016 წელს.
დაბ. თარიღი 19 თებერვალი, 1964
დაბ. ადგილი ვაშინგტონი, აშშ
მოქალაქეობა  აშშ
საქმიანობა ბიოქიმიკოსი[1] , molecular biologist[1] , უნივერსიტეტის პროფესორი[1] , ქიმიკოსი[1] და crystallographer[1]
მუშაობის ადგილი კალიფორნიის უნივერსიტეტი[1] [2] , კალიფორნიის უნივერსიტეტი, ჰაუარდ ჰიუზის სამედიცინო ინსტიტუტი[1] და იელის უნივერსიტეტი[1]
ალმა-მატერი ჰარვარდის უნივერსიტეტი[1] , პომონას კოლეჯი[1] და Hilo High School
სამეცნიერო ხარისხი ფილოსოფიის დოქტორი
მეუღლე Jamie H. D. Cate[3]
ჯილდოები ასტურიის პრინცესის პრემია სამეცნიერო და ტექნიკური აღმოჩენებისათვის[4] , Breakthrough Prize in Life Sciences[5] [6] [7] , დოქტორ პოლ იანსენის პრემია ბიომედიცინის კვლევისთვის[8] [9] , Gruber Prize in Genetics[10] [11] , პოლ ერლიხისა და ლუდვიგ დარმშტედტერის პრემია[12] , დიქსონის პრემია მედიცინაში[13] , გაირდნერის ფონდის საერთაშორისო პრემია[14] , ჰენრი პიერ ჰაინეკენის პრემია ბიოქიმიასა და ბიოფიზიკაში[15] , მასრაის პრემია[16] , ტანის პრემია[17] , ლორეალისა და იუნესკოს პრემია „მეცნიერი ქალებისთვის“[18] , BBVA ფონდის საზღვრების ცოდნის ჯილდო[19] , ალან ვატერმენის ჯილდო[20] , გაბაის პრემია[21] , Lurie Prize in Biomedical Sciences[22] , უორენ ალპერტის ფონდის პრემია[23] , კავლის პრემია ნანოტექნოლოგიის დარგში[24] , კრუნის სახელობის პრემია[25] , იაპონიის პრემია[26] , Pearl Meister Greengard Prize[27] , Mildred Cohn Award in Biological Chemistry[28] , NAS Award in Chemical Sciences[29] , Fellow of the AACR Academy[30] , ვოლფის პრემია მედიცინაში[31] [32] , William O. Baker Award for Initiatives in Research[1] , ჰარვის პრემია, ფრანკ ალბერტ კოტონის მედალი[33] , ნობელის პრემია ქიმიაში[34], Beckman Young Investigators Award[35] , ელი ლილის პრემია ბიოქიმიაში[36] , Time 100[37] , Vanderbilt Prize in Biomedical Science[38] [39] , Murray Goodman Memorial Prize[40] , გუგენჰაიმის სტიპენდია[41] , ნიერენბერგის პრემია, სამეფო საზოგადოების უცხოელი წევრი[42] [43], Packard Fellowship for Science and Engineering[44] , ჯონ სკოტის მედალი[45] , Clarivate Citation Laureates[46] , Albany Medical Center Prize[47] , Carl Sagan Prize for Science Popularization და ეროვნულ გამომგონებელთა დიდების დარბაზი
გავლენა მოახდინეს

ჯენიფერ ენ დუდნა (ინგლ. Jennifer Anne Doudna; დ. 19 თებერვალი, 1964, ვაშინგტონი, აშშ) — ამერიკელი ბიოქიმიკოსი, გენომიკის მკვლევარი. 