წმინდა ვიტის საკათედრო ტაძარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
წმ. ვიტის ტაძარი პრაღის ციხის გალავნის შიგნით მდებარეობს.
ტაძრის წინა ფასადი მისი ვარდის ფანჯრით.

წმინდა ვიტის ტაძარი, ან ვიტსდომი (ჩეხ.: Katedrála svatého Víta) — საკათედრო ტაძარი პრაღაში, ჩეხეთის რესპუბლიკაში, პრაღის არქიეპისკოპოსის საბრძანებელი. ტაძრის სრული სახელია წმინდა ვიტის, წმინდა ვენცესლავისა და წმინდა ადალბერტის კათედრალური ტაძარი. მდებარეობს პრაღის ციხე-სიმაგრის ტერიტორიაზე. აქ დაკრძალულია ბოჰემიის მრავალი მეფე. ტაძარი გოტიკური არქიტექტურის ერთ-ერთი ბრწყინვალე ნიმუშია და უდიდესი და ყველაზე მნიშვნელოვანი ეკლესიაა ჩეხეთში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი ეკლესია ამჟამინდელი ტაძრის ადგილას ადრეული რომანული როტონდის სტილის იყო, ასევე წმ. ვიტის ეძღვნებოდა, დაარსდა ვენცესლაუს I, ბოჰემიის გრაფის მიერ 925 წელს.

1060 წელს პრაღის საეპისკოპოს დაარსებისას უფლისწული სპიტინევ II იწყებს უფრო ვრცელი ეკლესიის მშენებლობას, ვინაიდან არსებული როტონდა მორწმუნეებს ვეღარ იტევდა. ახალი უფრო ვრცელი რომანული ბაზილიკა სამნავიანი უნდა ყოფილიყო ორი კოშკით, რომელიც დასავლეთით მთავარ გუმბათს უერთდებოდა. კათედრალის პროექტი საღვთო რომის იმპერიის რომანული არქიტექტურის მოთხოვნებს პასუხობდა, განსაკუთრებით კი ჰილდესჰაიმის სააბატოს ეკლესიისა და სპაიერის კათედრალის დეტალებს იმეორებდა.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]