ხუან ბოსკან ალმოგავერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ხუან ბოსკან ალმოგავერი
დაბადების თარიღი 1490[1] [2] [3]
დაბადების ადგილი ბარსელონა[1]
გარდაცვალების თარიღი 21 სექტემბერი, 1542(1542-09-21)[4] [2] [5] [6] ან 1542[7]
გარდაცვალების ადგილი პერპიანიანი
საქმიანობა პოეტი, მწერალი[1] [8] და მთარგმნელი
მოქალაქეობა არაგონის გვირგვინი
ჟანრი პოეზია
მეუღლე ანა ხირონ დე რებოლიედო

ხუან ბოსკან ალმოგავერი (ესპ. Juan Boscán Almogáver; დ. დაახლ. 1490, ბარსელონა — გ. 21 სექტემბერი (ან აპრილი[9]), 1542, პერპინიას ახლოს) — ესპანელი პოეტი. წერდა სონეტებს, კანცონებს, პოემებს („ჰერო და ლეანდრო“). 1534 წელს გამოაქვეყნა კასტილიონეს ტრაქტატის — „კარისკაცის“ თავისუფალი თარგმანი. ხუან ბოსკან ალმოგავერის ლექსები ორიგინალობით არ გამოირჩევა, მაგრამ მან ძირეული რეფორმა მოახდინა ესპანურ ტრადიციულ მეტრიკულ სისტემაში, გადმონერგა ანტიკური და იტალიური აღორძინების პოეტური ჟანრები, მეტრიკული ფორმები და ა. შ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]