ცეცხლოვანი მიწა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ცეცხლოვანი მიწა (არგენტინა).
ცეცხლოვანი მიწა

ცეცხლოვანი მიწა (ესპ. Tierra del Fuego) — არქიპელაგი სამხრეთ ამერიკის სამხრეთ დაბოლოებასთან, რომლისგანაც გამოყოფილია მაგელანის სრუტით. აღმოსავლეთი ნაწილი ეკუთვნის არგენტინას, დასავლეთი — ჩილეს. ფართობი დაახლოებით 72 ათასი კმ² (მთავარი კუნძულია ცეცხლოვანი მიწა, ანუ ისლა გრანდე, ფართობი 48 ათასი კმ²). ახლოს მდებარე კუნძულ ჰორნზე არის ამავე სახელწოდების კონცხი (სამხრეთ ამერიკის უკიდურესი სამხრეთი წერტილი).

ცეცხლოვანი მიწის ჩრდილოეთი და აღმოსავლეთი ნაწილის რელიეფი ბორცვიანი ვაკეა, დასავლეთი და სამხრეთი ნაწილი ანდების ძლიერ დაქუცმაცებული მთებია. ჰავა ზომიერია, ოკეანური ტყე და მდელოსტეპის მცენარეულობა. არის ტორფიანი ჭაობები. მისდევენ მეცხვარეობას, მეთევზეობას. იღებენ ნავთობსა და ბუნებრივ აირს. მთავარი დასახლებული პუნქტია უშუაია (არგენტინა) და პორვენირი (ჩილე). ცეცხლოვანი მიწა აღმოაჩინა ფერნანდო მაგელანმა 1520 წელს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]