ხოსე სანტოს სელაია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ხოსე სანტოს სელაია
ხოსე სანტოს სელაია
ხოსე სანტოს სელაია
ნიკარაგუის 24-ე პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
25 ივლისი, 1893 – 21 დეკემბერი, 1909
წინამორბედიხოაკინ სავალა
მემკვიდრეფრანსისკო ბაკა იხო

დაბადებული1 ნოემბერი, 1853
მანაგუა, ნიკარაგუა
გარდაცვლილი1 მაისი, 1919 (65 წლის)
ნიუ-იორკი, აშშ
მოქალაქეობანიკარაგუა
ეროვნებანიკარაგუელი
პოლიტიკური პარტიანიკარაგუის ლიბერალური პარტია

ხოსე სანტოს სელაია ლოპესი (ესპ. José Santos Zelaya; დ. 1 ნოემბერი, 1853, მანაგუა — გ. 17 მაისი, 1919, ნიუ იორკი) — ნიკარაგუის 24-ე პრეზიდენტი 1893 წლის 25 ივლისიდან 1909 წლის 21 დეკემბრამდე.

ადრეული ბავშვობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იგი იყო ხოსე მარია სელაია ფერნანდესისა (დაიბადა ჰონდურასში) და ხუანა ლოპესის შვილი.

პოლიტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სელაია იყო ნიკარაგუის ლიბერალური პარტიის წევრი, რომელმაც არაერთი მოწინავე პროგრამა განახორციელა, რომელთა შორისაა სახალხო განათლება, რკინიგზების მშენებლობა, გემთმშენებლობა. ასევე საკონსტიტუციო ცვლილებების შეიტანა თანასწორობისა და კერძო საკუთრების გასაძლიერებლად, ჰაბეას კორპუსის დასამკვიდრებლად, სავალდებულო ხმის მიცემისა და სავალდებულო განათლებისათვის, გამოხატვის თავისუფლებისთვის, მრეწველობისა და კულტურის დაცვის უზრუნველსაყოფად, გამოხატვის თავისუფლებისა და სახელმწიფო შტოთა გასამიჯნავად. თავისი ცოლი ეროვნული თვითმყოფადობის დასაცავად უბიძგებდა მას გაეტარებინა კოლონისტების ინტერესების შემლახავი პლიტიკა.

1894 წელს მან მოახდინა მოსკიტების სანაპიროს სამხედრო ანექსია. მოსკიტების სანაპიროს საკითხი მუდმივი დავის საგანი იყო ნიკარაგუასა და ადგიობრივ მაცხოვრებლებს შორის, რომლებიც ბრიტანეთის პროტექტორატს აღიარებდნენ. სელაიამ გამბედაობა გამოიჩინა ანგარიში გაესწორებინა ბრიტანეთთან. თავად ბრიტანეთს არ სურდა ომი დაეწყო მისი იმპერიისთვის ნაკლებად ღირებული მოსკიტების სანაპიროსთვის, ამიტომაც აღიარა ნიკარაგუის სუვერენიტეტი რეგიონზე.

ხელახლა არჩევა, არხის გაყვანის შესაძლებლობა და აშშ-ის გამოხმაურება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხოსე სანტოს სელაია მინისტრებთან ერთად

შესაძლებლობა აეშენებინათ არხი ცენტრალურ ამერიკაში 1820-იანი წლებიდან მუდმივად საუბრის საგანი იყო. ნიკარაგუას ამ პროექტში მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა, რადაგნ მის ტერიტორიაზე უნდა გაევლო ამ არხს. როდესაც შეერთებულ შტატებს ჩაეშალა თავისი გეგმები პანამაში, სელაიამ დაიწყო მოლაპარაკებები გერმანიასთან(რომელიც ჩართული იყო აშშ-სთან ცივ ომში კარიბის სანაპიროს პორტებთან დაკავშირებით) და იაპონიასთან, არც თუ ისე დიდი სარგებლის საფასურად აეშენებინათ არხი მის ქვეყანაში. თავზარდაცემულმა ამერიკამ, იმით, რომ შესაძლოა პრეზიდენტ სელაიას აეშენებინა პანამის არხის ალტერნატიული ეკონომიკური სისტემა, მონათლა იგი ტირანად, რადგან აშშ-ის ჰეგემონურ გეგმებს საფრთხე დაემუქრა.

ხოსე სელაიას ჰქონდა სურვილი კვლავ გაეერთიანებინა ცენტრალური ამერიკის გაერთიანებული პროვინციები. და იმედოვნებდა, რომ იგი გახდებოდა ამ გაერთიანების პრეზიდენტი. მისი მოწადინებით ცენტრალური ამერიკის სხვა ქვეყნების ლიბერალ ფედერალისტებს მიეცათ დახმარება. ამით იქმნებოდა საფრთხე იმისა, რომ დაიწყებოდა ომი მთელს ცენტრალურ ამერიკაში. ეს ყოველივე კი საფრთხეს უქადდა აშშ-ის ინტერესებს პანამის არხთან, ევროპის ქვეყნებს, როგორიც გერმანია იყო, საშუალებას აძლევდა ჩარეულიყო რეგიონში საკუთარი საბანკო სისტემის დასაცავად, ან სხვა შემთხვევაში მოითხოვდა მიწას.