2012 წელს ფრანგ მიკრობიოლოგ ემანუელ შარპენტიესთან ერთად აღმოაჩინა დეზოქსირიბონუკლეინის მჟავის (დნმ) მოლეკულაში სპეციალური მექანიზმი — მოკლე პალინდრომული განმეორებები რეგულარულად განლაგებული ჯგუფებით (CRISPR-Cas9). ამ აღმოჩენამ საფუძველი ჩაუყარა გენომის რედაქტირების შესაძლებლობას, რაც დნმ მოლეკულის სტრუქტურაში სპეციფიკური ცვლილებების განხორციელების უფრო ეფექტიანი და ტექნიკურად მარტივი გზაა, ვიდრე უფრო ადრე ცნობილი მეთოდები. CRISPR-Cas9 სისტემის გამოყენებით მეცნიერებს მიეცათ საშუალება დნმ-ს შემადგენლობაზე ზემოქმედების გზით მოეხდინათ ცხოველებში გენეტიკური დეფექტების კორეგირება და ემბრიონულ ღეროვან უჯრედებში დნმ თანმიმდევრობების მოდიფიცრება. ამან, თავის მხრივ, გააჩინა ადამიანის სასქესო უჯრედების — სპერმატოზოიდის და კვერცხუჯრედის გენური სტრუქტურის შეცვლის შესაძლებლობა.[48]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯენიფერ დუდნა 1964 წელს დაიბადა ვაშინგტონში. ახალგაზრდობის დიდი ნაწილი ჰავაიზე გაატარა. 1985 წელს ქიმიის მიმართულებით დაამთავრა პომონას კოლეჯი კალიფორნიაში და სწავლა ჰარვარდის უნივერსიტეტში განაგრძო. იქ დუდნა ბიოქიმიკოს და გენეტიკოს ჯეკ შოსტაკთან (ნობელის პრემია მედიცინასა და ფიზიოლოგიაში, 2009) მუშაობდა და 1989 წელს დაასრულა დოქტურანტურა ბიოქიმიაში. დოქტურანტურის შემდგომი ეტაპი კოლორადოს უნივერსიტეტში გაიარა ტომას შეკის (ნობელის პრემია ქიმიაში, 1989) ხელმძღვანელობით და 1994 წელს იელის უნივერსიტეტში დაიწყო მუშაობა. 1997 წლიდან დუდნა ასევე არის ცნობილი ამერიკული კვლევითი ორგანიზაციის, ჰოვარდ ჰიუს სამედიცინო ინსტიტუტის მკვლევარი. 2002 წელს იელიდან გადავიდა ბერკლის კალიფორნიის უნივერსიტეტში, სადაც ბიოქიმიისა და მოლეკულური ბიოლოგიის პროფესორის პოზიცია მიიღო.[48] 2018 წლიდან არის გლადსტოუნის ინსტიტუტის მთავარი მკვლევარი და სან-ფრანცისკოს კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორი.[49] დუდნას მიღებული აქვს მრავალი ჯილდო და საპატიო წოდება. დუდნა დაქორწინებულია ქიმიკოს ჯემი კეიტზე და ჰყავს ერთი ვაჟიშვილი.[50]

CRISPR-Cas9 სისტემის აღმოჩენა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

CRISPR-Cas9 კომპლექსი

კარიერის დასაწყისში დუდნა რიბონუკლეინის მჟავის (რნმ) მოლეკული სამგანზომილიანი სტრუქტურის დადგენაზე მუშაობდა, შემდეგ იკვლევდა ზოგიერთი მცირე ზომის რნმ-ის მიერ გენეტიკური ინფორმაციის კონტროლის საკითხს და დაინტერესდა დნმ მოლეკულის მოკლე პალინდრომული განმეორებებით (CRISPR). CRISPR ბაქტერიის და არქეების იმუნური სისტემის ნაწილია. ის წარმოიქმნება ამ მიკროორგანიზმებში შეჭრილი ვირუსის — ბაქტერიოფაგის რნმ ფრაგმენტებიდან, რომელიც ჩანერგილია მასპინძელი ორგანიზმის დნმ-ის მოლეკულის მოკლე მონაკვეთებს შორის სივრცეებში, ე.წ. სპეისერებში. ვირუსით ბაქტერიის განმეორებითი ინფიცირებისას სპეისერის დნმ გარდაიქმნება რნმ-ად. ფერმენტი Cas9 და რნმ მეორე მოლეკულა უკავშირდება ახალკოდირებულ რნმ-ს და ახდენს შემოჭრილი ვირუსის რნმ სტრუქტურის შესაბამისი თანმიმდევრობების იდენტიფიცირებას. ამის შემდეგ Cas9 არღვევს ვირუსული დნმ სტრუქტურას და ხელს უშლის ვირუსის გამრავლებას (რეპლიკაციას).[48] ეს მექანიზმი წააგავს ბაქტერიის მიერ ვირუსული დნმ-ის საკუთარ გენებში ფოტოებივით შენახვას. ეს „ფოტოები“ შემომტევი ვირუსის ამოსაცნობად გამოიყენება. თუკი დაბრუნებული თავდამსხმელის გენური სტრუქტურა შენახულ „ფოტოსურათს“ შეესაბამება, Cas9 ფერმენტები ვირუსის დნმ-ს შლის და უვნებელ ნაწილაკებად აქცევს.[51]

