ხო ში მინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ხო ში მინი
ვიეტ. Hồ Chí Minh
დაბადების თარიღი 19 მაისი, 1890(1890-05-19)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9]
დაბადების ადგილი კიმლიენი, ფრანგული ინდოჩინეთი
გარდაცვალების თარიღი 2 სექტემბერი, 1969(1969-09-02)[2] [3] [4] [6] [7] (79 წლის)
გარდაცვალების ადგილი ჰანოი, ჩრდილოეთი ვიეტნამი
მოქალაქეობა ჩრდილოეთი ვიეტნამი
 ვიეტნამი
French Annam
ფრანგული ინდოჩინეთი
განათლება Communist University of the Toilers of the East და Quoc Hoc – Hue High School for the Gifted
მამა Nguyễn Sinh Sắc
დედა Hoàng Thị Loan
ჯილდოები ლენინის ორდენი[10] , Gold Star Order და Grand Cross of the Order of Polonia Restituta

ხო ში მინი, ნამდვილი სახელი და გვარი ნგუენ ტატ თანი (ვიეტ. Hồ Chí Minh, დ. 19 მაისი, 1890, სოფ. კიმლიენი, ნგეანის პროვინცია — გ. 3 სექტემბერი, 1969, ჰანოი) — ვიეტნამის კომუნისტი მოღვაწე, ვიეტნამის აგვისტოს რევოლუციის ხელმძღვანელი და ქვეყნის პირველი პრეზიდენტი (1946-1969) და პარალელურად პრემიერ-მინისტრი (1946–1955).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხო ში მინის მავზოლეუმი ჰანოიში

სწავლობდა ჰიუეს ეროვნულ კოლეჯში. 1911 წელს წავიდა ემიგრაციაში და მუშაობდა მატროსად. 1916–1923 წლებში ცხოვრობდა აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში და საფრანგეთში. სსრკ-ში კი ჩამოყალიბდა, როგორც კომუნისტი ლიდერი. 1920 წლიდან საფრანგეთის კომუნისტური პარტიის წევრია. 1924 წელს მონაწილეობდა კომინტერნის V კონგრესის მუშაობაში. 1925 წელს ვიეტნამის კომუნისტური ჯგუფების ბაზაზე შექმნა ვიეტნამის რევოლუციური ახალგაზრდობის ამხანაგობა. 1930 წელს დააარსა ინდო-ჩინეთის კომუნისტური პარტია. ბევრჯერ იყო რეპრესირებული. 1929 წელს დაუსწრებლად მიუსაჯეს სიკვდილი. 1935 წელს მონაწილეობდა კომინტერნის VII კონგრესში. 1941 წელს დაბრუნდა ვიეტნამში და შექმნა ვიეტნამის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ლიგა. 1945 წლის აგვისტოს რევოლუციის შემდეგ იყო ვიეტნამის დემოკრტიული რესპუბლიკის დროებითი მთავრობის თავმჯდომარე 1946 წლის მარტამდე. მარტიდან პრეზიდენტი და 1946–1955 წლებში პარალელურად პრემიერ-მინისტრიც. გარდაიცვალა 1969 წელს ქალაქ ჰანოიში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 SNAC — 2010.
  3. 3.0 3.1 Lacouture J. Encyclopædia Britannica
  4. 4.0 4.1 filmportal.de — 2005.
  5. Discogs — 2000.
  6. 6.0 6.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  7. 7.0 7.1 Roglo — 1997. — 9000000 ეგზ.
  8. Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  9. Munzinger Personen
  10. Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.