სელაიას ადმინისტრაციას უთანხმოება ჰქონდა აშშ-ის მთავრობასთან, მაგალითად, როდესაც საფრანგეთის მთავრობამ ჰკითხა აშშ-ის მთავრობას ნიკარაგუისთვის მიცემული სახელმწიფო სესხი იქნებოდა თუ არა არამეგობრული სვლა შეერთებული შტატების მიმართ, მაშინ სახელმწიფო მდივანმა უპასუხა, რომ ეს მათთან შეთანხმებული უნდა ყოფილიყო. როდესაც უნდა გადაწყვეტილიყო პარიზის საფონდო ბორჟიდან გადარიცხავდნენ თუ არა სესხს აშშ-მა ნიკარაგუა იზოლაციაში მოაქცია. იგი ირწმუნებოდა, რომ თუ სელაია მიიღებდა სახსრებს, იგი მას დახარჯავდა სამხედრო მოზნებისთვის, რათა შეევიწროვებინა მისი მეზობლები და დაერღვია ცენტრალურ ამერიკაში სიმშვიდე. სახელმწიფო მდივანი ასევე ამტკიცებდა, რომ ნებისმიერი ინვესტიცია ცენტრალურ ამერიკაში შეთანხმებული უნდა ყოფილიყო შეერთებულ შტატებთან.

აშშ-ის მთავრობამ დაიწყო დახმერაბის მიცემა ნიკარაგუის კონსერვატორი და ლიბერალი ოპონენტებისთვის, რომლებმაც 1909 წლის ოქტომბერში დაიწყეს აჯანყება. აჯანყებას გაუძღვა ლიბერალი გენერალი ხუან ესტრადა. ნიკარაგუამ გადაისროლა თავისი ჯარები კოსტა-რიკაში, რათა ჩაეხშო ესტრადას პრო ამერიკული აჯანყება. აშშ-მა ეს მიიჩნია ესტრადას მიზნების შეურაცხყოფად და შეეცადა ეიძულებინა კოსტა-რიკა, ნიკარაგუის საწინააღმდეგოდ პირველი ნაბიჯები გადაედგა. კოსტა-რიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა როკარდო ფერნანდეს გუარდიამ დაარწმუნა კალვო, რომ კოსტა-რიკა „არ უნდა წასულიყო ასეთ სარისკო ქმედებაზე, რისკენაც აგულიანებდა ვაშინგტონი“. ეს „მიიჩნეოდა ვაშინგტონის შეთანხმების გამიზნულ წინააღმდეგობად და სასურველი იქნებოდა კოსტა-რიკას ნეიტრალური პოზიცია დაეკავებინა“. კოსტა-რიკის ოფიციალურმა პირებმა ცენტრალური ამერიკის მშვიდობისთვის აშშ უფრო საზიანოდ და საშიშად მიიჩნიეს ვიდრე სელაიას ნიკარაგუა. მინისტრი ფერნანდეს გუარდია მოითხოვდა "ჩვენ ვერ გავიგეთ რა მიზნები უნდა ჰქონდეს ვაშინგტონს აქ, რომ კოსტა-რიკამ თავს იდოს დაუფარავი აგრესიით უპასუხოს ნიკარაგუას. ეს მაშინ, როდესაც დადებული გვაქვს 1907 წლის 29 დეკემბრის კონვენცია."

აშშ-ის ოპერაცია ნიკარაგუაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სელაიას ადმინისტრაციამ დასაჯა დატყვევებული აჯანყებულები. მათ შორის იყო ორი ამერიკელი ვაჭარი. დეკემბრის დასაწყისში აშშ-ის მეზღვაურებმა დაიკავეს ბლუეფილდსის პორტი, იმ მიზეზით თითქოს დაეცვათ ნიკარაგუაში უცხო ქვეყნის მაცხოვრებლები. თუმცა, ეს ბაზა წარმატებით გამოიყენებოდა სელაიას მოწინაარმდეგეთა სამხედრო მხარდაჭერისთვის. 1909 წლის 17 დეკემბერს სელაიამ ძალაუფლება გადასცა ხოსე მადრისს და ქვეყანა დატოვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Henri Hymans. Zelaya, José Santos, 1845- [from old catalog] New York, Impr. Hispano-americana. 1902
  • Cardenal Tellería, Marco. Nicaragua y su historia: cronología del acontecer histórico y construcción de la nación nicaragüense. Volume I: 1502-1936.. — Managua: Banco Mercantíl., 2000.
  • Teplitz, Benjamin I. The political and economic foundations of modernization in Nicaragua: the administration of José Santos Zelaya 1893-1909.. — Washington, D.C.: Howard University. Unpublished dissertation., 1973.
  • Aguino, Enrique La personalidad politica del general Jose Santos Zelaya. / Managua, 1944
  • Torres-Rivas, E. Las repúblicas agroesxportadoras (1870—1945), en Historia general de Centro América (Vol IV). Madrid, Sociedad Estatal Quinto Centenario, Facultad Latinoamericana de Ciencias Sociales, Víctor Hugo Acuña Ortega (editor), 1992.
  • Herring, Hubert. A History of Latin America From the Beginnings to the Present. New York: Alfred A. Knopf, 1962

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]