2012 წელს ჯენიფერ დუდნამ და ემანუელ შარპენტიემ აღმოაჩინეს, რომ შესაძლებელია რნმ-ის თანმიმდევრობების იმგვარად შეცვლა, რომ Cas9 ფერმენტები მიმართული იყოს დნმ-ის მოლეკულის ზუსტად განსაზღვრული უბნების დასაზიანებლად. ამ აღმოჩენას გენურ ინჟინერიაში გადატრიალების ეფექტი ჰქონდა. გაჩნდა ადამიანის დაავადებების მკურნალობის ახალი მეთოდების განვითარების შესაძლებლობა. თუმცა ადამიანში გენური ინჟინერიის გამოყენებასთან დაკავშირებული მორალური და ეთიკური პრობლემების გამო 2015 წელს დუდნამ დაიწყო მუშაობა ადამიანის გენომური რედაქტირების საკითხზე მორატორიუმის გამოცხადების მოწოდებით და თავის კოლეგებთან ერთად შეიმუშავა ადამიანის ჩანასახის გენომის მოდიფიცირების წინააღმდეგ საგანგებო ღონისძიებების ჩარჩო პრინციპები. მიუხედავად ამისა, იმავე წლის აპრილში ჩინელმა მეცნიერებმა გამოაქვეყნეს CRISPR-Cas9 სისტემის გამოყენებით ადამიანის ემბრიონის გენომის მოდიფიცირების საკუთარი შედეგები.[48]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 1.10 1.11 1.12 1.13 1.14 1.15 1.16 1.17 1.18 Marino M. Biography of Jennifer A. Doudna // Proc. Natl. Acad. Sci. U.S.A. / M. R. Berenbaum[Washington, etc.], USA: National Academy of Sciences [etc.], 2004. — Vol. 101, Iss. 49. — P. 16987–16989. — ISSN 0027-8424; 1091-6490doi:10.1073/PNAS.0408147101
  2. https://vcresearch.berkeley.edu/faculty/jennifer-doudna
  3. https://breakthroughprize.org/Laureates/2/L63
  4. PREMIO PRINCESA DE ASTURIASDE INVESTIGACIÓN CIENTÍFICA Y TÉCNICA 2015
  5. Laureates
  6. Jennifer Doudna Shares Breakthrough Prize in Life Sciencesჰაუარდ ჰიუზის სამედიცინო ინსტიტუტი, 2014.
  7. Recipients Of The 2015 Breakthrough Prizes In Fundamental Physics And Life Sciences AnnouncedBreakthrough Prize in Life Sciences, 2014.
  8. Emmanuelle Charpentier, Ph.D. and Jennifer Doudna, Ph.D.დოქტორ პოლ იანსენის პრემია ბიომედიცინის კვლევისთვის.
  9. Jennifer Doudna, Ph.D., and Emmanuelle Charpentier, Ph.D., Win 2014 Dr. Paul Janssen Award for Biomedical ResearchJohnson & Johnson, 2014.
  10. 2015 Genetics Prize Jennifer DoudnaGruber Foundation.
  11. Gruber Foundation honors excellence in neuroscience, cosmology, and genetics // Yale Daily Bulletinიელის უნივერსიტეტი, 2015.
  12. Paul Ehrlich and Ludwig Darmstaedter Prize for E. Charpentier an J.A. Doudna
  13. 2016 Dickson Prize WinnerUniversity of Pittsburgh.
