ხოსე ფელიქს რიბასი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ხოსე ფელიქს რიბასი

ხოსე ფელიქს რიბასი (დ. კარაკასი, 1775 წლის 19 სექტემბერი — გ. ტუკუპიდო, 1815 წლის 31 იანვარი) — ვენესუელის დამოუკიდებლობისათვის ომის გმირი.

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რიბასი კარაკასის გამოჩენილი ოჯახის თერთმეტი ვაჟიდან უმცროსი იყო. ადრეულ წლებში მან ქალაქის სემინარიაში კარგი განათლება მიიღო. სწავლის დასრულების შემდეგ მუშაობა დაიწყო აგრალურ სექტორში. 21 წლის ასაკში სიმონ ბოლივარის დეიდა მარია ხოსეფა პალასიოზე დაქორწინდა. ის მალე გახდა რესპუბლიკური იდეების გამზიარებელი და ემხრობოდა დამოუკიდებლობისათვის რევოლუციურ მოძრაობას.

რიბასი ჩართული იყო 1808 წლის შეთქულებაში და მისი ჩავარდნის შემდეგ ის დააპატიმრეს. თავის დასაცავად მან თქვა, რომ დაკავების მომენტში ის უბრალოდ სკვერში სასეირნოდ იყო გამოსული. სინამდვილეში ის გადადიოდა სკვერზე რათა შეხვედროდა დანარჩენ მონაწილეებს და დაეწყოთ აჯანყება. ხელისუფლებამ ის მოგვიანებით გაათავისუფლა.

როდესაც 1810 წლის 19 აპრილის მოვლენებისას (ვენესუელის პირველი რესპუბლიკის ჩამოყალიბება), ცნობილი გახდა რომ ის დადიოდა მთელს ქალაქში და მოუწოდებდა ხალხს გამოსულიყვნენ ესპანეთის მმართველობის წნააღმდეგ. ამ მოვლენების შემდეგ ის 25 აპრილს შეუერთდა დროებით მთავრობას და გახდა კარაკასის მუნიციპალიტეტი გამგებელი.

სამხედრო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მთავრობაში მუშაობის გარდა ის ასევე ეწეოდა სამხედრო სამსახურსაც. ცნობილია, რომ მან დაიჭირა კავშირი ფრანსისკო მირანდასთან და ქვეყანაში ჩამოსვლის შემდეგ შესთავაზა ყოველმხრივი დახმარება. სხვა რესპუბლიკელებთან ერთად ის იყო მირანდას მიერ შექმნილი მოძრაობის Sociedad Patriótica წევრი. Sociedad Patriótica იყო იაკობინელების პრინციპებზე შექმნილი, ავითარებდნენ ორატორულ პრაქტიკას და ემხრობოდნენ თანასწორობას და ყველა მოქალაქისათვის ხმის მიცემის უფლებას.

ვენესუელის დამოუკიდებლობის მცირე პერიოდში (ვენესუელის მეორე რესპუბლიკა სიმონბოლივარის მმართველობის დროს), იბასი იბრძოდა „ადმირაბლის კამპანიაში“; მისი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი იყო იყო ლა-ვიქტორიას ბრძოლა (1814 წლის 12 თებერვალი) სადაც მან და მისმა თანამებრძოლებმა შეძლეს შეეჩერებინათ როიალისტების ძლიერი შეტევა, რომელსაც ხოსე ტომას ბოვესი მეთაურობდა. რიბასმა ეს ბრძოლა მოიგო გამოუცდელი ჯარით, რომელიც ძირითადად შედგებოდა ახალგაზრდებისგან: სტუდენტებისა და სემინარიის კანდიდატებისგან. ბრძოლის წინ რიბასმა მიმართა ახალგაზრდა ჯარისკაცებს: „ჩვენ არ გვაქვს არჩევანი გამარჯვებასა ან სიკვდილს შორის, ჩვენ გამარჯვებას უნდა მივაღწიოთ“ (ესპ. „No podemos optar entre vencer o morir, es necesario vencer“). შეტევების რამდენიმე საათიანი მოგერიების შემდეგ, რესპუბლიკელებს მოუვიდათ დამხმარე ძალა ვინსენტე კამპო ელიას მეთაურობით. ამ დღეს (12 თებერვალს) ვენესუელაში დღემდე აღნიშნავენ და ეწოდება ესპ. „Día de la Juventud“ — „ახალგაზრდობის დღე“.

დატყვევება და სიკვდილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ის გმირულად იბრძოდა ურიკას ბრძოლაში, სადაც რესპუბლიკელები დამარცხდნენ, თუმცა მათი მიერ მოკლული იქნა როალისტი ნემეზიდა ბოვი. ამ ბრძოლის შემდეგ მისმა ძალებმა ბოლოო თავგანწირული ბრძოლა — მატურინის ბრძოლა გაუმართეს მოწინააღმდეგეს, სადაც ასევე დამარცხდნენ. ამის შემდგომ რიბასი იძულებული იყო თავის დისშვილ-ძმისშვილებთან და ერთგულ მებრძოლებთან ერთად გაქცეოდა გამარჯვებულ როიალისტებს. თუმცა რიბასი ღალატით შეიპყრეს და თავის მოკვეთით დასაჯეს. იბასის მოკვეთილი თავი ადუღებულ ზეთში ჩააგდეს და კარაკასში გააგზავნეს. იქ ის პატარა გალიაში ჩადებული საზოგადოდ იყო გამოფენილი.

მემკვიდრეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მისი სიკვდილიდან თითქმის ორასი წლის შემდეგ მისი ხსოვნა უკვდაყოფილი იქნა უგო ჩავესის მთავრობის მიერ, როდესაც მისი სახელი ეწოდა ერთრთ ბოლივარულ მისიას. მის სახელს ასევე ატარებს ვენესუელას ორი მუნიციპალიტეტი: ხოსე ფელიქს რიბასის მუნიციპალიტეტი არაგუას შტატში და ხოსე ფელიქს რიბასის მუნიციპალიტეტი გუარიკოს შტატში.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]