ჯენეტ გეინორი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯენეტ გეინორი
დაბადების სახელი ლაურა ავგუსტა გეინორი
დაბადების თარიღი 6 ოქტომბერი, 1906
ფილადელფია, პენსილვანია, აშშ
გარდაცვალების თარიღი 14 სექტემბერი, 1984 (77 წლის)
პალმ სპრინგსი, კალიფორნია, აშშ
აქტიური 19241981
მეუღლე(ები) ჯეს ლიდელ პეკი
(1929 - 1933)
ადრიანი
(1939 - 1959)
პოლ გრეგორი
(1964 - 1984)
ოსკარი ოსკარი საუკეთესო მსახიობი ქალისთვის (1927)

ჯენეტ გეინორი (ინგლ. Janet Gaynor; დ. 6 ოქტომბერი, 1906 — გ. 14 სექტემბერი, 1984) — ამერიკელი მსახიობი. ის იყო მუნჯი კინოს პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მსახიობი. 1928 წელს გეინორი გახდა პირველი გამარჯვებული ოსკარით დაჯილდოების ცერემონიალზე ნომინაციაში საუკეთესო მსახიობი ქალი თავისი როლებისათვის ფილმებში: მეშვიდე ცა (1927), „აისი: ორი ადამიანის სიმღერა“ (1927) და „ქუჩის ანგელოზი“ (1928). ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც მსახიობმა მიიღო ჯილდო რამდენიმე როლისათვის ერთად. მოგვიანებით ეს წესი სამუდამოდ შეიცვალა „AMPAS“-ის მიერ. ჯენეტის კარიერა კი გაგრძელდა ხმოვანი ფილმების გამოჩენასთან ერთად და მან მიაღწია დიდ წარმატებას ფილმის ვარსკვლავი დაბადებულია ორიგინალ ვერსიაში. 1930-იანი წლების ბოლოდან ის არარეგულარულად მუშაობდა. 1982 წელს მძიმედ დაშავდა ავტო-ავარიაში და ამ შემთხვევამ დააჩქარა მისი გარდაცვალება ორი წლის შემდეგ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]