ჯეკ რასელ ტერიერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯეკ რასელ ტერიერი
წარმოშობის ქვეყანა დიდი ბრიტანეთი
თვისებები
წონა 4-5 კგ.
სიმაღლე 25-26 სმ.
სიცოცხლის
ხანგრძლივობა
13-14 წელი
ძაღლი (Canis lupus familiaris)

ჯეკ რასელ ტერიერი (ინგლ. Jack Russell Terrier) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია დიდ ბრიტანეთში XIX საუკუნეში.

ჯეკ რასელი ძალიან პოპულარულია დიდ ბრიტანეთში. იგი შეიქმნა ვირთხების განადგურების მიზნით და დღესაც არ დაუკარგავს მონადირის ინსტინქტი. დაუდგრომელი, ხალისიანი ჯეკ რასელი ენერგიის, ნერვების და კუნთების ერთობლიობაა. სოფლებში და პატარა ქალაქებში პოპულარული ეს ტერიერი კბენს და აგრესიას ავლენს ნებისმიერი მოძრავი ობიექტის მიმართ (ადამიანის ჩათვლით). მაგრამ ჯეკ რასელების უმრავლესობას ძალიან უყვარს თამაში და ძალიან ალერსიანი და კეთილგანწყობილია როგორც პატრონის, ასევე უცნობი ადამიანების მიმართ.

ჯეკ რასელ ტერიერის შეფერილობა შეიძლება იყოს თეთრი ყავისფრით, თეთრი შავით, სამფერი (შავი, თეთრი, ყავისფერი), მისი ბალანი განსაკუთრებულ მოვლას არ საჭიროებს, სხეულის სიგრძე სიმაღლესთან შედარებით დიდია, ტუჩები და ცხვირი შავია. ჯეკ რასელ ტერიერი ადვილად ეგუება ქალაქის პირობებში ცხოვრებას, ძნელია მისი გაწვრთნა. სჭირდება დამატებითი ფიზიკური დატვირთვა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]