  14. Jennifer DoudnaGairdner Foundation.
  15. Jennifer Doudnaნიდერლანდების სამეფო მეცნიერებათა აკადემია.
  16. Massry winners helped launch gene editing revolution
  17. Taiwan’s Tang Prizes awarded to Doudna, Rosenfeldკალიფორნიის უნივერსიტეტი, 2016.
  18. 2016 L’Oréal-UNESCO For Women in Science AwardsUNESCO.
  19. Jennifer DoudnaBBVA ფონდის საზღვრების ცოდნის ჯილდო.
  20. NSF Honors Yale Biochemist Jennifer Doudna with the Alan T. Waterman AwardNational Science Foundation, 2000.
  21. Gabbay Award honors researchers who developed groundbreaking genomic toolბრანდეისის უნივერსიტეტი, 2014.
  22. FNIH Awards Lurie Prize to Jennifer DoudnaFoundation for the National Institutes of Health, 2014.
  23. Jennifer Doudna
  24. Jennifer A. Doudna
  25. Jennifer DoudnaRoyal Society.
  26. Doudna awarded Japan Prize for invention of CRISPR gene editingკალიფორნიის უნივერსიტეტი, 2017.
  27. The Award of "Scientific Heroines” Honors Dr. Jennifer Doudna // Genetic engineering & biotechnology news — 2018. — ISSN 1935-472X; 1937-8661
  28. Jennifer Doudna winsnew Mildred Cohn award
  29. NAS Award in Chemical Sciences
  30. JENNIFER A. DOUDNA, PHDAmerican Association for Cancer Research.
  31. Jennifer Doudna awarded 2020 Wolf Prize in Medicineკალიფორნიის უნივერსიტეტი, 2020.
  32. 2020 Wolf Prize were announcedWolf Foundation, 2020.
  33. https://www.chem.tamu.edu/medals+lectureships/cotton-medal/Cotton-Medal.php
  34. The Nobel Prize in Chemistry 2020: Genetic scissors: a tool for rewriting the code of lifeRoyal Swedish Academy of Sciences, 2020.
  35. Dr. Jennifer A. Doudna, PhDArnold and Mabel Beckman Foundation.
  36. Eli Lilly Award in Biological Chemistry
  37. Emmanuelle Charpentier & Jennifer Doudna // Time / N. GibbsNYC: Time Inc., 2015. — ISSN 0040-781X; 2169-1665
  38. Vanderbilt Prize in Biomedical ScienceVanderbilt University Medical Center.
  39. UC Berkeley’s Doudna named to receive Vanderbilt PrizeVanderbilt University Medical Center, 2020.
  40. https://onlinelibrary.wiley.com/page/journal/10970282/homepage/murray_goodman_memorial_prize.htm
  41. https://www.gf.org/fellows/all-fellows/jennifer-doudna/
  42. Fellows Directory
  43. https://royalsociety.org/news/2016/04/new-fellows-2016/
  44. https://www.packard.org/what-we-fund/science/packard-fellowships-for-science-and-engineering/fellowship-directory/doudna-jennifer-a/
  45. https://thejohnscottaward.github.io/jsc/2011-recent.html
  46. https://clarivate.com/citation-laureates
  47. https://engage.amc.edu/wp-content/uploads/2022/12/AlbanyPrize_PastRecipients_2023.pdf
  48. 48.0 48.1 48.2 48.3 Jennifer Doudna. Encyclopaedia Britannica. ნანახია 7 მარტი, 2020.
  49. Marino, M. (2004). „Biography of Jennifer A. Doudna“. Proceedings of the National Academy of Sciences. 101 (49): 16987–9. Bibcode:2004PNAS..10116987M. doi:10.1073/pnas.0408147101. PMC 535403. PMID 15574498.
  50. Russell, Sabin. Cracking the Code: Jennifer Doudna and Her Amazing Molecular Scissors. Cal Alumni Association (2014-12-08). ციტირების თარიღი: 7 მარტი 2020.
  51. კინქეიდი, ელი; ტინდერა, მიქელა. გენის ჰაკერები. «Forbes Georgia», 4 ივლისი, 2019.