წინადადება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

წინადადებასიტყვა, ან სიტყვათა ჯგუფი, რომელიც დასრულებულ აზრს გამოხატავს.

ქართული ენის მორფოლოგიური აგებულებიდან გამომდინარე, წინადადება განისაზღვრება როგორც შესიტყვება, რომელსაც უმთავრესად ქმნის უღლებადი სიტყვა ზმნა და მასთან დაკავშირებული სახელები.

  • წინადადებას, წინადადების წევრებს და მათ ურთიერთკავშირს შეისწავლის სინტაქსი. სინტაქსი გრამატიკის ნაწილია, რომელიც შეისწავლის სიტყვათა შეკავშირების წესებს და არკვევს სიტყვა–ფორმის ფუნქციას წინადადებაში.

წინადადების წევრი - სრულმნიშვნელოვანი სიტყვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წინადადებაში შემავალ სრულმნიშვნელოვან სიტყვას წინადადების წევრი ჰქვია.

წინადადების წევრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტრადიციული გრამატიკების (სინტაქსის) თანახმად, ქართულ ენაში წინადადების წევრებია:

წინადადების მთავარი წევრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქართულში წინადადების მთავარი წევრებია:

  • ქვემდებარე,
  • შემასმენელი.
  • პირდაპირი და ირიბი დამატებები.

წინადადების არამთავარი წევრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეორეხარისხოვანი წევრებია;

  • უბრალო დამატება,
  • განსაზღვრება,
  • გარემოება.

სინატაქსური რელაციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მთავარი და მეორეხარისხოვანი წევრები ერთმანეთთან სინტაქსურ წყვილებს (სინტაგმებს) ქმნიან. სინტაქსური ურთიერთობის ძირითადი სახეებია: შეთანხმება, მართვა და მირთვა.

შეთანხმება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შეთანხმება ჰქვია სიტყვათა სინტაქსური ურთიერთობის ისეთ სახეს, როდესაც დაქვემდებარებული სიტყვა იმ ფორმას იღებს, რომელიც აქვს მთავარ (დომინანტ) სიტყვას (ახალი წიგნი, ახალმა წიგნმა...).

მართვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მართვა ეწოდება სინტაქსური ურთიერთობის ისეთ სახეს, რომლის დროსაც მთავარი სიტყვა დაქვემდებარებულისაგან იმ ფორმას მოითხოვს , რომელიც მას არ აქვს (საერთოდ ან მოცემულ შემთხვევაში).

მირთვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მირთვა ეწოდება შეკავშირების ისეთ სახეს, როდესაც ძირითადი სიტყვა დამოკიდებულს მხოლოდ აზრობრივად, შინაარსობრივად იკავშირებს. ამგვარი შეკავშირება მაშინაა შესაძლებელი, თუ დაქვემდებარებული სიტყვა ფორმაუცვლელია.

წინადადების ტიპები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოდალობის მიხედვით[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოდალობის, ანუ შინაარსის მიხედვით წინადადება შეიძლება იყოს თხრობითი, კითხვითი, ბრძანებითი, ძახილისა და კითხვა-ძახილის.

თხრობითი წინადადება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თხრობითია წინადადება რომელიც მოგვითხრობს რაიმე ამბავზე.

კითხვითი წინადადება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კითხვითია წინადადება რომელიც კითხვას შეიცავს.

ბრძანებითი წინადადება 

ბრძანებითია წინადადება რომელიც მოითხოვს მთქმელის ნება–სურვილის შესრულებას.

ძახილის წინადადება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძახილისაა წინადადება რომელიც ადამიანის გრძნობას გამოხატავს.

კითხვა-ძახილის წინადადება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კითხვა-ძახილისაა წინადადება, რომელის ადამიანის გრძნობას და კითხვას გამოხატავს.

აგებულების მიხედვით[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აგებულების მიხედვით წინადადება ქართულში სამი სახისაა: მარტივი, შერწყმული და რთული.

  • მარტივია წინადადება, რომელშიც მხოლოდ თითო მთავარი წევრია წარმოდგენილი. შემადგენელ მთავარ წევრთა მიხედვით ქართულში მარტივი წინადადება შეიძლება იყოს ერთ, ორ, სამ და ოთხშემადგენლიანი.
  • შერწყმულია წინადადება, რომელშიც რამდენიმე ერთგვარი წევრი მოიპოვება (მაგ.: რამდენიმე ქვემდებარე, რამდენიმე შემასმენელი, რამდენიმე დამატება და ა.შ.) და ისინი ერთსა და იმავე წევრს მიემართებიან.
  • რთულია წინადადება, რომელიც წარმოქმნილია ორი, ან მეტი მარტივი თუ შერწყმული წინადადების შეერთებით. რთული წინადადება ორგვარია: თანწყობილი და ქვეწყობილი.
    • თანწყობილი წინადადება შედგება სინტაქსურად თანასწორი წინადადებებისგან.
    • ქვეწყობილი წინადადება შედგება სინტაქსურად არათანასწორი წინადადებებისგან, რომელთაგან ერთი მთავარია, მეორე – დამოკიდებული.

რთული ქვეწყობილი წინადადების კომპონენტთა შეერთება შეიძლება საკავშირებელი სიტყვების მეშვეობითაც და უკავშიროდაც. კავშირიანი შეერთების დროს გამოიყენება:

  • (1.) მაქვემდებარებელი კავშირები,
  • (2.) მიმართებითი ნაცვალსახელები,
  • (3.) მიმართებითი ზმნიზედები.

ფუნქციის მიხედვით დამოკიდებულ წინადადებათა კლასიფიკაცია ხდება იმის გათვალისწინებით, თუ რა როლს ასრულებს ის მთავართან მიმართებით, ფუნქციურად მიემართება ის მთლიანად მთავარს (მთავრის მიმართ დამოკიდებული: პირობითი, შედეგობითი...) თუ მთავრის რომელიმე წევრს (ქვემდებარული, პირდაპირდამატებითი, ირიბდამატებითი, განსაზღვრებითი, ადგილის გარემოებითი).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • კვაჭაძე, ლეო: თანამედროვე ქართული ენის სინტაქსი. გამოც. მე-2. თბილისი, 1977.
  • Bußmann, Hadumod: Lexikon der Sprachwissenschaft. Herausgegeben von Hadumod Bußmann. Dritte, aktualisierte und erweiterte Auflage. Stuttgart: Kröner 2002.